26 მაისი, ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება
უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 17:51-დან 21:21-მდე
რეკომენდებულია: დაიცავით მარხვა, თავშეკავება. არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი.
ჯანმრთელობა: დუნდულები და სწორი ნაწლავი აქტიურია. კარგია სხეულის განწმენდა.
კვება: დაიცავით მარხვა. მიირთვით მარცვლეული, შინ გამომცხვარი პური, მჭადი.
ბიზნესი: იმუშავეთ ინდივიდუალურად. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან. დაისვენეთ გამოჯანმრთელების მიზნით. კარგია ოფისის გაწმენდა და ინვენტარიზაცია.
არ არის რეკომენდებული: მოაგვაროთ ფინანსური საქმეები. ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. ფულის სესხება და გასესხება. ახალი თანამშრომლების დაქირავება. მოლაპარაკებების წარმოება. უარყოფითი ემოციების გამოხატვა.
მოგზაურობა: არ არის შესაფერისი მოგზაურობისა და მივლინებისთვის.
ურთიერთობები: დღეს უმჯობესია არ დაქორწინდეთ და არ გამართოთ ქორწილი. შესაძლებელია სკანდალები და ჩხუბი. თუ დღეს პირველი პაემანია, უმჯობესია გადადოთ.
მინერალები: შავი მარგალიტი, ობსიდიანი, თეთრი ოპალი, ლაბრადორიტი, ფერადი იასპი.
კარგია კონტაქტებისთვის და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები.
აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა.
კვება: თუ ენდოკრინულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ, თვალყური ადევნეთ რისი ჭამა მოგწონთ ამ დღეებში. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ გსურს ისეთი საკვები, რომელიც არ არის კარგი. ამიტომ, დიეტა უნდა შეიცვალოს.
საოჯახო საქმეები: კარგია კონდიციონერის დასაყენებლად. გააუმჯობესოთ კომუნიკაციები სახლში. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. სარეცხი უფრო სწრაფად შრება.
კოსმეტიკური პროცედურები: კარგია მასაჟი, თმის შეღებვა. მოცულობითი, ჰაეროვანი ვარცხნილობის გაკეთება, მაგრამ შეჭრის შემდეგ თმა შეიძლება დაუმორჩილებელი გახდეს.
P.S. უკურსო მთვარის დროს არ ღირს ახალი საქმის დაწყება, რამის გაკეთება. უმჯობესია, დაისვენოთ.