ავტორი:

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის

სასიამოვნო მოვლენებით დატვირთული ნოემბერი გელით. მთელი თვის განმავლობაში მოწადინებული იქნებით თვალსაწიერის გაფართოებაზე, ახლის შესწავლაზე. დაგაინტერესებთ სხვა ქვეყნების კულტურა, ენები, კულინარია. ზოგიერთმა შეიძლება საზღვარგარეთ გამგზავრება გადაწყვიტოთ.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

სწრაფად და აქტიურად უნდა იმოქმედოთ. სწრაფად შეიცვლება თქვენ გარშემო და თავად უნდა აუწყოთ მოვლენებს ფეხი. იყავით დაკვირვებული ბიზნესსაქმიანობის დროს. შეიცვლით პარტნიორებს, კოლეგებს, ფინანსურ წყაროებს. მოგინდებათ ახალი ცოდნის, გამოცდილების მიღება. სურვილი გაგიჩნდებათ საკუთარი შესაძლებლობები მოსინჯოთ საზღვარგარეთ ან გაიჩინოთ უცხოელი პარტნიორები.

ფული და სიყვარული

საინტერესო შეხვედრებისა და შთაბეჭდილებების თვეა. რომანტიკული ნაცნობობა განწყობას გაგიუმჯობესებთ. გამონახეთ დრო მეგობრებთან შესახვედრად. დაიწყეთ მათთან ერთად ახალი პროექტი, ჩაერთეთ საზოგადოებრივ საქმეებში. საყვარელ ადამიანს თუ დიდი ხნით უყურადღებოდ დატოვებთ, შეიძლება საერთოდ დაკარგოთ. იყავით მეტად რომანტიკული მის მიმართ. მარტოხელებმა მეტი დრო გაატარეთ მეგობრების გარემოცვაში, დაესწარით საზოგადო შეხვედრებს. ახალ სიყვარულს შეიძლება სამეგობრო წრეში შეხვდეთ.

ჯანმრთელობა

საინტერესო შეხვედრებისა და მოვლენების თვე გელით. იყავით მზად სიახლეებისთვის. მოგინდებათ საზღვარგარეთ გამგზავრება, უცხო ქვეყნის კულტურის გაცნობა. მიეცით სხეულს დასვენების უფლება.

4 ნოემბრის შემდეგ გაგიჩნდებათ ინტელექტუალურად განვითარების სურვილი. ზოგიერთი გადაწყვეტთ უმაღლესი განათლების მიღებას. მეტი დრო დაუთმეთ პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებას. საზღვარგარეთ გამგზავრების შესაძლებლობა მოგეცემათ სწავლის ან ქორწინების მიზეზით.

19 ნოემბრის შემდეგ მიიღებთ თქვენთვის საჭირო ინფორმაციას, რაც წინსვლაში დაგეხმარებათ. მოაგვარეთ დოკუმენტებთან დაკავშირებული თემები. თუ რამეში ეჭვი გეპარებათ, სპეციალისტთან შეათანხმეთ. შესაძლებლობა მოგეცემათ მივლინების, მეგობრებთან, და-ძმებთან შეხვედრის.