მზის დაბნელების ტენდენციებზე ინფორმაცია ქეთი ოდიშელისგან

მზის დაბნელების ტენდენციებზე ინფორმაცია ქეთი ოდიშელისგან

8 აპრილს გვაქვს მზის დაბნელება ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, ცოტა გასაგებად რომ ვისაუბრო, ეს პერიოდი საფუძველს უყრის მომავალი 9 ან 18-წლიან ციკლს, სწორედ ამიტომ აუცილებელია 8-მდე გავისტუმროთ ცხოვრებიდან ყველაფერი რაც დისკომფორტს ქმნის და დავიწყოთ ჩვენთვის სასურველი მომავლის დასახვა, ხატვა...

ვერძი თვისობრივად ნათალურ რუკაში სიმბოლურად ასცენდენტს, სასტარტო წერტილს შეესაბამება, რომელიც თითოეული ადამიანის სამყაროში განსხეულებას, დაბადებას, პრეზენტაციას უკავშირდება, ასევე ეს ნიშანი სასწორის ნიშანთან ერთად, პარტნიორობის თემებს განაგებს, ვერძი-სასწორი ერთი ჰორიზონტალური სიბრტყეა, რომელიც "მე და შენ" შორის ურთიერთობებს ასახავს, მარტივად რომ ვთქვათ ეს ერთი მთლიანობაა, რომელიც დამოკიდებულია რაღა თქმა უნდა "მე"-ზე იმაზე თუ რა სამყაროს მოდელი მაქვს, რა ტრავმებითა და ჩარჩოებით მოვედი აქამდე, რა მიზნები და მოტივები მაქვს და თუ "მე" ვითარდება, პირდაპირპროპორციულად ვითარდება მისი პარტნიორული თემები, ამ შემთხვევაში პარტნიორში მხოლოდ პირად-სასიყვარულო არ მოიაზრება, პარტნიორებში მოიაზრება ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენ ირგვლივაა...

ამიტომაც ტოქსიკური, მანიპულატორი ადამიანების წრე თუ არ შევცვალეთ ჩვენ ირგვლივ, ცვლილებები არ იქნება, იმავე წრეზე ვიტრიალებთ , მაგრამ აქამდე მისვლისთვის გვჭირდება "მე"-ს გაჯანსაღება...

ყველაზე მარტივად, ვითარდებით თუ არა მიხვდებით სწორედ თქვენი პარტნიორით, ნუ იფიქრებთ, რომ გაჯანსაღების დროს თქვენ ტოქსიკური არ იქნებით, ნურც იმას იფიქრებთ, რომ მანიპულაციას არ შეეცდებით, არც სირთულეებსა და სიმძიმეებზე არ მაქვს საუბარი, ეს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ყველას გვახასიათებს, საუბარია დანახვის, აღქმის, გაანალიზების უნარზე... თუ სწორი დიაგნოზი დაისვა, ეს ნახევარ მკურნალობას უდრის!

ამიტომ თვითშეფასებაზე, საკუთარი თავის გაჯანსაღებაზე გააკეთეთ აქცენტები!

ჯანსაღი თვითშეფასება ფოტოებსა თუ რეალურ ცხოვრებაში ნატურალურობითა და უბრალოებით არ განისაზღვრება, სიჯანსაღის დროს საერთოდ არ გაქვთ სურვილი სხვებს შეეჯიბროთ

ვერძის ნიშანს მართავს პლანეტა მარსი , მას შეჯიბრი უყვარს, კონკურენციაც, ბრძოლაც, თან სამართლიანია... ჰოდა, იბრძოლეთ იმისთვის, რომ სამართლიანობის პრინციპებით გაიუმჯობესოთ ცხოვრება, შეეჯიბრეთ მხოლოდ თქვენს ძველ "მეს" და დატკბით იმ ცხოვრებით, რომელსაც ახლა დახატავთ.

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი