მოგინდებათ ცვლილებები, ბევრი რამის თავიდან დაწყება. თუ კარგად ჩამოაყალიბებთ რა გსურთ და მობილიზებული იქნებით, აუცილებლად მიაღწევთ სასურველს. ყური დაუგდეთ ერთგული მეგობრების რჩევებს. ნუ გაგიკვირდებათ, თუ გარშემო მყოფების აღფრთოვანებულ მზერას შენიშნავთ და ზოგიერთი თქვენგან აიღებს მაგალითს. იყავით მეტად პრაქტიკული და დისციპლინირებული.
ბიზნესი, სამსახური
რაც უფრო მეტად იშრომებთ, მეტ ენერგიას და რესურსს ჩადებთ საქმეში, მით მეტ შედეგს მიაღწევთ. ენერგიული ხართ და თუ არ იზარმაცებთ, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში წარმატებას მიაღწევთ. კარგ შედეგეს მოგიტანთ როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი საქმიანობა. მოიმატებს ოპტიმისტური განწყობა, მოგეცემათ კრიზისების გადალახვის შესაძლებლობა. გახშირდება მიმოსვლები და შეხვედრები ახლობლებთან. ადვილად გაიცნობთ და დაუმეგობრდებით ადამიანებს. მოგინდებათ მოგზაურობა, დამატებითი ინფორმაციების მოპოვება, რაც წინსვლაში დაგეხმარებათ. კარგი იქნება, თუ ჩაეწერებით სასწავლო კურსებზე; დამატებით პროფესიას აითვისებთ ან სულაც შეიცვლით საქმიანობას. 17 ნოემბრის შემდეგ მეტად უნდა დაინტერესდეთ საოჯახო საქმეებით. მეუღლესთან ერთად შეასრულეთ ვალდებულებები, დაეხმარეთ მას ბიზნესში. უნდა იზრუნოთ ასაკით უფროს ნათესავებზე. ამის გამო შეიძლება სახლიდან მუშაობაც კი გადაწყვიტოთ.
სიყვარული
გახშირდება შეხვედრები ნათესავებთან, მიმოსვლა, სასიამოვნო ინფორმაციების მიღება. იოლად გამონახავთ სასურველ ადამიანთან მისასვლელ გზას, საერთო ინტერესებს, სასაუბრო თემებს. შეყვარებულების ცხოვრებაში გახშირდება რომანტიკული ექსკურსიები საყვარელ ადამიანთან ერთად. მარტოხელები საინტერესო ადამიანს მოგზაურობის, სწავლის დრო შეხვდებით. 16 ნოემბრის შემდეგ გახშირდება ოჯახური შეკრებები. თავს ოჯახის საყვარელ წევრად იგრძნობთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მანდილოსან ნათესავებთან. დაეხმარეთ მათ მატერიალურად და მორალურად. სხვათა შორის, მათაგანაც მიიღებთ დახმარებას რაც დაგეხმარებათ სწავლაში, მუშაობაში. ახალდაწყვილებულ ქალწულებს ნაცნობობა ელის შეყვარებულის მშობლებთან, ნიშნობა ან მათ ბინაში საცხოვრებლად გადასვლა.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
ენერგიული და მიზანმიმართული ხართ. თუ მოინდომებთ, გადადებული საქმეები რაც გქონდათ, იმათაც კი დაასრულებთ. მუშაობისას იყავით დაკვირვებული. მოერიდეთ ზედმეტ გადატვირთვას. ზომიერება გმართებთ ფიზიკური აქტიურობისას, მხოლოდ ინსტრუქტორის მეთვალყურეობით ივარჯიშეთ. თუ თქვენს წინაპრებს გულს-სისხლძარღვოვანი დაავადებები აწუხებდათ, თავადაც ჩაიტარეთ კარდიოლოგიური კვლევა. დაიცავით კვებითი რეჟიმი. მოერიდეთ ცხიმიანი და მლაშე საკვების მიღებას. გარდა ამისა, პროდუქტების შეძენისას დააკვირდით მათ ხარისხს და ვადას.
8 ნოემბრის შემდეგ მოიმატებს აქტიურობა და ცნობისმოყვარეობა. მოგინდებათ ქვეყნის შემოვლა, ახალი ემოციების, შთაბეჭდილებების მიღება. აუცილებლად ისწავლეთ, იმოგზაურეთ. საკუთარ თავში ახალ სურვილებსა და ნიჭს აღმოაჩენთ.
24 ნოემბრის შემდეგ გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, მეტად იზრუნეთ საოჯახო საკითხების მოგვარებაზე. ზოგიერთმა შეიძლება ოჯახური ტრადიციის აღდგენა გადაწყვიტოთ. საკუთარი ფიქრები და ემოციები დღიურში გადაიტანეთ.