ნოემბრის 12 იღბლიანი ფერი: რა ფერის სამოსი უნდა ჩაიცვათ თითოეულმა ზოდიაქოს ნიშანმა, რომ წარმატებული თვე გქონდეთ

ნოემბრის 12 იღბლიანი ფერი: რა ფერის სამოსი უნდა ჩაიცვათ თითოეულმა ზოდიაქოს ნიშანმა, რომ წარმატებული თვე გქონდეთ

ნოემბერი რთული თვეა პლანეტარული ასპექტაციითაც და ამინდითაც. ნაცრისფერი და წვიმიანი ამინდი ყველას მელანქოლიურ განწყობაზე აყენებს. მაგრამ რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ ყველაფრის შეცვლა შეგიძლიათ? სწორად შერჩეული ფერი არა მხოლოდ განწყობას აგიმაღლებთ, არამედ მაგნიტივით მოიზიდავს იღბალს. რომელი ფერი უნდა ჩაიცვათ, რომ ნოემბერში წარმატებული გქონდეთ.

ნოემბერში მგზნებარე ვერძებს სჭირდებათ შინაგანი ცეცხლის ხელახლა გაღვივება, რომელიც ნაცრისფერი დღეების შემოტევის შედეგად ქრება. წითელი გახდება თქვენი პირადი ენერგიისა და თავდაჯერებულობის წყარო. არ არის აუცილებელი თავიდან ფეხებამდე გადაწითლება. საკმარისია ნათელი აქცენტი: ალისფერი შარფი, შინდისფერი ჩანთა ან სისხლისფერი პომადა. ფსიქოლოგებმა დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ წითელი ფერი ადამიანს ლიდერად აქცევს. თუ წითელს რამდენიმე ოქროსფერ აქსესუარს დაუმატებთ, იღბალი ნამდვილად გაგიმართლებთ.

სტაბილურობა და ჰარმონია არის ის, რაც კუროს ყოველთვის სჭირდება, განსაკუთრებით ნოემბერში. თეთრი თქვენი გზამკვლევი იქნება სიცხადისა და სიმშვიდის სამყაროში. არა სტერილური საოპერაციოს თეთრი, არამედ რძისფერი, სპილოსძვლისფერი ან მარგალიტისფერის რბილი ტონები. აი, შინდისფერი თავდაჯერებულობას შეგმატებთ, როდესაც თქვენი აზრის დაცვა ან რთული გადაწყვეტილების მიღება გჭირდებათ. შინდისფერი კაბა წვეულებისთვის ან შინდისფერი ჰალსტუხი საქმიანი შეხვედრისთვის დაგიცავთ სტრესისა და ნეგატიური ემოციებისგან.

მოლაქლაქე და მხიარული ტყუპიც ზოგჯერ სევდიანად გრძნობს თავს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გარეთ წვიმს. კაშკაშა, მზიანი და მხიარული ყვითელი თქვენი პირადი ანტიდეპრესანტი და პოზიტივის წყაროა. ყვითელი შარფი, მდოგვისფერი სვიტერი ან ლიმონისფერი აქსესუარები სინათლის წყაროდ გაქცევთ პირქუშ ნოემბერში. ყვითელი დაგეხმარებათ უფრო სწრაფად იფიქროთ, უფრო იოლად დაიმახსოვროთ ინფორმაცია და საერთო ენა იპოვოთ ნებისმიერთან. თუ გსურთ შთაბეჭდილების მოხდენა პირველ პაემანზე ან მნიშვნელოვან შეხვედრაზე, ნუ დაგავიწყდებათ ყვითელი ფერის ჩაცმა - აუცილებლად დაგამახსოვრებენ.

ემოციური კირჩხიბები განსაკუთრებით დაუცველები არიან ნოემბერში. მზიანი დღეების ნაკლებობა, ცუდი ამინდი და ზოგადი სევდა უფრო მეტად აწუხებთ. ვერცხლისფერი თქვენი დამცავი იქნება. ის ემოციების ქარიშხალს ამშვიდებს, წესრიგს შემოიტანს თქვენს აზრებში და გონების სიცხადეს მოგიტანთ. გამოიყენეთ ვერცხლის სამკაულები, ნაცრისფერი ტანსაცმელი მეტალის ბზინვარებით ან მარგალიტისფერი აქსესუარები. ვერცხლის სამკაული განსაკუთრებით ეფექტურია, ის გიცავთ სხვების ნეგატივისგან. სხვათა შორის, თეთრიც თქვენი მეგობარია - ის აძლიერებს ვერცხლის ეფექტს და შინაგან სინათლეს გმატებთ.

ლომები არ არიან მიჩვეულები სევდას, მაგრამ თუ მზე რამდენიმე დღე ღრუბლებს მიღმა იმალება, ნარინჯისფერი სამოსი ჩაიცვით. ის ენერგიას მატებს, ყურადღებას იპყრობს და წარმატების აურას ქმნის თქვენ გარშემო. ნარინჯისფერი სვიტერი, წითელი შარფი ან ტერაკოტისფერი ჩექმები ყველაზე მოსაწყენ დღესაც კი ნათელსა და მხიარულს გახდის. მოყავისფრო-მოწითალო ელფერი შეგმატებთ ვნებას; წითელი ფეხსაცმელი, შინდისფერი ჩანთა ან ღვინისფერი აქსესუარები გამოკვეთს თქვენს ძლიერ ხასიათს და ლიდერობის სურვილს.

ქალწულებს მწვანე ფერის მშვიდი ელფერები დაგეხმარებათ შინაგანი ბალანსის პოვნაში, ბუნების ენერგიის შთანთქმასა და წვრილმანებზე ფიქრის შეწყვეტაში. ზურმუხტისფერი სვიტერი, ზეთისხილისფერი ქურთუკი ან პიტნისფერი აქსესუარები დაგამშვიდებთ ყველაზე დიდ აურზაურშიც კი. განსაკუთრებით სასარგებლოა ბუნებაში მწვანე ფერით სეირნობა - ის აძლიერებს ეფექტს. მწვანე ფერი ნამდვილად სამკურნალოა: ის ამცირებს შფოთვას, არეგულირებს არტერიულ წნევას და აუმჯობესებს ძილს. ის ასევე ასოცირდება ზრდასთან და განვითარებასთან, რაც ქალწულებისთვის მნიშვნელოვანია.

სასწორებს ყოველთვის გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება. ლურჯი ფერი დაგეხმარებათ შეწყვიტოთ ნერვიულობა და მოიპოვოთ თავდაჯერებულობა. ლაჟვარდისფერი აძლიერებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და დაგეხმარებათ სამყაროსთან და საკუთარ თავთან ჰარმონიის მოპოვებაში. ღია ცისფერი პერანგი, ცისფერი შარფი ან ფირუზისფერი აქსესუარები თქვენი გზამკვლევი იქნება შინაგანი თავისუფლებისკენ. ფირუზისფერი განსაკუთრებით უხდება თეთრს ან ნაცრისფერს. ღია ლურჯი ასევე იზიდავს წარმატებას კომუნიკაციაში, ამიტომ ნუ მოგერიდებათ მისი მნიშვნელოვან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე ჩაცმა.

ნოემბერი თქვენი დროა, მორიელებო ! ეს თქვენი დაბადების თვეა, მაქსიმალური ძალისა და შესაძლებლობების პერიოდი. შავი ფერი ხაზს გაუსვამს თქვენს საიდუმლოებას და მაგნეტიზმს. შავი კაბა, მუქი კოსტიუმი ან ყორნისფერი შავი ტყავის ქურთუკი - ყველაფერი ეს აძლიერებს თქვენს ბუნებრივ ქარიზმას. ნოემბერში თქვენ გამოასხივებთ განსაკუთრებულ ენერგიას, რომელიც მოიზიდავს ადამიანებს და შესაძლებლობებს. შავი ფერი არ არის გლოვის ან სევდის ფერი; ეს არის ძალის, ელეგანტურობისა და ძალაუფლების ფერი, უბრალოდ, აუცილებლად დაამატეთ რამდენიმე ნათელი აქცენტი - წითელი პომადა, ვერცხლის სამკაულები ან შინდისფერი ჩანთა.

მშვილდოსანმა აქტიურად უნდა გამოიყენოთ ნარინჯისფერი: ტანსაცმელში, აქსესუარებსა და სამკაულებში. შეგიძლიათ დღე ფორთოხლის წვენით დაიწყოთ და ვახშმად გოგრის წვნიანით დაასრულოთ - ეს ყველაფერი იღბალს მოიზიდავს. ნარინჯისფერი ენერგიას გმატებთ, თავგადასავლებს იზიდავს და ოპტიმიზმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. კარგია ზღვისფერიც, ის უიღბლობისგან დაგიცავთ, ამ ფერის სამაჯური, ჰალსტუხი ან ფეხსაცმელი იდეალურია.

პრაქტიკულ თხის რქებს არ მოსწონთ ნათელი ფერები და ექსტრავაგანტურობა. ნოემბერში თქვენი იღბლიანი ფერების პალიტრაა: ხის ქერქის, ხავსისა და ხორბლის თავთავების ელფერები. კრემისფერი, ყავისფერი, ქვიშისფერი და ხაკისფერი - ქმნიან სტაბილურობისა და კომფორტის განცდას, რაც თქვენთვის ასე მნიშვნელოვანია. ნოემბერში ყურადღება უნდა გაამახვილოთ ბუნებრივი მასალისგან დამზადებულ რბილ, კომფორტულ ქსოვილებზე: ნატურალური შალი, ბამბა და სელი.

ექსცენტრიკული მერწყულები არასდროს იცავენ წესებს... არც ჩაცმულობაში. ნოემბერში თქვენი იღბლიანი ფერია ელექტრიკი ლურჯი. ლურჯი ფერის ქურთუკი, კობალტისფერი სვიტერი ან საფირონისფერი აქსესუარები თქვენს ინდივიდუალობას გამოკვეთს და თანამოაზრეებს მიიზიდავს. ნოემბერში მნიშვნელოვანია, თავი აარიდოთ რუტინას და შეინარჩუნოთ სიგიჟის ნაპერწკალი, რომელიც განსაკუთრებულს გხდით. ლურჯი ასტიმულირებს ტვინის აქტივობას, გეხმარებათ იპოვოთ გადაწყვეტილებები იქ, სადაც სხვები ჩიხს ხედავენ. ის განსაკუთრებით კარგად მუშაობს შემოქმედებითი პროექტებისა და სამეცნიერო საქმიანობისთვის. ლურჯი ასევე ამშვიდებს ნერვულ სისტემას, რაც სასარგებლოა მუდმივად აღელვებული მერწყულებისთვის. უბრალოდ მოერიდეთ ზედმეტად მუქ ტონებს, მელანქოლიაში რომ არ ჩავარდეთ.

მგრძნობიარე თევზებს ნოემბერში სჭირდებათ დამამშვიდებელი ფერების პალიტრა: იისფერი, მწვანე და ლურჯი. ეს არ არის მხოლოდ ლამაზი კომბინაცია - ეს არის ნამდვილი თერაპია თქვენი დაუცველი სულისთვის. იისფერი ავითარებს ინტუიციას და დაგეხმარებათ შინაგანი ხმის მოსმენაში, მწვანე ამშვიდებს და ალაგებს აზრებს, ხოლო ლურჯს სიცხადე მოაქვს და გიცავთ ნეგატივისგან. ნოემბერში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თავიდან აიცილოთ ემოციური გადაწვა და თავი აარიდოთ სხვა ადამიანების პრობლემებში ჩაძირვას. ლავანდისფერი სვიტერი, ზურმუხტისფერი შარფი, ცისფერი ჯინსი - გამოიყენეთ ეს ფერები ჰარმონიული სტილის შესაქმნელად. ამ ფერებს სამკურნალო თვისებებიც აქვთ: ისინი ამცირებენ შფოთვას, არეგულირებენ ძილს და ამაღლებენ განწყობას. გახსოვდეთ, რომ თქვენი ინტუიცია 100%-ით ეფექტურია სწორი ფერების ტარებისას.