მთვარის მეოცე დღე: მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას

მთვარის მეოცე დღე: მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია

რეკომენდებულია: კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები.

არ არის რეკომენდებული: შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება.

ჯანმრთელობა: აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის.

კვება: ხორცის გარდა ყველაფრის ჭამა შეიძლება. მთავარია, რომ საკვები უნდა იყოს ახალი.

მოგზაურობა: ხელსაყრელია მოგზაურობა, მივლინება. მგზავრობისას მთავარია, მეგობრული დამოკიდებულების შენარჩუნება.

ურთიერთობები: ხელსაყრელი დღეა ქორწილისთვის. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.

მინერალები: წითელი იასპი, იასპი.