მთვარის მეთორმეტე დღე: გამოავლინეთ კონფლიქტების მოგვარების უნარი

მთვარის მეთორმეტე დღე: გამოავლინეთ კონფლიქტების მოგვარების უნარი

6 ივლისი, კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია

ჯანმრთელობა: ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.

კვება: კარგია ჩაის, წვენების დალევა, თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი.

რეკომენდებულია: მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი.

არ არის რეკომენდებული: გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება.

მოგზაურობა: არ არის საუკეთესო დრო მოგზაურობისთვის, არც წმინდა ადგილების მოსალოცად.

ურთიერთობები: საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. მეთორმეტე მთვარის დღეს შექმნილი ოჯახები, როგორც წესი, ბედნიერია და იშვიათად მთავრდება განქორწინებით. პაემანი კარგად ჩაივლის, დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.

მინერალები: ლაზურიტი, ყვითელი მარჯანი, ვარდისფერი მარგალიტი.