მთელი ფიქრები თქვენი სამსახურის გარშემო ტრიალებს. მოგინდებათ პროფესიული განვითარება, წინსვლა. უნდა მიაქციოთ ყურადღება რუტინას, წვრილ-წვრილ ვალდებულებებს. ნოემბერში ყველაფერს საკუთარი ადგილი უნდა მიუჩინოთ. უნდა გაანალიზოთ, რა დაგეხმარებათ წინსვლაში და სწორ გზაზე უნდა დადგეთ. ეცადეთ, "დაინახოთ" სად იქნებით მომავალ წელს. იყავით მომართული პირადი მიზნების განხორციელებაზე, მაგრამ ნუ დაივიწყებთ გარშემო მყოფებსაც - გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან, საქმიან პარტნიორებთან. ფრთხილად, თუ სპორტსმენი ხართ. არ გირჩევთ სახიფათო ქმედებებს, ექსტრიმს.
ბიზნესი, სამსახური
ვალდებულებებს ვერ უგულებელყოფთ. მეტი დრო უნდა დაუთმოთ დეტალებზე მუშაობას, დასახული მიზნების განხორციელებას და მათ დამუშავებას. ვერც ყოველდღიურ ვალდებულებებს გაექცევით. შეასრულეთ ყველაფერი იდეალურად, ზედმიწევნითი სიზუსტით. მოაწესრიგეთ დოკუმენტები, ფინანსური საბუთები; არ დაუშვათ უზუსტობები. აგრეთვე, გირჩევთ, ფულის გააზრებულად ხარჯვას. არ გირჩევთ, საკუთარი საქმეებისა და პასუხისმგებლობის სხვებისთვის გადაბარებას; ყველა მოსაწყენი საქმეც კი თავად უნდა შეასრულოთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან, საქმიან პარტნიორებთან. გახშირდება საქმიანი შეხვედრები, მიმოწერა, იყავით დაკვირვებული ხელშეკრულებების გაფორმებისას. ყურადღებით იყავით მივლინების დროს. შეიძლება დაგჭირდეთ სასწავლო კურსებზე ჩაწერა. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შეიძლება ახალი ვალდებულება გაგიჩნდეთ, დაიწყოთ პედაგოგობა. 17 ნოემბრიდან გახშირდება შეხვედრები და სხვადასხვა საკითხის განხილვა. ეს მხოლოდ საქმიან სფეროს არ ეხება, მეგობრულს და სასიყვარულოსაც.
სიყვარული
მეტად უნდა ენდოთ მეუღლეს, არ გირჩევთ ეჭვიანობას და წვრილმანების გამო კამათს. მაგრამ თუ უკვე გადაწყვეტილი გაქვთ, რომ მისი ადგილი თქვენ გვერდით არაა, დაშორდით, გამოუთავისუფლეთ ადგილი სხვას, ვინც მეტად გაგაბედნიერებთ. ნუ შეგეშინდებათ თავისუფლების, ახალ ადამიანს თქვენს ცხოვრებაში მალევე მიიზადავთ, თუ გსურთ, რა თქმა უნდა. დაწყვილებულები თავით უნდა გადავარდეთ საოჯახო საქმეებში, საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაში. მოგინდებათ ბინის მოწესრიგება, მისი კეთილმოწყობა. შეიქმენით თქვენ გარშემო კომფორტი. საოჯახო საქმეების მოგვარებაში ჩართეთ ბავშვებიც. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. თუ ისწავლით დათმობას და მოერიდებით კამათს, ურთიერთობა დათბება. ზოგიერთმა შეიძლება ნიშნობა ან დაქორწინება გადაწყვიტოთ.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
ენერგიული და აქტიური ხართ. მომართული მიზნების განხორციელებაზე, წინსვლაზე. იყავით დაკვირვებული და ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ. ზომიერება გმართებთ ფიზიკური აქტიურობისას, საოჯახო საქმეების შესრულებისას. გამონახეთ დრო და ჩაიტარეთ სამედიცინო კვლევა. ნუ გაირთულებთ მდგომარეობას, თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ. საუკეთესო დრო მავნე ჩვევებთან საბრძოლველად. მისდიეთ ცხოვრების ჯანსაღ წესს.
8 ნოემბრის შემდეგ შინაგანი შფოთი და ნერვიულობა წვრილმანების გამო ხელს გიშლით ცხოვრებით ტკბობაში. აკონტროლეთ ემოციები და მიეცით თავს სილაღის უფლება, თორემ დეპრესიას ვერსაც გაექცევით. მიუბრუნდით ძველ, გადადებულ საქმეებს და დაასრულეთ ისინი.
24 ნოემბრის შემდეგ გარშემო მყოფების მიმართ მოგეთხოვებათ მეტი კორექტულობა, უცნობებსაც კი მშვიდად ესაუბრეთ. ამასთან, გადახედეთ გარემოცვას, ვინ გიშლით ხელს განვითარებაში, წინსვლაში, რა უნდა გამოასწოროთ.