მთვარის მეშვიდე დღეა: ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება

მთვარის მეშვიდე დღეა: ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება
  • პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია

სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა.

ჯანმრთელობა: ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება.

კვება: არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი.

რეკომენდებულია: მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები.

არ არის რეკომენდებული: ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.

მოგზაურობა: დღე ხელსაყრელია როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი მოგზაურობის დასაწყებად.

ურთიერთობები: ეს დღე იდეალურია შემოქმედებითი ადამიანებისთვის ოჯახის შესაქმნელად. მეუღლეები ერთმანეთს დაეხმარებიან შემოქმედებაში, იცხოვრებენ საერთო იდეალებითა და მისწრაფებებით. ქორწილში დაპატიჟეთ რაც შეიძლება მეტი კრეატიული ადამიანი. ღონისძიება უნდა იყოს ორგანიზებული შემოქმედებითად.

მინერალები: საფირონი, ჰელიოტროპი, მარჯანი.