14 მაისი, ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია
მთვარის დღის ტენდენციების გათვალისწინება ყოველთვის მნიშვნელოვანია, უნდა იცოდეთ, რა ენერგია აქვს დღეს, რისი გაკეთება შეიძლება და რომელი საქმისგან ღირს დასვენება.
რეკომენდებულია: იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე.
არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები.
ჯანმრთელობა: გაისუფთავეთ ნაწლავები, თირკმელები და კანი. კარგია მასაჟი, ორთქლის აბაზანები.
კვება: დღის მთავარი პროდუქტი თხილია. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
ბიზნესი: თქვენი შინაგანი სამყაროდან გამომდინარე, ეს დღე შეიძლება იყოს ბედნიერი ან უსიამოვნო.
მოგზაურობა: ეცადეთ არ დაგეგმოთ მოგზაურობა, თუ ამას გარემოება არ მოითხოვს.
ურთიერთობები: უმჯობესია გადადოთ რომანტიკული პაემნები. სასურველია თავი შეიკავოთ საქორწილო ცერემონიის გამართვისგან. შემთხვევითი ნაცნობები შეიძლება პერსპექტიული აღმოჩნდეს.
მთვარის მეთვრამეტე დღის მინერალებია: თეთრი აქატი, ოპალი, იასამნისფერი ამეთვისტო.