ნოემბერში მეტი დრო უნდა დაუთმოთ საოჯახო ვალდებულებების მოგვარებას. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან. კარგი იქნება, თუ დაკავდებით უძრავი ქონების საკითხების მოგვარებით. ან სულაც გადაწყვეტთ, აგარაკის, ბინის ან მიწის ნაკვეთის შეძენას, უკვე არსებულის მოწესრიგებას. სამსახურის საქმეები ისე გადაანაწილეთ, რომ საყვარელი ადამიანი უყურადღებოდ არ დატოვოთ. მოაწესრიგეთ სახლი ზამთრისთვის, შეიძინეთ შესანახი პროდუქტები. ეცადეთ, უქმეები ოჯახთან ერთად მხიარულად გაატაროთ.
ბიზნესი, სამსახური
მოგინდებათ საოჯახო საქმეების შესრულება. შეიძლება საოჯახო ბიზნესში ჩაერთოთ. საუკეთესო თვეა კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. წარმატებით ჩაივლის ოჯახის წევრებთან ერთად მოგზაურობა. კარგი იქნება, თუ შეიძენთ საოჯახო ტექნიკას. 17 იანვრიდან გახშირდება კულტურულ ღონისძიებებზე დასწრების სურვილი. მოიმატებს აზარტულობა, მაგრამ ფულის ფლანგვას არ გირჩევთ, უმჯობესია, ენერგია სასიკეთო საქმეებისკენ მიმართოთ. კარგი იქნება, თუ ჩაერთვებით ახალ პროექტებში და უფრო მეტიც, თუ გყავთ შვილები ან შვილიშვილები ჩართეთ ისინიც. თვის ბოლოს მოგინდებათ დასვენება, უცხოეთში მოგზაურობა.
სიყვარული
ოჯახურ საქმეებში იქნებით ჩართული. დაწყვილებულებმა შეიძლება დაქორწინება, შეყვარებულებმა - თანაცხოვრება გადაწყვიტოთ. მარტოხელები ჩამოყალიბდით პრიორიტეტებში, ვისი ნახვა გსურთ თქვენ გვერდით. 16 ნოემბრიდან მოიმატებს ფლირტის, სასიყვარულო თავგადასავლების სურვილი. საინტერესო პიროვნებას შეიძლება კულტურულ ღონისძიებაზე შეხვდეთ. დაწყვილებულება მეტი დრო გაატარეთ შინ, მოაწყვეთ ოჯახური წვეულებები. იყავით მზრუნველი და მოსიყვარულე. არ გირჩევთ ლიდერობას და მბრძანებლობას ოჯახში. გარდა ამისა, არსებობს შანსი, რომ დაქორწინებულება ფარული რომანი გააბათ, რაც მეუღლესთან განხეთქილებისა და დაშორების მიზეზი გახდება. ფულის ხარჯვა ძირითადად საოჯახო საქმიანობასთან იქნება დაკავშირებული. თუ ბავშვის გაჩენაზე ოცნებობთ, ნოემბერში უნდა გააქტიურდეთ.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
თავის მუდმივი ტკივილი გადაღლილობის ბრალია. ისწავლეთ დასვენება, ზომიერად ივარჯიშეთ. კარგ შედეგს მოგიტანთ მასაჟი, სპა-პროცედურები. აკონტროლეთ ემოციები, ნაკლები ინერვიულეთ, გაიუმჯობესეთ კვებისა და ძილის რეჟიმი. უნდა იზრუნოთ მშობლებზე, ოჯახის წევრებზეც. იყავით მოსიყვარულე შვილების მიმართ და გაანებივრეთ ისინი. საყიდლებისთვის და მეგობრებთან შესახვედრად თვის ბოლო გამოითავისუფლეთ.
8 ნოემბრის შემდეგ ელოდეთ კარიერულ წინსვლას, დაწინაურებას. დაიწყებთ მუშაობას, თუ გსურდათ. მოგინდებათ სოციალური სტატუსის შეცვლა, გადაწყვეტთ, ახალი პროფესიის ათვისებას. გირჩევთ, არ შეილახოთ რეპუტაცია.
24 ნოემბრის შემდეგ გააუმჯობესეთ დამოკიდებულება შვილებთან. ისინი გაიზარდნენ და სხვანაირი მიდგომა გჭირდებათ მათთან; დაუმეგობრდით, გაითვალისწინეთ მათი სურვილები და იყავით მათთვის საუკეთესო მრჩეველი. თუ გსურდათ, გადაწყვეტთ შვილის გაჩენას.