მთვარის მეთვრამეტე დღე: ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს

მთვარის მეთვრამეტე დღე: ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს

13 ივნისი, პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს

რეკომენდებულია: იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე.

არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები.

ჯანმრთელობა: გაისუფთავეთ ნაწლავები, თირკმელები და კანი. კარგია მასაჟი, ორთქლის აბაზანები.

კვება: დღის მთავარი პროდუქტი თხილია. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.

მოგზაურობა: ეცადეთ არ დაგეგმოთ მოგზაურობა, თუ ამას გარემოება არ მოითხოვს.

ურთიერთობები: უმჯობესია გადადოთ რომანტიკული პაემნები. სასურველია თავი შეიკავოთ საქორწილო ცერემონიის გამართვისგან. შემთხვევითი ნაცნობები შეიძლება პერსპექტიული აღმოჩნდეს.

მინერალები: თეთრი აქატი, ოპალი, იასამნისფერი ამეთვისტო.