26 ივნისი, ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია
რეკომენდებულია: ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები.
ჯანმრთელობა: პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება.
კვება: რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება.
მოგზაურობა: სასურველია ეს დღე ნაცნობ გარემოში გაატაროთ. გამგზავრების დრო ჯერ არ მოსულა.
ურთიერთობები: ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მინერალები: ჟადეიტი, ქალცედონია, აქატი.