ავტორი:

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის: “დაქორწინებულებმა არ აეჭვიანოთ საყვარელი ადამიანი“

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის: “დაქორწინებულებმა არ აეჭვიანოთ საყვარელი ადამიანი“

მთავარი მოვლენები

მზე ნოემბრის უმეტეს ნაწილს გაატარებს თქვენი შიშების, საიდუმლოებების, არაკეთილსინდისიერებისა და შეზღუდვების სექტორში. ამ თვეში გაიგებთ, ვინაა თქვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ - არა. ახლა თქვენ უნდა იყოთ უკიდურესად კონცენტრირებული და ყურადღებიანი - თქვენი არაკეთილსინდისიერი და შურიანი ადამიანები უბრალოდ ელიან შესაძლებლობას, რომ დაგაზარალონ. კარგი განწყობის შესანარჩუნებლად არ უნდა ენდოთ ახალ ნაცნობებს და თუ ეს შესაძლებელია, მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს, განსაკუთრებით პროფესიულ სფეროში. ყველაზე ცუდი ის არის, რომ როდესაც მენეჯმენტი დაინტერესდება სამუშაო გუნდში არსებული დაძაბული სიტუაციით, სწორედ თქვენ აღმოჩნდებით დამნაშავე. ნუ ეცდებით პროტესტის გამოხატვას და დამტკიცებას, რომ მართალი ხართ. ალბათ საუკეთესო გამოსავალი იქნება ხანმოკლე შვებულება, მანამდე, სანამ მზე თქვენს ნიშანში გადმოვა. ძალიან მალე, იღბალი ისევ თქვენს მხარეს იქნება.

სამუშაო და ბიზნესი

მერკური ნოემბრის დასაწყისში თქვენი შიშების, საიდუმლოებების და შეზღუდვების სახლში იქნება. დიდი ალბათობით, ამ პერიოდში შეზღუდავთ კომუნიკაციას. ამჯობინებთ დრო გაატაროთ განმარტოებით და იფიქროთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. 10-ში მერკური გადმოვა თქვენს ნიშანში. გილოცავთ, მშვილდოსნო! ამ პერიოდიდან გამოიჩენთ არაჩვეულებრივ მობილურობას და აქტიურობას, გამოავლენთ ცნობისმოყვარეობას და ცოდნას მრავალ სფეროში. კომუნიკაცია გახდება თავისუფალი და პირდაპირი. შეგეძლებათ საათობით ისაუბროთ თქვენთვის საინტერესო თემაზე, შეინარჩუნოთ თანამოსაუბრის ყურადღება.

სიყვარული და ფული

ვენერა 8 ნოემბერს გადავა თქვენი სოციალური ცხოვრების სექტორში. თუ მარტოხელებს გსურთ შეხვდეთ ნამდვილ სიყვარულს, ახლა გარკვეული ძალისხმევა გმართებთ. გადით სახლიდან, წადით სადმე განტვირთვისთვის, გაისეირნეთ. დაქორწინებულებმა არ აეჭვიანოთ საყვარელი ადამიანი. თქვენი ფინანსური მდგომარეობა ახლა საკმაოდ არასტაბილური იქნება. თუ თქვენ გაქვთ მუდმივი სამუშაო, მაშინ მიიღებთ სტაბილურ ხელფასს, შემოსავალი არ გაგეზრდებათ, ხარჯებმა შეიძლება იმატოს.

ჯანმრთელობა და აქტივობა

24 ნოემბრამდე მარსი გააგრძელებს სვლას თქვენი შიშების, საიდუმლოებების და შეზღუდვების სახლში. არ უნდა აიძულოთ საკუთარი თავი, რომ ივარჯოშოთ. უკეთესია მედიტაცია, იოგა და გაჭიმვები. 24-ის შემდეგ მარსი გადმოვა თქვენს ნიშანში, გილოცავთ, მშვილდოსნებო! თქვენს ნიშანში ყოფნისას მარსი მოგცემთ მეომრულ სულს და გამარჯვების წყურვილს. ჯანმრთელობა კარგი გექნებათ. ძალიან კარგია გარეგნობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა, რეგულარული ვარჯი და სწორად შერჩეული დიეტა დაგეხმარებათ საახალწლოდ კარგ ფორმაში ჩადგეთ.

რაში გაგიმართლებთ ნოემბერში

გარშემო მყოფები დააფასებენ თქვენს შემოქმედებით იდეებს, სტარტაპებს და პროექტებს. შეგიძლიათ მიიღოთ სპონსორობა თქვენი ოცნების ასრულებისთვის. წარმატების მისაღწევად აქტიურად უნდა დაუკავშირდეთ სხვებს.

13 ნოემბრის შემდეგ არ დაგავიწყდეთ რაიმე ახლის დაგეგმვა და ახალი იდეის მოფიქრება. შესაძლებელია ვინმეს დაეხმაროთ. უფრო მეტიც, გულწრფელად და უფასოდ. გაგიჩნდებათ გაჭირვებულთათვის დახმარების, მხარდაჭერისა და გარკვეული თანხის გაწირვის სურვილი. დააკვირდით სიტყვებს, გამონათქვამებს. დააკვირდით ყველაფერს, ნუ მოიქცევით უაზროდ და ქაოტურად. ბევრი გადაწყვეტს პენსიაზე გასვლას, დასვენებას ან ცოტა ხნით განმარტოებას. ეს არ არის მხოლოდ დაღლილობის გამო, არამედ სურვილი გაანალიზოთ ყველაფერი, რაც ხდება თქვენ გარშემო და მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

27 ნოემბრის შემდეგ მოგიწევთ დაჩქარებული ტემპით მუშაობა, კონტაქტების დამყარება და პარტნიორებთან მოლაპარაკება. მიიღებთ პასუხებს კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ და ხელს უშლის თქვენს მშვიდობიან ცხოვრებას. დაფიქრდით, იქნებ შეწყვიტოთ საკუთარი თავის გაწირვა სხვისი ინტერესებისთვის? ახლა თქვენ უნდა იფიქროთ მხოლოდ საკუთარ თავზე.