მთვარის მეცხრამეტე დღე

მთვარის მეცხრამეტე დღე

7 ივნისი

ოთხშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:22-ზე, მთვარე მერწყულში გადავა 12:42-ზე

საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით.

არ წამოიწყოთ ახალი საქმეები.

მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას.

ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად.

მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ.

პასიურად დაისვენეთ.

არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობა. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ.

არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.

ერთ-ერთი არანაყოფიერი დღეა. უმჯობესია, მცენარეები დაასვენოთ, არც დარგვას და არც გადარგვას არ გირჩევთ.