ავტორი:

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის "იხარეთ ცხოვრებით და დატკბით თითოეული დღით"

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის "იხარეთ ცხოვრებით და დატკბით თითოეული დღით"

უნდა დაასრულოთ ადრე დაწყებული საქმეები, პროექტები, - აი, ნოემბრის თქვენი მთავარი მისია. გაანალიზეთ თქვენ გარშემო მომხდარი მოვლენები. ნათესავები, მეგობრები და კოლეგები ხშირად მოგმართვენ დახმარებისთვის და უარს ნუ ეტყვით. გარდა ამისა, შეიძლება თქვენი მხარდაჭერა და წახალისება დასჭირდეს თქვენს საყვარელ ადამიანსაც. არ გირჩევთ წვრილმანებზე წუწუნს, ყველაფერი იმაზე უკეთ გაქვთ, ვიდრე გეგონათ, იხარეთ ცხოვრებით და დატკბით თითოეული დღით. კარგი იქნება, თუ პროფესიონალების გუნდს შეკრიბავთ და ერთად დაიწყებთ მუშაობას, ჩაერთვებით საზოგადოებრივ საქმიანობაში. მოერიდეთ კონფლიქტებს, პირიქით, იყავით პოზიტიურ განწყობაზე, ხშირად გაიხუმრეთ და გაიღიმეთ. იყავით დიპლომატიური და მშვიდი ტონით ისაუბრეთ. გირჩევთ, ცოტათი მაინც იზრუნოთ საკუთარ თავზე, ცოტა მაინც დაისვენოთ ხოლმე. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. ეცადეთ, დაარეგულოროთ ურთიერთობა მშობლებთან, რომ ისინი არც თქვენს პირად ურთიერთობები ჩაერიონ და არც სამსახურის საქმეებში.

ბიზნესი, სამსახური

ისედაც ხომ შრომისმოყვარე ხართ და ახლა ენერგიის და აქტიურობის პლანეტა მარსი თქვენი სამსახურის სახლშია და კიდევ უფრო გააქტიურდებით, ააჩქარებთ სამუშაო ტემპს. მიზანმიმართული იქნებით. საქმეებში კოლეგებთან, საქმიან პარტნიორებთან ერთად ჩაერთეთ. მათი მხარდაჭერა კიდევ უფრო გაგაძლიერებთ. თუ სამსახურის მაძლიერებელი ხართ, ახლობლის დახმარებით იშოვით. ზოგიერთი კი პირადი ბიზნესის დაწყებას გადაწყვეტთ. გამოჩნდება ადამიანი, ვინც დაგაფინანსებთ, დაგეხმარებათ საქმეების გაუმჯობესებაში. ნოემბერი აქტიურია შეხვედრებით, მივლინებით, მოლაპარაკებებთ და გადაადგილებებით. უნდა დაესწროთ სხვადასხვა წვეულებას, კულტურულსაც და მეგობრულსაც. დაესწარით სემინარებს, კონკურსებს. 17 ნოემბრიდან მეტად მოგინდებათ განმარტოება, ახლობლებთან კი გულახდილი, სულიერ თემებზე საუბარი. ამ პერიოდიდან გახშირდება ინფორმაციების მიღება და უმჯობესია, უმეტესობა ჩაიწეროთ. თვის ბოლოდან მეტი დრო დაუთმეთ სულიერ პრაქტიკებს, მედიტაციას.

სიყვარული

თუ დაწყვილება გსურთ, უნდა გააქტიურდეთ. თავისით თქვენს ცხოვრებაში არავინ გამოჩნდება. იყავით მომართული გრძნობებზე, გამორთეთ გონება, დატკბით ფლირტით, რომანტიკით, დაუნიშნეთ თქვენს საყვარელ ადამიანს პაემნები. დაოჯახებულებმა მეტი დრო გაატარეთ ოჯახში, მეუღლისა და შვილების გვერდით. მოერიდეთ ეჭვიანობას, სიბრაზის გამოვლენას ოჯახის წევრების მიმართ. 16 ნოემბრიდან მოგინდებათ საქმეებისგან გაქცევა და საყვარელ ადამიანთან ერთად განმარტოება. მოიწყვეთ თაფლობის თვე. ზოგიერთი მოერიდეთ საეჭვო, ფარული სასიყვარულო კავშირების გაბმას. გამორიცხული არაა, რომანი გააბათ დაქორწინებულ ადამიანთან. იყავით ფრთხილი და გააზრებული.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

მთელი დრო და ენერგია უნდა დაუთმოთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. თუ ხვდებით, რომ ენერგიის ნაკლებობას განცდით, გადაიღალეთ და გაღიზიანებული ხართ, უმჯობესია, დაისვენოთ და მიმართოთ მკურნალ ექიმს. ნუ ეცდებით თვითმკურნალობას. მიღეთ ვიტამინების კურსი. კარგი იქნება თუ დაიწყებთ ვარჯიშს, აერობიკა, იოგა ან ფიტნესი კარგ შედეგს მოგიტნათ. ხშირად იარეთ ფეხით, ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. მიხედეთ საჭმლის მომელებელ სისტემასაც. კარგი იქნება, თუ დაიცავთ ზომიერებას კვებაში. მოერიდეთ გადაღლას, ტრავმულობას, გაცივებას.

8 ნოემბრის შემდეგ მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს. გამონახეთ დრო ჰობისთვის; იმ საქმისთვის, რაც სიამოვნებას განიჭებთ. მარტოხელებს თავბრუდამხვევი რომანის დაწყება გელოდებათ. მიიღეთ მონაწილეობა კონკურსებში; აი, აზრატული თამაშებისგან კი თავი უნდა შეიკაოთ.

24 ნოემბრის შემდეგ უნდა გაეცალოთ ყველას, დაისვენოთ ვალდებულებებისა და საქმეებისგან. კარგი იქნება, თუ გაემგზავრებით სიმშვიდეში, თან დაისვენებთ და თან ჩაიტარებთ მკურნალობის კურსს. გამონახეთ დრო არტ-თერაპისთვის.