ავტორი:

მთვარის დაბნელების პროგნოზი: ვის ელოდება ცვლილებები ფინანსურ სფეროში, პირად ურთიერთობასა და კარიერაში

მთვარის დაბნელების პროგნოზი: ვის ელოდება ცვლილებები ფინანსურ სფეროში, პირად ურთიერთობასა და კარიერაში

8 ნოემბერს, 14:59-ზე, კუროს მე-17 გრადუსში, სავსემთვარეობაზე გველოდება წლის ფინალური მთვარის სრული დაბნელება. მთვარის ან მზის დაბნელება განსაკუთრებული მოვლენა არაა, ის წელიწადში რამდენჯერმე ხდება, მთავარია, ჩვენ ვიყოთ მზად, გვქონდეს ინფორმაცია, როგორ ვიმოქმედოთ, რათა არ დავუშვათ შეცდომები და მაქსიმალურად ფრთხილად გავიაროთ რთული პერიოდი.

გაეცანით სავსემთვარეობის ასტროლოგიურ პროგნოზს თქვენი მზისა და მთვარის ნიშნის, აგრეთვე, ასცენდენტის მიხედვით:

ვერძი

ცვლილებები გელოდებათ ფინანსურ სფეროში. გადახედეთ შემოსავალ-გასავალს. რამდენად გაამართლა ინვესტიციამ. შეიძლება დასრულდეს პროექტი, რომელსაც ფული მოჰქონდა თქვენთვის. მიიღებთ ფულს ადრე შესრულებული საქმისთვის. ზოგიერთი დაფიქრდებით შემოსავლის ახალი წყაროს მოძიებაზე. მოგინდებათ ფულის დაბანდება ძვირად ღირებულ ნივთებში. მოხდება ღირებულებების გადაფასება. მოგინდებათ საკუთარი თავის მეტად დაფასება. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე. სასიცოცხლო ენერგიის მომატებაზე.

კურო

მზის დაბნელება თქვენს ნიშანში ხდება და კონკრეტულად თქვენ, თქვენს ცხოვრებას, თქვენს მიზნებს ეხება. თქვენ უნდა მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. თქვენზეა დამოკიდებული როგორ წარიმართება თქვენი მომავალი ცხოვრება. დაფიქრდით, რა მიმართულებით მიდიხართ, რაში დებთ თქვენს ენერგიას, დროსა და ფულს. ისე ცხოვრობთ, როგორც გსურდათ, თუ ცვლილებები გჭირდებათ. გადაწყვეტთ ცხოვრების სტილის შეცვლას, მაგრამ ეს არ მოხდება დღეს და ხვალ, ცვლილებები მომდევნო 6 თვის განმავლობაში განვითარდება. ისე უნდა იყოს, როგორც თქვენ გსურთ და არა ისე, როგორც გარშემო მყოფები გარიგებენ ან საზოგადოებაშია მიღებული. შეიძლება გადაწყვიტოთ ახალი პროფესიის ათვისება, რაც მომავალში გაგიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას, მეტად პოპულარულს გაგხდით.

ტყუპი

გახშირდება ფიქრი ემიგრაციაზე, მოქალაქეობის შეცვლაზე. ზოგიერთმა შეიძლება დისტანციურად, საზღვარგარეთ დაიწყოთ მუშაობა, ზოგმა კი განმარტოებით, იზოლირებულად ან დახურული ტიპის დაწესებულებაში, მორიგეობა. ზოგიერთი სამსახურის გამო შეიცვლით საცხოვრებელს ან სახლიდან იმუშავებთ. დაასრულებთ ადრე დაწყებულ პროექტს, საქმეს. გათავისუფლდებით იმისგან, რაც გამძიმებთ, პასუხისმგებლობის ან რუტინისგან. დაძლევთ შინაგან შიშებს, კომპლექსს. თუ ავად იყავით გათავისუფლდებით დაავადებისგან. თუ ფარული სასიყვარული ურთიერთობა გქონდათ, სასიყვარული სამკუთხედი ან ონლაინკავშირი მიიღებთ მასთან დაკავშირებულ საბოლოო გადაწყვეტილებას.

კირჩხიბი

დასრულდება სასწავლო კურსი, ან პროექტი, რომელზეც თანამოაზრეებთან ერთად მუშაობდით. ცვლილებებია მოსალოდნელი გარემოცვაში: ზოგიერთ მეგობართან შეიძლება გაწყვიტოთ ურთიერთობა. მიხვდებით, რა უნდა შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში, რა უნდა იყოს თქვენ გარშემო, ვისთან გსურთ ურთიერთობა, რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ. მიხვდებით, რომ აქამდე ცოტა გსურდათ და ახლა მეტი უნდა მოითხოვოთ. თუ გსურდათ ბავშვის შვილად აყვანა, აგისრულდებათ. შეიძლება შემოგთავაზონ ბავშვის მონათვლა. საბედისწერო ნაცნობობა გელოდებათ ინტერნეტით, რომანი შეიძლება გააბათ ასაკით უმცროს ადამიანთან.

ლომი

მოგინდებათ მიზნების განხორციელება, სტატუსის ამაღლება. საზოგადოებაში თავის დამკვიდრება. შეიძლება გადაწყვიტოთ პროფესიის კარდინალურად შეცვლა. გადაწყვეტთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, ბინის კეთილმოწყობას. ცვლილებები გელოდებათ პირად ურთიერთობაში - შეიძლება გადაწყვიტოთ დაქორწიება და მათ, ვინც დიდი ხანია დაქორწინებული ხართ, ქორწინებას წერტილი დაუსვათ. მიიღებთ ლიცენზიას, დოკუმენტს, ნებართვას, რაც იურიდიულად იმოქმედებს თქვენს სტატუსზე.

ქალწული

მზის დაბნელების შემდეგ მიხვდებით, რომ მზად ხართ ახალი მწვერვალების დასაპყრობად, ახალი კარი გაიღება თქვენს ცხოვრებაში. დაასრულებთ დაწყებულ პროექტს და მოემზადებით ახლის დაწყებისთვის. მოგინდებათ ახლის შესწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება, რაც ხელს შეგიწყობთ კარიერულ წინსვლაში. გადაწყვეტთ საზღვარგარეთ გამგზავრებას მუშაობის, სწავლის მიზნით ან საცხოვრებლად. ზოგიერთს კი ონლაინმუშაობა გელოდებათ უცხოურ კამპანიაში. ზოგიერთ გაიგებთ, რომ გეყოლებათ შვილიშვილი. წერტილს დაუსვამთ სასამართლო პროცესებს, თუ აწარმოებდით.

სასწორი

უნდა მოაგვაროთ ფინანსური საკითხები. შეიძლება შეგიწყდეთ ალომენტი ან დახმარება, რასაც ადრე იღებდით. ან პირიქით, შეიძლება დაიწყოთ პენსიის მიღება. გადაიხდით ვალებს, დაფარავთ გადასახადებს. საქმიან ან სასიყვარულო პარტნიორებთან დაშორების შემდეგ მოგიწევთ ქონების გაყოფა. ზოგიერთი კი შეიძლება მემკვიდრეობის მფლობელი გახდეთ. ეს სავსემთვარეობა გაიძულებთ, დაძლიოთ ის შიშები, რაც ხელს გიშლით ცხოვრებაში, განვითარებაში.

მორიელი

მნიშვნელოვანი ცვლილებები გელოდებათ პარტნიორულ ურთიერთობაში. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენი ცხოვრება პარტნიორების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. შეიძლება ზოგიერთ საქმიან პარტნიორთან დაასრულოთ ურთიერთობა. ცვლილება გელოდებათ სამსახურშიც, თუ თქვენი სფერო დაკავშირებულია მომსახურების სფეროსთან, კლიენტებთან. არ არის გამორიცხული, გააფორმოთ ახალი საქმიანი ხელშეკრულებაც. პირადი ურთიერთობაც საჭიროებს გადახედვას. მშვიდად უნდა მოაგვაროთ არსებული პრობლემები, თუ გსურთ ამ კავშირის შენარჩუნება, მაგრამ თუ ხვდებით, რომ პარტნიორთან ურთიერთობა შეუძლებელია, უნდა დასრულოთ.

მშვილდოსანი

შეგეცვლებათ სამუშაო პირობები, დამოკიდებულება კოლეგებთან. ზოგიერთმა შეიძლება დაგტოვოთ. არაა გამორიცხული, რომ ცოტა ხნით აიღოთ ტაიმ-აუტი და დაფიქრდეთ, რა გსურთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ. თუ გყავდათ დამხმარე შინ ან სამსახურში შეიძლება მან დაგტოვოთ. მოგინდებათ ცხოვრებისეული გრაფიკის შეცვლა. თუ აქამდე თავით იყავით გადავარდნილი ვალდებულებების შესრულებაში, ახლა მეტად მოგინდებათ დასვენება, საკუთარი თავის განებივრება. კარგი იქნება, თუ მეტად იზრუნებთ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. გაიუმჯობესებთ კვების, სუფთა ჰაერზე ყოფნის, ვარჯიშისა და ძილის რეჟიმს. დაასრულებთ მკურნალობის კურსს, ან მიიღებთ ჩაბარებული სამედიცინო ანალიზების პასუხებს.

თხის რქა

მთვარის დაბნელება პოზიტიურ გავლენას იქონიებს თქვენს ცხოვრებაზე; მოგინდებათ საკუთარი თავის მეტად განებივრება. ისე იმოქმედეთ, როგორც თქვენ გაგიხარდებათ და არა ისე, როგორც საზოგადოებაშია მიღებული. დაასრულებთ შემოქმედებითი პროექტების განხორციელებას და მიიღებთ აღიარებას, ფულს. საინტერესო ცვლილებები გელოდებათ პირად ურთიერთობაში. შეიძლება გადაწყვიტოთ რომანტიკული ურთიერთობის გასერიოზულება. ზოგიერთმა შეიძლება ან გადაწყვიტოთ შვილის გაჩენა ან გაიგოთ, რომ შვილი გეყოლებათ. თუ მოზრდილი შვილები გყავთ, მათ ცხოვრებაში მოხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები.

მერწყული

უნდა მოიცალოთ საოჯახო საქმეებისთვის. მიიღებთ საბუთებს, თუ დაინტერესებული იყავით უძრავი ქონების შეძენით ან მისი გადაფორმებით, ბინაში ჩაწერით ან ცხოვრების უფლების მიღებით. შეიძლება დაასრულოთ რემონტი, ბინის კეთილმოწყობა. გამორიცხული არაა, შეგეცვალოთ ოჯახის წევრების რაოდენობა ან შეყვარებულება გადაწყვიტოთ თანაცხოვრება, დაქორწინება. მნიშვნელოვანი საუბარი გელოდებათ ნათესავებთან, მშობლებთან უნდა მოაგვაროთ ის საკითხები, არც ადრე წამოიჭრა თქვენს ცხოვრებაში.

თევზები

უნდა გადახედოთ თქვენს დამოკიდებულებას მეგობრებთან, მეზობლებთან, და-ძმებთან და რაღაც უნდა შეიცვალოს, ის, რაც არ მოგწონთ. დაკვირვებით მოაგვარეთ დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხები. ზოგადად, იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. შეიძლება მიხვდეთ, რომ გჭირდებათ რაღაცის შესწავლა, ან თუ სწავლობდით, მიიღებთ სერტიფიკატს. მოგინდებათ ახალი ხელშეკრულებების გაფორმება ან არსებულებში ცვლილებების შეტანა. იყავით დაკვირვებული კომერციული საქმიანობისას. მოგინდებათ გაჯეტების განახლება, ახლების შეძენა, მაგრამ უმჯობესია, 22 ნოემბრის შემდეგ გააქტიურდეთ. აგრეთვე, ამ პერიოდში არ გირჩევთ ავტომობილის შეძენას ან გადაფორმებას.