ავტორი:

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის: “მოგინდებათ ფულის გამომუშავება, შემოსავლის გაზრდა“

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის: “მოგინდებათ ფულის გამომუშავება, შემოსავლის გაზრდა“

მთავარი მოვლენები

მზე ნოემბრის უმეტეს ნაწილს თქვენს ნიშანში გაატარებს. უნდა გაგახაროთ, რომ რთული პერიოდი უკან დაგრჩათ. ახლა იწყება გამარჯვების, წინსვლის დრო, იმის, რასაც დიდი ხანია იმსახურებთ. თქვენმა ამბიციამ შეიძლება მიაღწიოს წარმოუდგენელ მწვერვალებს. ნებისმიერ ფასად მოგინდებათ დასახული მიზნის მიღწევა. ზოგჯერ საკმაოდ აგრესიულად დაიცავთ საკუთარ თვალსაზრისს. ნუ გაიფუჭებთ სხვებთან ურთიერთობას, შეეცადეთ გაიუმჯობესოთ იმიჯი, ეს გაგიძლიერებთ თვითშეფასებას. შრომისმოყვარეობა, ფინანსური და სოციალური პოზიციის გაძლიერება დაგეხმარებათ შთაბეჭდილება მოახდინოთ გარშემო მყოფებზე. ნოემბერში შეიძლება გახდეთ ნამდვილი მაცდუნებელი. ისეთი სექსუალური მიზიდულობა განგივითარდებათ, რომ თქვენთვის წინააღმდეგობის გაწევა აბსოლუტურად შეუძლებელი იქნება.

სამუშაო და ბიზნესი

მერკური ნოემბრის დასაწყისში თქვენს ნიშანში იქნება. კარგი პერიოდია სამუშაოს შეცვლისა და გასაუბრებაზე სიარულისთვის. შეძლებთ პოტენციურ დამსაქმებელზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენას. 10 ნოემბერიდან მერკური გადავა თქვენი შემოსავალის და ქონების სექტორში. მოგინდებათ ფულის გამომუშავება, შემოსავლის გაზრდა. ამისთვის მერკური მოგცემთ უამრავ შესანიშნავ იდეას, იყავით დაკვირვებული და გააზრებული ნაბიჯები გადადგით. ყველა საშუალება გაქვთ, რომ მიაღწიოთ სასურველს.

სიყვარული და ფული

ვენერა 8 ნოემბერს გადავა თქვენი შიშების, საიდუმლოებების, არაკეთილსინდისიერებისა და შეზღუდვების სექტორში. შეეცდებით ემოციების შეკავებას, ახალგაცნობილებს საგულდაგულო ​​ანალიზს ჩაუტარებთ. თუ რომანი გაქვთ, ამჯობინებთ, რომ სხვებისგან საიდუმლოდ შეინახოთ იგი, სხვადასხვა მიზეზის გამო. შესაძლოა, თქვენი რჩეული არ იყოს თავისუფალი. ზოგჯერ, ვენერას ასეთი ტრანზიტის დროს, შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში მოინდომოს დაბრუნება თქვენმა ყოფილმა. რაც შეეხება თქვენს ფინანსურ მდგომარეობას, დიდი ალბათობით, იმაზე უარესი იქნება, ვიდრე იმედოვნებდით. ახლა მოგიწევთ, მნიშვნელოვნად შეზღუდოთ ხარჯები, თუმცა, არაა გამორიცხული, გამოგიჩნდეთ შემოსავლის ფარული წყარო. არ გირჩევთ ვალების აღებას.

ჯანმრთელობა და აქტივობა

24 ნოემბრამდე მარსი თქვენს ნიშანშია. ჯერ კიდევ გაქვთ დრო, რომ დაისახოთ მიზანი და მიაღწიოთ მას. ოღონდ ეცადეთ, არ გარისკოთ. 24-ში მარსი გადავა თქვენი მატერიალური სიმდიდრის სახლში. მოიმატებს მფლანგველობა. გაგიჩნდებათ სურვილი შეიძინოთ ყველაზე ძვირად ღირებული აღჭურვილობა ან საუკეთესო სპორტული ფორმა. მხოლოდ ძვირად ღირებული ფიტნეს კლუბები მოგხიბლავთ.

რაში გაგიმართლებთ ნოემბერში

ხანდახან სხვებთან ურთიერთობის სურვილი არ გექნებათ. ახლა თქვენ ჩაძირული იქნებით თქვენს შინაგან სამყაროში. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავში, სურვილებში გარკვევას, სულიერ პრაქტიკებს, შემოქმედებითი იდეეის განხორციელებას.

13 ნოემბრის ახალმთვარეობა გელოდებათ თქვენს ნიშანში. ცვლილებების ძლიერი სურვილი გაგიჩნდებათ. მოგინდებათ იმიჯის შეცვალა. გამაახალგაზრდავებელი პროცედურების ჩატარება. ასეთი რაღაცებისთვის შესაფერისი დროა, ამიტომ იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველაფერი, რასაც აკეთებთ ახალმთვარეობაზე, მოგანიჭებთ თავდაჯერებულობას და სიამოვნებას. ახალი პროექტების ან სწავლის დაწყება, კვალიფიკაციის ამაღლება წარმატებული იქნება.

27 ნოემბრის შემდეგ მოგიწევთ ფულის დახარჯვა საყვარელ ადამიანებზე და პარტნიორზე. ან დაეხმარებით ვინმეს ვალების გადახდაში. შესაძლებელია დაკარგოთ შემოსავლის დამატებითი წყარო. თუ წარსული ხელს გიშლით, მაშინ დროა დაემშვიდობოთ მას. შეიძლება ძველი საიდუმლოებები გამჟღავნდეს, დაკარგული ნივთები იპოვოთ. საინტერესო ცვლილებები მოხდება ინტიმურ სფეროში. პარტნიორთან ურთიერთობა უფრო ვნებიანი გახდება.