ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი წყლის სტიქიის (კირჩხიბი, მორიელი, თევზები) წარმომადგენლებისთვის

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი წყლის სტიქიის (კირჩხიბი, მორიელი, თევზები) წარმომადგენლებისთვის

მზე ახლა მორიელშია და ეს განსაკუთრებით კარგი პერიოდია თქვენთვის, წყლის ტრიადისთვის. ამასთან, ნოემბერი საინტერესო მოვლენითაა აღსავსე. გაეცანით ასტროლოგ ანა მზიანის პროგნოზს იმისათვის, რომ პერიოდი მშვიდად და თქვენთვის სარფიანად გაატაროთ.

  • კირჩხიბისთვის

2 ნოემბერს ვენერა კონფლიქტშია იუპიტერთან - ნუ განაწყენდებით საყვარელ ადამიანებზე, ნუ გაიბუტებით. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. არავის ენდოთ, შეიძლება ვიღაც განზრახ შეეცადოს, რომ შეცდომაში შეგიყვანოთ, თქვენ კი ილუზიებს აჰყვეთ.

4 ნოემბერს მარსი დაუპირისპირდება ურანს - თვის პირველი რთული დღეა. ბალანსი უნდა დაიცვათ მუშაობასა და დასვენებაში. ეცადეთ, რომ გადაღლილობამ სულიერ გამოფიტვამდე არ მიგიყვანოთ. შეიძლება შეგეცვალოთ გეგმა, რაც გამოიწვევს შფოთს და განრისხებას. ამიტომ ამ დღეს (პლუს/მინუს 2-3 დღე) არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები. არავის არაფერს დაჰპირდეთ და რაც მთავარია, არ დაარღვიოთ წესები.

5 ნოემბერს - სავსემთვარეობა გველოდება კუროში. სოციალური ჯგუფის წევრი, დიდი გუნდის წევრი უნდა გახდეთ. ზოგიერთი გააქტიურდებით სოციალურ ქსელებში. შეიძლება შეეხმიანოთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს.

6 ნოემბერს ვენერა მორიელში გადავა, სადაც დარჩება 30 ნოემბრამდე. მოიმატებს რომანტიკულობა. იქნებით ფლირტისა და გართობის განწყობაზე. ან თავად მოაწყობთ დღესასწაულს, ან დაესწრებით. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება შვილებთან, მიიღებთ მათგან სასიამოვნო ამბავს. კარგი იქნება, თუ დაუთმობთ დროს ჰობის.

8 ნოემბერს ურანი დაუბრუნდება კუროს 2026 წლის 26 აპრილამდე - სიახლეები და მოულოდნელობები გელოდებათ, ახალი იდეები დაგებადებათ. შეიძლება შეიცვალოთ პროფესია, ახალი რაღაც შეისწავლოთ. მოიცილოთ რუტინა. გადახედეთ სამეგობროს, პირად ცხოვრებას, ცვლილებები ამ სფეროშიც შეიძლება გქონდეთ.

9-დან 29 ნოემბრამდე მერკური რეტროგრადული გახდება - გადახედეთ თქვენს დღის წესრიგს, გაიუმჯობესეთ ყოველდღიური რეჟიმი. მიუბრუნდით ძველ საქმეებს და შეიტანეთ კორექტივები. გარდა ამისა, შეიძლება მიუბრუნდეთ ძველ ჰობის, გასართობს. ზოგიერთს დაგიბრუნდებათ ძველი კლიენტები. გამორიცხული არაა სამსახურებრივი რომანი. თუ ბევრს მუშაობთ, ახლა გადაწყვეტთ დასვენებას, თავს მეტი გართობისა და მოდუნების საშუალებას მისცემთ.

12 ნოემბერს რეტროგრადული მერკურისა და მარსის შეერთება გველოდება - მოერიდეთ უსიამოვნებებს სამსახურში. არ გირჩევთ ხელშეკრულებების გაფორმებას. შეიძლება გადაწყვიტოთ საქმიანობის შეცვლა. ზოგიერთი მეგობრებთან ერთად ვარჯიშს განაახლებთ.

ამავე დღეს, 12 ნოემბერს თქვენს ნიშანში მყოფი იუპიტერი რეტროგრადული სვლაში გადადის 2026 წლის 11 მარტამდე. ეს საუკეთესო დროა, რომ დაიბრუნოთ ძველი შესაძლებლობები, დაიბრუნოთ გაშვებული შანსები. რა შეიძლება ეს იყოს: გადახედეთ, რა მიმართულებით გსურთ განვითარება, სად უნდა წარმოაჩინოთ თქვენი ცოდნა და უნარები. ნუ დაელოდებით სხვას, სიტუაციას, იმოქმედეთ, აკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ. ვიღაცამ კი არ უნდა გმართოთ, თქვენ უნდა გახდეთ თქვენი ცხოვრების მთავარი გმირი.

19 ნოემბერს მერკურის უპირისპირდება ურანი - კიდევ ერთი დაძაბულია დღეა. უამრავი იდეა შეიძლება დაგებადოთ და ყველა ჩაიწერეთ; მათ მოგვიანებით განახორციელებთ. გარდა ამისა, ემოციურობა და ნერვიულობაც იმატებს და სულიერი სიმშვიდე შეინარჩუნეთ. მოერიდეთ უსიამოვნებას საყვარელ ადამიანთან, მეგობრებთან, მცირე შეკამათებაც კი შეიძლება აალდეს. ამ დღეს არაფერი დაგეგმოთ, შეიძლება შეგეცვალოთ გეგმა, აირიოს ტრანსპორტის მიმოსვლა, განრიგი. ზოგიერთი მიიღებთ მოულოდნელ ინფორმაციას ვინმეზე ან რამეზე, რაც შეგიცვლით წარმოდგენას.

20 ნოემბერს ახალმთვარეობა გველოდება მორიელში - განახლებას იგრძნობთ, თითქოს ხელახლა დაიბადეთ. მოგინდებათ რაღაცის შექმნა, რაღაცის გაკეთება, მზად იქნებით სიყვარულისთვის, ფლირტისთვის, მოგინდებათ დღესასწაულის მოწყობა და მისი მთავარი გმირი თავად უნდა გახდეთ. ზოგიერთი დაიწყებთ იმ საქმის კეთებას, რაც სიამოვნებას განიჭებთ. გაგახარებენ შვილები ან შეიძლება გადაწყვიტოთ შვილის ყოლა. არ გამოაკლდეთ წვეულებას, მაგრამ რისკს და აზარტს მოერიდეთ, განსაკუთრებით ფულთან დაკავშირებულს.

21 ნოემბერს მერკური შეერთდება ლილიტთან (შავი მთვარე) - შეიძლება ვიღაცამ რაღაც ისეთი გითხრათ, რომ გაცდუნოთ. არაა გამორიცხული, რომ მოგატყუონ, განზრახ შეგიყვანონ შეცდომაში; არავის დაპირებას არ ენდოთ. დააკვირდით, რა აზრები მოგდით თავში, მაგრამ მხოლოდ გააანალიზეთ; გადაწყვეტილება და არზი არ შეიცვალოთ. არც მოიტყუოთ და არც დაპირებები გასცეთ.

24 ნოემბერს მარსი დაძაბულ ასპექტს ქმნის მთვარის კარმულ კვანძებთან - უმოქმედოდ ვეღარ იქნებით, უნდა ჩამოყალიბდეთ; არჩევანი უნდა გააკეთოთ მომავალზე, მაგრამ ისე, რომ არ დაივიწყოთ წარსული. ახლა თქვენი მოქმედების დროა, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღოთ.

25 ნოემბერს მორიელში მყოფი ვენერა მერკურის შეუერთდება, სასიამოვნო შეხვედრა და საუბარი გელოდებათ. შეიძლება რამე იყიდოთ საკუთარი თავისთვის. პირად ურთიერთობაში გელოდებათ რომანტიკული მიმოწერა ან არსებული ურთიერთობის გაუმჯობესება. აი, 28-ში ვენერა ლილიტს ჩაეხუტება. ცდუნებასა და შიშებს აყოლილმა არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. აკონტროლეთ საკუთარი გრძნობები და ემოციები.

30-ში ვენერა მშვილდოსანში გადავა. გაგიუმჯობესდებათ სამუშაო პირობები, შეიძლება ახალი თანამშრომელი მიიღოთ, მიიღოთ ბონუსი ან პრემია. ზოგიერთს კი მოუნდება სახლისთვის ლამაზი ნივთების შეძენა, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.

  • მორიელისთვის

გილოცავთ, მზე თქვენს ნიშანშია, თქვენს ნიშანშივე იქნება ახალმთვარეობა, რაც ტრანსფორმაციას, ცვლილებას მოგიტანთ. მოგინდებათ იმიჯის, ცხოვრების სტილის შეცვლა. სიყვარულის, ფულისა და სიამოვნების პლანეტა ვენერა თითქმის მთელ თვეს გაატარებს თქვენს ნიშანში და მიხვდებით, რომ საკუთარ თავს სიამოვნებაზე უარი არ უნდა უთხრათ. მაგრამ რეტროგრადული მერკური ფინანსებში სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ. შეიძლება იყოს შეფერხება ფულის მიღებაში. ამავდროულად, გაგიჩნდებათ სურვილი, რომ გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა, დაიწყოთ ფულის დაბანდება ან შეზღუდოთ ფლანგვა.

2 ნოემბერს ვენერა კონფლიქტშია იუპიტერთან - იმის გამო, რომ სხვასთან ურთიერთობა არ გაიფუჭოთ, უნდა ითამაშოთ, რომ ყველაფერი კარგადაა. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ვიღაც თავისი ავტორიტეტით გჩრდილავთ, თავისი თამაშის წესებს გიწესებთ.

4 ნოემბერს მარსი დაუპირისპირდება ურანს - რთული დღეა, შეიძლება წამში ყველაფერი აირიოს, ფრთხილად იყავით ფულთან, მოერიდეთ დაუფიქრებელ ხარჯვას. ფრთხილად ელექტრონივთებთან, ინტერნეტთან, ავტომობილთან. გარშემო იქნება ნერვიულობა, შფოთი, გაღიზიანებულობა.

5 ნოემბერს - სავსემთვარეობა იქნება კუროში, თქვენი პარტნიორობის ნიშანში. რაღაც უნდა დასრულდეს: პროექტი, კლიენტთან მუშაობა, საქმიანობა, ურთიერთობა. ის, რაც სხვასთანაა კავშირში.

6 ნოემბერს ვენერა თქვენს ნიშანში გადმოვა და თვის ბოლომდე (30 ნოემბრამდე) დარჩება - მოგინდებათ თავსი მოლამაზება, ფლირტი, სიყვარული, საკუთარი თავის განებივრება, ფულის საკუთარ თავზე ხარჯვა. მოექცევით ყურადღების ცენტრში. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, საყვარელ ადამიანთან. ვენერა ფულსაც მართავს და ფინანსებს მოიზიდავთ.

8 ნოემბერს ურანი დაბრუნდება კუროში 2026 წლის 26 აპრილამდე, თქვენი პარტნიორობის ნიშანში. სიგიჟეებს და მოულოდნელობებს უნდა შეგუებოდით, რადგან ურანი კუროში 2018 წლიდანაა. ურანი ცვლილებებს მოგიტანთ პირად, საქმიან და პარტნიორულ ურთიერთობაში.

9-დან 29 ნოემბრამდე მერკური რეტროგრადული გახდება - უნდა გამოასწოროთ შეცდომები, დოკუმენტებში, ურთიერთობებში, ფინანსებში. მოგინდებათ ხარჯის აღრიცხვა, ფინანსური დოკუმენტების გადახედვა.

12 ნოემბერს რეტროგრადული მერკურისა და მარსის შეერთება გველოდება - ისევ ფინანსების თემა აქტიურდება, მაგრამ ახლა შეგიძლიათ მხოლოდ დაეგეგმოთ, გააკონტროლოთ, სერიოზული ნაბიჯები კი 2026 წლის იანვრის ბოლოდან უნდა გადადგათ, ეს რჩევაა.

ამავე დღეს, 12 ნოემბერს იუპიტერის რეტროგრადული სვლაში გადადის 2026 წლის 11 მარტამდე - გაიხსენეთ, რა შანსი და ბედნიერება გაუშვით უცხოელებთან, საზღვარგარეთ დაკავშირებით. შეიძლება მოგიწიოთ კვლავ გამგზავრებამ საზღვარგარეთ ან მიუბრუნდეთ მეუღლის ნათესავებთნ დაკავშირებული საკითხების მოგვარებას.

19 ნოემბერს მერკურის უპირისპირდება ურანი - თვის მეორე დაძაბული დღეა; გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი შეხვედრა, საჩუქარი ან ამბავი გელით პარტნიორებისგან (საქმიანიც და სასიყვარულოც); შეიძლება შეგეცვალოთ გეგმა; თავდაყირა დადგეს საქმეები. ემოციურობა პიკზეა და მოერიდეთ კონფლიქტებს, ნუ მოახდენთ პროვოკაციებს.

20 ნოემბერს ახალმთვარეობა გველოდება თქვენს ნიშანში, ამ დღისთვის განსაკუთრებულად უნდა მოამზადოთ, რადგან ასეთი შანსი წელიწადში ერთხელ გეძლევათ. ჩამოწერეთ წლის გეგმა, მიზნები. დაიწყეთ საქმე, რაც თქვენ მოგწონთ, თქვენ მოგიტანთ წარმატებას.

21 ნოემბერს მერკური შეუერთდება ლილიტს (შავი მთვარე) თქვენს ნიშანში. სანამ რამეს იტყვით და მით უმეტეს ცუდს, მილიონჯერ დაფიქრდით; ამას მინდა ხაზი გავუსვა, რადგან თქვენ ისეთი თქმა იცით, წყევლაზე ძლიერი. ამასთან, ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას, სიტყვას. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ამ დღეს პლუს/მინუს 2 დღე შეიძლება დაგადანაშაულონ რამეში, ცილი დაგწამონ, მაგრამ არ აჰყვეთ.

24 ნოემბერს მარსი დაძაბულ ასპექტს ქმნის მთვარის კარმულ კვანძებთან - დაფიქრდით, საიდან მოდიხართ და სად უნდა წახვიდეთ, რა იყავით და ვინ უნდა გახდეთ. რაზე გეყოფათ რესურსები და ენერგია. ისევ ფინანსებია აქტუალური და დაფიქრდით, რამდენს ხარჯავთ, შემოსავლის ახალ წყაროზე, ფულის დაბანდებაზე (საკუთარ თავზეც).

25 ნოემბერს ვენერა მერკურის შეუერთდება თქვენს ნიშანში - კარგი დღეა. სასიამოვნო საუბრები გელოდებათ, შეხვედრა საყვარელ ადამიანთან. შეძლებთ შეთანხმების მიღწევას მასთან ან შეიძლება რამე იყიდოთ საკუთარი თავისთვის.

28-ში ვენერა ლილიტს ჩაეხუტება ისევ თქვენს ნიშანში - მოერიდეთ რამეზე ჩაციკვლას, ეს ეხება საყიდლებსაც, პარტნიორულ ურთიერთობებსაც, გარეგნობის შეცვლასაც. ინტრიგები და თამაში უნდა იყოს ზომიერი და გააზრებული.

30-ში კი ვენერა მშვილდოსანში გადავა და დაიწყებს თქვენი ფინანსური სფეროს გაუმჯობესებას. მოიმატებს თქვენი თავდაჯერებულობა და შეიძლება მეტად დააფასოთ საკუთარი თავი, შესაძლებლობები.

  • თევზებისთვის

2 ნოემბერს ვენერა კონფლიქტშია იუპიტერთან - მიიღებთ სასურველს, მაგრამ აღარ იქნებით კმაყოფილი, თითქოს გაუფასურდება ის, რაც გსურდათ. იმედგაცრუება იქნება. ამიტომ, ნუ შეიძენთ რამე ძვირად ღირებულს, ნუ დაგეგმავთ ვინმესთან სერიოზულ საუბარს.

4 ნოემბერს მარსი დაუპირისპირდება ურანს - თვის პირველი რთული დღეა. შეიძლება შეგეცვალოთ გეგმა. თავდაყირა დაგიდგეთ დღის განრიგი. უსიამოვნება გქონდეთ სამსახურში; მოულოდნელი შემოწმება, უფროსთან უსიამოვნო საუბარი, მოულოდნელ სიტუაციაში სწრაფი რეაგირება. ამასთან, მიხვდებით, რომ ენერგია მოგემატათ და ამბიციებიც, რომ უფრო მეტს მიაღწიოთ, თუმცა, ამ დღეს არ გირჩევთ გააქტიურებას, უმჯობესია უკეთეს დროს დაელოდოთ.

5 ნოემბერს - სავსემთვარეობა გველოდება კუროში - თუ სწავლობდით, მიიღეთ სერტიფიკატს, ჯილდოს. მოგინდებათ ექსკურსიაზე, ტურზე წასვლა. მიიღებთ საჭირო ინფორმაციას ან ჩამოგივათ ამანათი. შეიძლება შეთანხმებას მიაღწიოთ და-ძმებთან, თუ რამეს ერთად აკეთებდით.

6 ნოემბერს ვენერა მორიელში გადავა, სადაც დარჩება 30 ნოემბრამდე - არაა გამოარიცხული, რომ უცხოელთან გააბათ რომანი, ზოგიერთი შეიძლება სამოგზაუროდ გაემგზავროთ საყვარელ ადამიანთან ერთად. ფული შეიძლება მიიღოთ უცხოეთიდან - დადებული ხელშეკრულებით ან გარიგებით ან უბრალოდ საჩუქრად - ქალისგან. ამასთან, გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება მეუღლის ნათესავებთან.

8 ნოემბერს ურანი დაუბრუნდება კუროს 2026 წლის 26 აპრილამდე, რაღაც უნდა შეიცვალოს თქვენი სწავლის, მოგზაურობის თემაში. შეიძლება გამოცვალოთ ავტომობილი, იყიდოთ ახალი ელექტროტექნიკა. მოულოდნელობები იყოს თქვენი და-ძმების ცხოვრებაში.

9-დან 29 ნოემბრამდე მერკური რეტროგრადული გახდება - უნდა მიუბრუნდეთ გადადებულ მიტოვებულ პროექტებს, საქმეებს. ან უნდა გამოასწოროთ მათში შეცდომები, დოკუმენტებშიც. შეიძლება არასწორი საბუთი მიიღეთ სახელმწიფო უწყებიდან და ახლა უნდა გამოასწოროთ. ზოგიერთმა შეიძლება აღადგინოთ მიმოწერა უცხოეთში მცხოვრებ ნათესავთან.

12 ნოემბერს რეტროგრადული მერკურისა და მარსის შეერთება გველოდება. შეიძლება დაწინაურდეთ ან მიიღოთ გაზრდილი ხელფასი. კარგი იქნება, თუ შეადგენთ სამომავლო გეგმას, რომელსაც მას შემდეგ განახორციელებთ, როცა მზე თქვენს ნიშანში გადმოვა. მოერიდეთ უსიამოვნებას და დაძაბულობას უფროსთან, კლიენტებთან.

ამავე დღეს, 12 ნოემბერს იუპიტერი რეტროგრადული სვლაში გადადის 2026 წლის 11 მარტამდე - უნდა მიხვდეთ, რომ საუკეთესო ხართ და ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებთ. კარგი დროა თვითრეკლამისთვის: თქვენი ცოდნის, ღირსებების, ყველაფერ იმის, რაც ყურადღების ცენტრში მოგაქცევთ და მოიზიდავს საჭირო ხალხს თქვენკენ. უნდა გააუმჯობესოთ თქვენი პირადი ცხოვრება, შეიძლება გამოჩნდნენ ყოფილები, ან თავად მოინდომოთ მათთან ურთიერთობის განახლება. მეტი დრო უნდა დაუთმოთ შვილებს. ახლა ის დროა, რომ შვილებს ასწავლოთ ის, რაც მათ მომავალში გამოადგებათ.

19 ნოემბერს მერკურის უპირისპირდება ურანი - კიდევ ერთი დაძაბულია დღეა (პლუს/მინუს 2-3 დღე). შეიძლება შეგეცვალოთ გეგმა, დღის განრიგი. იყოს მოულოდნელობებები და დაძაბულობა. უნდა იმოქმედოთ სიტუაციის მიხედვით, მაგრამ გონივრულად. გარდა ამისა, ამ დღეს შეიძლება სწრაფად მოაგვაროთ ის საკითხი, რომელიც მკვდარი გეგონათ. ამასთან, შეიძლება იყოს მოულოდნელი შეხვედრა, ინფორმაცია, საუბარი. ფრთხილად ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან.

20 ნოემბერს ახალმთვარეობა გველოდება მორიელში - სიახლე გელოდებათ უცხოელებთან, საზღვარგარეთიდან. შეიძლება დაიწყოთ ახალი ცოდნის მიღება, უცხო ენის შესწავლა, გაემგზავროთ უცხოეთში, მოაგვაროთ იურიდიული საკითხები. ზოგიერთი კი შეხვდებით ან გაიგებთ რამეს თქვენი მეუღლის ნათესავებზე.

21 ნოემბერს მერკური ლილიტს შეუერთდება (შავი მთვარე) - ფრთხილად ნათქვამ სიტყვებთან, ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს; ყველაფერი შეიძლება ისე არ იყოს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. არაა გამორიცხული, რომ ვიღაცამ მოგატყუოთ, შეცდომაში შეგიყვანოთ. მოერიდეთ რამის შეძენას, ხელშეკრულების გაფორმებას.

24 ნოემბერს მარსი დაძაბულ ასპექტს ქმნის მთვარის კარმულ კვანძებთან - უმოქმედოდ ვეღარ იქნებით, უნდა ჩამოყალიბდეთ კარიერის და პირადი საკითხებში. ახლა თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება სად გსურთ განვითარება, სად უნდა რეალიზდეთ. მაგრამ ისე, რომ არც ერთი თემა არ დაგიზიანდეთ.

25 ნოემბერს მორიელში მყოფი ვენერა მერკურის შეუერთდება, სასიამოვნო შეხვედრა და საუბარი გელოდებათ. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა მეგობრული საუბარიც კი შეიძლება თქვენთვის ზარალით დასრულდეს. განსაკუთრებით 28-ში (პლუს/მინუს 2-3 დღე), როცა ვენერა ლილიტს ჩაეხუტება, უმჯობესია, გაჩუმდეთ და არ თქვათ, ვიდრე თქვათ და ინანოთ.

30-ში ვენერა მშვილდოსანში გადავა - ამ დღიდან მოგინდებათ ძვირად ღირებული, ბრენდული ნივთების შეძენა საკუთარი თავისთვის და საჩუქრების - ახლობლებისთვის. სამსახურში შეიძლება მოგიმატონ ხელფასი ან მიიღოთ პრემია, ბონუსი. არაა გამორიცხული, რომ ფლირტი და მოგვიანებით რომანი დაიწყოთ უფროსთან ან თანამდებობით წარმატებულ პიროვნებასთან.

ასტროლოგი ანა მზიანი