მოიმატებს ენერგიულობა და სასურველია, კეთილი საქმეების მოგვარებას დაუთმოთ. მოერიდეთ იმპულსურ ქმედებებს. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. ნუ ჩაერთვებით ხელჩართულ ბრძოლაში, უმჯობესია, მშვიდად მიიღოთ რეალურობა და დიპლომატიურად მოაგვაროთ უსიამოვნებები. მაქსიმალურად დაკვირვებულად ხარჯეთ ფული. მოერიდეთ ყოველგვარ ექსტრიმს, სპორტის სახიფათო სახეობებს. გაფრთხილდით, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებული მჭრელ და ბასრ საგნებთან და აალებად ნივთიერებებთან. მოიმატებს დამატებითი პასუხისმგებლობა ან სამსახურში ხელმძღვანელობისგან, ან შინ უფროსი ნათესავებისგან. მოერიდეთ ავანტიურულ ქმედებებს.
ბიზნესი, სამსახური
მოუთმენლობასა და იმპულსურობას არ გირჩევთ. მიზნების მისაღწევად გარშემო მყოფებთან ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას და ნურც საკუთარ თავს ჩაიგდებთ საფრთხეში. მოერიდეთ გარშემო მყოფებზე ზეწოლას, თუ ხელმძღვანელ თანამდებობაზე ხართ, - ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. კამათი პარტნიორებთან ან კოლეგებთან კარგს არაფერს მოგიტანთ. მათ მხოლოდ თქვენს წინააღმდეგ განაწყობთ. უმჯობესია, ყველაფერი მშვიდი დიალოგით მოაგვაროთ. თუმცა, აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ კრიტიკული შენიშვნები შეამციროთ და არც თანამოსაუბრეს არ მიახალოთ პირში უკმეხად თქვენი მოსაზრებები. სიმართლეც კი შერბილებულად უნდა უთხრათ ადამიანს. შეიძლება მიიღოთ ინფორმაცია ადამიანზე და მასზე რადიკალურად შეგეცვალოთ დამოკიდებულება. 17 ნოემბრის შემდეგ სიტუაცია ცოტათი დასტაბილურდება. მოგინდებათ ახლის შესწავლა, კვალიფიკაციის კურსის ამაღლება. იყავით მზად სიახლეებისთვის და მოცილეთ ყველაფერი დრომოჭმული, ის, რაც სიამოვნებას აღარ განიჭებთ. მივლინებისა და საქმიანი შეხვედრებისთვის საუკეთესო პერიოდია 15-25 ნოემბერი. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან. 21 ნოემბრიდან დაელოდეთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
სიყვარული
მოხიბლავთ ნებისმიერს, ვისკენაც მიმართავთ თქვენს მზერას. გახშირდება სასიყვარულო მიმოწერა, საუბრები ინტიმურ თემაზე. მოგინდებათ სასიყვარულო თავგადასავალში თავით გადაშვება, მაგრამ გირჩევთ, ფრთხილად და გააზრებულად იმოქმედოთ. განსაკუთრებით დაქორწინებულმა ნიშნებმა. ნოემბერში რომანი შეიძლება ვნებით და არა სიყვარულის მიზეზით დაიწყოს. 16 ნოემბრის შემდეგ დაწყვილებულები შეიძლება საყვარელ ადამიანთან ერთად სამოგზაუროდ გაემგზავროთ. მარტოხელებმა კი რომანი გააბათ უცხოელთან, რელიგიით და კულტურით განსხვავებულ ადამიანთან. ან სიყვარულს უცხოეთში ყოფნის დროს შეხვდეთ.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
ნუ უგულებელყოფთ უმნიშვნელო სიმპტომებსაც კი. მეტად იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. დაზოგეთ ენერგია, იყავით მშვიდი და გაწონასწორებული. მოერიდეთ მკვეთრ ქმედებებს, სპორტის ექსტრემალურ სახეობებს და ზოგადად გარისკვას. ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა. იმ ორგანოების მაინც, რომლებიც გაწუხებთ. მიაქციეთ ყურადღება ენდოკრინულ სისტემას, დაიცავით თავი ვირუსული დაავადებებისგან. გაფრთხილდით მგზავრობისას. განსაკუთებით, თუ საჭეს თავად მართავთ.
8 ნოემბრის შემდეგ მეტად მოუფრთხილდით ფინანსებს და პირად ქონებას. შეიძლება მოგთხოვონ ვალების დაბრუნება. ან პარტნიორს დასჭირდეს თანხა ძვირად ღირებული ნივთის შესაძენად და თქვენ მოგმართოთ დახმარებისთვის.
24 ნოემბრის შემდეგ გაჯიუტებას მოუკლებთ და ობიექტურად შეაფასებთ მოვლენებს. მოგინდებათ საზღვარგარეთ გამგზავრება. მიიღებთ საჩუქრებს და მატერიალურ ჯილდოს. ზოგიერთმა შეიძლება უცხოეთში გადაწყვიტოთ სამუშაოდ გამგზავრება.