ავტორი:

მზე სასწორში გადადის

მზე სასწორში გადადის

შემოდგომის ბუნიობას ველოდებით 23 სექტემბერს და ამავე დღეს, 10:50-ზე მზე გადავა სასწორის ზოდიაქოში. დგება შემოდგომა, იმატებს ღამის დრო და იკლებს დღის.

ამ დღეს მზე 1 თვით გადავა სასწორის ნიშანში. ეს არის ქორწინების, სიყვარულის, ურთიერთობის, კანონის, პარტნიორობის, ბალანსის, ჰარმონიის ნიშანი. იყავით მომართული პარტნიორული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. მეტ ღირებულებას შეიძენენ საქმიანი და სასიყვარულო პარტნიორები, ადამიანები, ვისთანაც საქმეებს აგვარებთ.

სასწორი სიმბოლოა ჰარმონია, წონასწორობისა და სამართლიანობა. ჩვენ გავხდებით უფრო მგრძნობიარენი ჩვენი შინაგანი მდგომარეობის მიმართ, დიპლომატიურები. შევეცდებით გამოვნახოთ „ოქროს შუალედი“ ცხოვრების ყველა სფეროში. ვიქნებით მიდრეკლინი თანამშრომლობისა და ურთიერთგაგებისკენ, მოგვინდება კომპრომისების ძიება.

იმატებს ესთეტიკური აღქმა. სილამაზის, ხელოვნებისადმი ლტოლვა, შთაგონების მდგომარეობა, საკუთარი თავის გარშემო სილამაზის შექმნის სურვილი. სახლში იქნება არომატული სანთლების არომატი, ხოლო გარდერობი - უფრო დახვეწილი სამოსით გამდიდრდება. გახშირდება კულტურულ ღონისძიებებზე - თეატრი, გამოფენა, კლასიკური კონცერტი - დასწრების სურვილი.

მხარდაჭერას გამოვუცხადებთ საყვარელ ადამიანს. დაწყვილებულებს ერთობლივი მუშაობა გმართებთ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ბიზნესის გასაუმჯობესებლად მეტად უნდა დაუმეგობრდეთ მეწყვილეს, საქმიან პარტნიორს.

რას უნდა მიაქციოთ მეტი ყურადღება:

ზოგჯერ მზის გადაადგილებამ სასწორში შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული გაურკვევლობა; ჩვენ შეიძლიება ძალიან ბევრი დრო დავხარჯოთ ყველა ვარიანტის აწონ-დაწონვაზე, დღეს მივიღოთ ერთი გადაწყვეტილება, ხვალ - მეორე. ზოგადად, სასწორის თვისებაა ორჭოფობა და ეს უნდა გაითვალისწინოთ.

არსებობს სამართლიანობის განუწყვეტელი სურვილი, რაც იწვევს კონფლიქტებს ურთიერთობებში. ერთი მხრივ, ჩვენ სიმართლის მომხრე ვართ, მაგრამ მეორე მხრივ, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველას თავისი სიმართლე აქვს და ჯობია ბალანსი ვეძებოთ, ყველგან: საქმეებშიც, ურთიერთობებშიც და მუშაობის დროსაც კი.

ჩვენ შეიძლება გავხდეთ დამოკიდებულები სხვა ადამიანებზე, უფრო მეტად დავეყრდნოთ მათ აზრს, ვიდრე საკუთარს. ზოგადად, პარტნიორზე გადაყოლა იმატებს და ეცადეთ, სხვი გაბედნიერებისთვის თავად არ დაზარალდეთ.

დაბოლოს, გახსოვდეთ, რომ სასწორი აიწონა-დაიწონასავითაა და ჩვენი ამოცანაა გავათანაბროთ მისი პინები, რაც მოგვიტანს ჰარმონიას, ესთეტიკას და დიპლომატიას ცხოვრების ყველა სფეროში.