სასიამოვნო ემოციების თვე დაგიდგათ, აი, ვისთვის იქნება ნოემბერი ნამდვილად ტკბილი. დატკბებით რომანტიკით, წარმატებას მოგიტანთ შემოქმედებითი საქმიანობა. მეტ დრო გაატარებთ შვილების გვერდით. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს; ჩაერთვებით კონკურსებსა და შეჯიბრებაში. იყავით ოპტიმისტური და კეთილგანწყობილი გარშემო მყოფების მიმართ. ამასთან, გირჩევთ გაფრთხილდეთ ავანტიურისგან, მოერიდეთ სარისკო ქმედებებს; განსაკუთრებით, როცა საქმე ფულს ეხება. იმატებს ფულის ლატარიაში მოგების შანსი. თუმცა, ფინანსურ სტაბილურობას მხოლოდ შრომით მიაღწევთ. არ გირჩევთ პირადი იდეების გამხელას, ნუ აჰყვებით ემოციებს. საუკეთესო თვეა ქველმოქმედებისთვის, კეთილი საქმეების შესასრულებლად.
ბიზნესი, სამსახური
რუტინული საქმეების შესრულების დროსაც კი უნდა გამოავლინოთ შემოქმედებითობა. მეტი დრო დაუთმეთ ჰობის, გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და ზომიერი ამბიციურობა. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან. გარშემო მყოფებს სათქმელს მათთვის გასაგებ ენაზე მიაწვდით. სიამოვნებას მოგანიჭებთ ახალი პროფესიის, უცხო ენის ათვისება. კარგ პერიოდი დაგიდგათ ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებს, მუსიკოსებსა და მხატვრებს. აგრეთვე, საბავშვო სფეროში მოღვაწეებს - საბავშვო ნივთებით ვაჭრობა, საბავშვო ფსიქოლოგია, პედაგოგიკა. 17 ნოემბრიდან საქმეები (განსაკუთრებით მსხვილი პროექტები) დაანაწილეთ და ისე მოაგვარეთ, ასე უფრო გაგიადვილდებათ. გამოავლინეთ მეტი სკეპტიკურობა, ყველას და ყველაფერს ნუ ენდობით.
სიყვარული
საუკეთესო დროა საყვარელ ადამიანთან დამოკიდებულების გასაუმჯობესებლად. ის ურთიერთობაც კი შეიძლება გადაარჩინოთ, რომელიც დანგრევის პირად იყო. მოერიდეთ ბუტიაობას, წყენის დამახსოვრებას. უმჯობესია, მშვიდად ისაუბროთ საკუთარ შეხედულებებსა და სურვილებზე. იყავით რომანტიკულ განწყობაზე, ეფლირტავეთ საყვარელ ადამიანს, თუნდაც ათწლეულები იყოთ ერთად. კარგი იქნება, თუ ერთად ჩაეთვებით შემოქმედებით საქმიანობაში. ერთად გაერთობით და იმხიარულებთ. გამონახეთ დრო ბავშვებისთვის, დაუმეგობრდით და ერთად გამონახეთ გამოსავალი რთული სიტუაციებიდან. მარტოხელებებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ. თავადაც იყავით აქტიური, რომ გაიცნოთ ის ადამიანი, ვისაც შორიდან ეტრფით. 16 ნოემბრიდან უფრო საქმეებითა და ვადებულებებით დაიტვირთებით, ვიდრე სასიყვარულო თემით. ამ პერიოდიდად მეტად უნდა იზრუნოთ საყვარელ ადამიანზე. უნდა გაიუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები. გააკეთოთ ის, რაც აქამდე გადადებული გქონდათ. უმჯობესია, საქმეებში მეუღლე და შვილებიც ჩართოთ, ასე უფრო კარგ შედეგს მიაღწევთ და თან დაახლოვდებით. მარტოხელებმა მეტად იზრუნეთ საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე - სწავლა, კარიერა, იმიჯი. საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ, მაგრამ არ ააჩქაროთ მოვლენები, კარგად გაიცანით ადამიანი.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
მოერიდეთ ზედმეტი ენერგიის ფლანგვას. გადამეტებულმა აქტიურობამ შეიძლება დაგაზიანოთ. მოგინდებათ განმარტოება, დასვენება, სიმშვიდე. ზოგადად, ისედაც მგრძნობიარე და ემოციური ხართ და ეცადეთ, შემოდგომის დეპრესიულობამ არ შემოგიტიოთ. გაექეცით ცუდ განწყობას. აიმაღლეთ იმუნიტეტი. გაამდიდრეთ რაციონი ნატურალური ვიტამინებით. შეიძლება თავი შეგახსენოთ ძველმა დაავადებებმა და მომზადებული დახვდით. თქვენთვის კარგია: სუფთა ჰაერზე სეირნობა, ცურვა, პოზიტიური განწყობა, ცეკვა და სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა.
8 ნოემბრის შემდეგ ჩამოშორდებით ადამიანებს, ვინც სიხარულს არ განიჭებთ. იყავით მეტად მიზანმიმართული და თამამი, რათა თავი დააღწიოთ რუტინასა და სულიერ დისკომფორტს. ზოგიერთი სიტუაცია შეიძლება თქვენი ჩარევის გარეშეც მოგვარდეს, უბრალოდ, მშვიდად დააკვირდით მოვლენებს.
24 ნოემბრის შემდეგ უარი თქვით მავნე ჩვევებზე. იზრუნეთ ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. დასარეგულირებელი გაქვთ მუშაობისა და დასვენების რეჟიმი. დაივიწყეთ მავნე ჩვევები. ზოგიერთმა შეიძლება შეიცვალოთ საქმიანობა ან ახალ სამსახურში გადახვიდეთ. თუ შინაური ცხოველის ყოლაზე ოცნებობდით, სურვილი აგისრულდებათ.