ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია
გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება.
რეკომენდებულია: საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები.
არ არის რეკომენდებული: ახალი საქმეების დაწყება.
ჯანმრთელობა: აქტიურია გულ-მკერდის ძვლები და პროსტატის ჯირკვალი.
კვება: ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მოგზაურობა: დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. და თუ მოგზაურობისას ვინმეს შეხვდებით, ნაცნობობა დიდი ალბათობით გადაიქცევა ხანგრძლივ და ძლიერ მეგობრობაში.
ურთიერთობები: დღე ხელსაყრელია ქორწინების რეგისტრაციისა და საქორწილო ღონისძიებების ჩასატარებლად. შეეცადეთ დღეს განსაკუთრებული მზრუნველობა და ყურადღება გამოიჩინოთ საყვარელი ადამიანის მიმართ.
მინერალები: ქარვა, სარდონიქსი.