მთვარის ოცდამეცხრე დღე:  გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი

მთვარის ოცდამეცხრე დღე:  გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი

22 აგვისტო, პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 04:34-ზე

რეკომენდებულია: დაიცავით მარხვა, თავშეკავება. არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი.

ჯანმრთელობა: დუნდულები და სწორი ნაწლავი აქტიურია. კარგია სხეულის განწმენდა.

კვება: დაიცავით მარხვა. მიირთვით მარცვლეული, შინ გამომცხვარი პური, მჭადი.

არ არის რეკომენდებული: მოაგვაროთ ფინანსური საქმეები. ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. ფულის სესხება და გასესხება. ახალი თანამშრომლების დაქირავება. მოლაპარაკებების წარმოება. უარყოფითი ემოციების გამოხატვა.

მოგზაურობა: ა რ არის შესაფერისი მოგზაურობისა და მივლინებისთვის.

ურთიერთობები: დღეს უმჯობესია არ დაქორწინდეთ და არ გამართოთ ქორწილი. შესაძლებელია სკანდალები და ჩხუბი. თუ დღეს პირველი პაემანია, უმჯობესია გადადოთ.

დღის მინერალები: შავი მარგალიტი, ობსიდიანი, თეთრი ოპალი, ლაბრადორიტი, ფერადი იასპი.