საქმეები და ვალდებულებები მოგემატებათ. ამასთან, სურვილი გაგიჩნდებათ დაგიფასდეთ თქვენი შრომა. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას. ნუ გაატარებთ ორგანიზმის მინიშნებებს. ახალ პროექტებზე მუშაობა დეტალურად უნდა გათვალოთ, წვლიმანებს ჩაუღრმავდეთ, მაგრამ ეს საქმე სიამოვნებას მოგანიჭებთ; კარგად შესრულებული პროექტი საკუთარი თავით ტკბობის შესაძლებლობას მოგანიჭებთ. გამორიცხული არაა, შინაური ცხოველის მფლობელი გახდეთ.
სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები
თვის დასაწყისში მეტად იქნებით მომართული ფლირტზე, სასიამოვნო საქმიანობაზე, ნოემბრის შუიდან საქმეებზე აქტიურად უნდა გადაერთოთ. დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები, გახშირდება მიმოწერები, ზარები. მიიღებთ ზღვა ინფორმაციას და ეცადეთ, ყველაფერი დაკვირვებით გაფილტროთ. მოიმატებს აქტიურობა და დიდი მოცულობის საქმეებსაც კი მარტივად გაუმკლავდებით. გამორიცხული არაა, კოლეგების მიმართ შესრულებული საქმეები კრიტიკულად შეაფასოთ.
ფული და სიყვარული
მოიმატებს თქვენი მომხიბვლელობა, სექსუალურობა. გაგიუმჯობესდებათ პირადი და ინტიმური ცხოვრება. მარტოხელებს გამოგიჩნდებათ ახალი პარტნიორი, რომელიც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მოგანიჭებთ. საყვარელი ადამიანი გაგანებივრებთ ძვირად ღირებული საჩუქრებით.
ჯანმრთელობა
დრო და ენერგია თანაბრად გადაანაწილეთ სამსახურზე, ოჯახსა და საკუთარ თავზე. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას. დასვენება და გამოძინება არ გაწყენთ. გაითვალისწინეთ ექიმის მითითებები. ჩაიტარეთ პროფილაქტიკური მკურნალობა. გირჩევთ, გაამდიდროთ რაციონი სეზონური ხილითა და ბოსტნეულით.
4 ნოემბრის შემდეგ გამოგიჩნდებათ ახალი სამსახური, ახალი ვალდებულება. თუნდაც ახალშეძენელი ოთხფეხა მეგობრის მიმართ. კარგი იქნება ახალი დიეტის დაცვა ან ვარჯიშის დაწყება.
19 ნოემბრის შემდეგ საიდუმლოებების აღმოჩენის პერიოდი დაგეწყებათ. შეიძლება გაიგოთ ის, რასაც აქამდე გიმალავდნენ. მოერიდეთ მაქინაციებსა და ინტრიგებში ჩართვას. ზოგჯერ განმარტოება და საკუთარ თავში, სურვილებში გარკვევა მოგინდებათ.