17 მაისი, შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია
რეკომენდებულია: კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები.
არ არის რეკომენდებული: შურისა და ბოროტების გამოვლენა.
ჯანმრთელობა : აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის.
კვება: ხორცის გარდა ყველაფრის ჭამა შეიძლება. მთავარია, საკვები იყოს ახალი.
ბიზნესი: აღმოჩენების დღეა. ადამიანები კომუნიკაბელური და გახსნილები არიან. ნაყოფიერი მუშაობით შეიძლება გაჩნდეს კარიერული ზრდის შესაძლებლობები.
მოგზაურობა: ხელსაყრელია მოგზაურობა, მივლინება. მგზავრობისას მთავარია, მეგობრული დამოკიდებულების შენარჩუნება.
ურთიერთობები: ხელსაყრელი დღეა ქორწილისთვის. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
დღის მინერალებია: წითელი იასპი, იასპილიტი.