ორშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 00:58-ზე, მთვარე ვერძშია
კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ.
ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს.
სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ.
უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ.
მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები.
მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას.
გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან.
არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია მიირთვათ რძე და რძის პროდუქტები.
არ გაიცივოთ თავი, ცხვირ-პირი, მოერიდეთ სახეზე ოპერაციას, სილამაზის ნემსების გაკეთებას, ყურების გახვრეტასა და კბილები გეგმიურ მკურნალობას.