ნოემბრის მთვარის კალენდარი: როდის არის ხელსაყრელი და საშიში დღეები და როდის ვეწვიოთ სილამაზის სალონს

ნოემბრის მთვარის კალენდარი: როდის არის ხელსაყრელი და საშიში დღეები და როდის ვეწვიოთ სილამაზის სალონს

ნოემბერში მთვარე რამდენიმე ფაზას გაივლის: პირველიდან 4 ნოემბრამდე მთვარე გაიზრდება. სავსემთვარეობა გველოდება 5 ნოემბერს, კუროში. შემდეგ, 6-დან 19 ნოემბრამდე, მთვარე დაიკლებს. 20 ნოემბერს კი ახალმთვარეობა დადგება, მორიელში. 21-დან კი მთვარე მატებას დაიწყებს. ნოემბრის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს სტატიაში

13, 14, 15, 17, 19 და 20 ნოემბერი იქნება ხელსაყრელი დღეები. ამ დღეებში:

  • დაიწყეთ ახალი პროექტი. ჩამოწერეთ სამომავლო მიზანი, თვის გეგმა.
  • დარეგისტრირდით კურსზე ნებისმიერი რამის შესასწავლად. ეს შეიძლება იყოს პროგრამირების კურსები, პროფესიული გადამზადება, ელექტრობის კურსები, უცხო ენების - ნებისმიერი ტრენინგი ხელსაყრელია.
  • რაც შეეხება ახალმთვარეობას, მოერიდეთ ამ დღეს ზედმეტად ბევრ კომუნიკაციას. პლანეტარული ენერგია ნულის ტოლია და შეიძლება ენერგია ტყუილად დახარჯოთ.
  • ისეთი რამის დაპირებას, რის შესრულებაშიც არ ხართ დარწმუნებული. ისევ და ისევ, ენერგიის შემცირების გამო.
  • კონფლიქტების მოგვარება - ამისთვის ენერგია არ გაქვთ.

მსხვილი ფინანსური ტრანზაქციების წამოწყება, რადგან ფულადი საკითხები საუკეთესოდ ნეიტრალურ დღეებში წყდება.

6, 7, 11, 12, 18, 21, 26 და 27 ნოემბერი ნეიტრალური დღეებია.

როგორც უკვე გითხარით, სავსემთვარეობა 5 ნოემბერს გველოდება. ამ დროისთვის შეგიძლიათ დაასრულოთ პროექტები და მოლაპარაკებები - სავსემთვარეობა შედეგის მიღების დროა.

  • მოიცილეთ ძველი კავშირები ან საქმეები.
  • ნუ შეისწავლით ან გადაამუშავებთ ინფორმაციას. სავსემთვარეობის დროს უმჯობესია მოდუნდეთ.
  • მოერიდეთ იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას, განსაკუთრებით ფინანსურ სფეროში.
  • ნუ გააკრიტიკებთ ოჯახის წევრებს და მეგობრებს, რადგან ამან შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს.
  • ნუ მიმართავთ კოსმეტოლოგს.
  • ნუ გაიკეთებთ დაგეგმილ ოპერაციებს.

სავსემთვარეობაზე ფიქრი სასარგებლოა. შესაძლოა, საკუთარი ქცევის შეფასებისას ახალი რაღაც აღმოაჩინოთ. უბრალოდ, მოგონებებზე ზედმეტად ნუ იფიქრებთ. იცხოვრეთ აწმყოთი.

ნოემბრის განსაკუთრებით საფრთხილო დღეებია: 2 და 29 ნოემბერი. მათ აქვთ მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა. დანარჩენი შეიძლება შედარებით არახელსაყრელ დღეებად ჩაითვალოს. ესენია 3, 5, 9 და 23 ნოემბერი. ამ მთვარის დღეებში უარყოფითი ენერგია მატულობს. ამიტომ, უმჯობესია, ამ თარიღებში თავი აარიდოთ ნებისმიერ მნიშვნელოვან საკითხს.

  • როდის დავგეგმოთ სალონში ვიზიტი ნოემბერში

თმის შეჭრა შეგიძლიათ 11, 25 და 27 რიცხვებში. თმის შეღებვაც კი შეგიძლიათ 11 ნოემბერს. თუმცა, არ უნდა ეწვიოთ სალონს 9, 16, 28 ან 30 ნოემბერს. გახსოვდეთ მთავარი პრინციპი: მზარდი მთვარის დროს თმის შეჭრა ასტიმულირებს თმის ზრდას, ხოლო კლებად მთვარის დროს პირიქით, ანელებს პროცესს.