ნოემბრის ასტროლოგიური მოვლენების შესახებ სტატია დევს საიტზე და შეგიძლიათ წაიკითხოთ. ზოდიაქოს ნიშნებისთვის ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზიც მზადაა. ახლა კი გაეცანით ასტროლოგ ანა მზიანი პროგნოზს ასტროლოგიური მოვლენების მიხედვით თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის:
2 ნოემბერს ვენერა კონფლიქტშია იუპიტერთან - მოერიდეთ დაუფიქრებელ ხარჯებს. ყველაფრით უკმაყოფილო იქნებით; გექნებათ ეჭვები მომწონს, არ მომწონს. ამიტომ, ამ დღეს ნურც იყიდით რამეს, განსაკუთრებით ძვირად ღირებულს, დიდს და ძვირფასს და ნურც აზრს შეიქმნით ვინმეზე.
4 ნოემბერს მარსი დაუპირისპირდება ურანს - თვის პირველი რთული დღეა, მოულოდნელობის და აგრესიულობის ტანდემის. იყავით ფრთხილი, გააზრებული და დაითვალეთ ათამდე, სანამ იტყვით ან გააკეთებთ. არ გირჩევთ აჩქარებას, არ ჩაერთოთ კამათში, არ მოაწყო რალი ქუჩაში. აკონტროლეთ ემოციებიც და აგრესიაც.
5 ნოემბერს - სავსემთვარეობა გველოდება კუროში, თქვენი ფინანსების, რესურსების სფეროში. იყიდით იმას, რაც გსურდათ. ან დააბანდებთ ფულს საკუთარ თავში, სარფიან საქმეში, მიიღებთ დაპირებულ თანხას, აგიყვანენ სამსახურში ან შეიძლება, შეგიწყდეთ ფინანსური წყარო.
6 ნოემბერს ვენერა მორიელში გადავა, სადაც დარჩება 30 ნოემბრამდე - ფულთან და სიყვარულთან ხართ ფრთხილი. შური, ეჭვიანობა, არ უნდა იყოს. შეიძლება მატერიალური მდგომარეობა გაუუმჯობესდეს თქვენს პარტნიორს და თქვენც გასარგებლოთ. მიიღოთ საჩუქრად რაღაც, ბონუსი, პრემია. ზოგიერთმა შეიძლება გაისტუმროთ ვალი, დახუროთ სესხი.
8 ნოემბერს ურანი დაუბრუნდება კუროს 2026 წლის 26 აპრილამდე, თქვენი ფულის სექტორში. ელოდეთ მოულოდნელობებს ამ სფეროში: შეიძლება გამოგიჩნდეთ შემოსავლის ახალი წყარო ან იდეა, თუ როგორ გამოიმუშაოთ ფული.
9-დან 29 ნოემბრამდე მერკური რეტროგრადული გახდება - გადახედეთ ფინანსურ საკითხებს, შეთანხმებებს (კლიენტებთანაც და დამქირავებელთანაც). შეიძლება შეფერხდეს გარკვეული თანხის, ნივთის მიღება.
12 ნოემბერს რეტროგრადული მერკურისა და მარსის შეერთება გველოდება - შეიძლება მკვეთრად შეგეცვალოთ აზრი, მიზანი. მოერიდეთ უსიამოვნებას უცხოელებთან, იურიდიული საკითხების მოგვარებისას ან შეიძლება მოგიწიოთ მათ გადახედვამ.
ამავე დღეს, 12 ნოემბერს იუპიტერის რეტროგრადული სვლაში გადადის 2026 წლის 11 მარტამდე. გადახედეთ, რა გაქვთ გასაუმჯობესებელი თქვენი ოჯახის წევრებთან, სახლში.
19 ნოემბერს მერკურის უპირისპირდება ურანი - მოულოდნელად მიხვდებით როგორ უნდა მოაგვაროთ დაგროვილი პრობლემები. შეიძლება მოულოდნელად მიიღოთ რაღაც ინფორმაცია. ამასთან, არ გირჩევთ აჩქარებას, დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას. აკონტროლეთ ემოციები და ნუ გადატვირთავთ ტვინს.
20 ნოემბერს ახალმთვარეობა გველოდება მორიელში - ისევ ფინანსების თემაა აქტიური: ან მიიღებთ სოციალურ დახმარებას, პრემიას, ბონუსს, სარგებელს პარტნიორის ფინასებისგან. დაფიქრდებით ბიუჯეტის შედგენაზე. გადახედეთ არსებულ სადაზღვევო პაკეტებს ან მოგინდებათ რაღაცის - საკუთარი თავი, უძრავი და მოძრავი ქონება - დაზღვევა. ზოგიერთი დაინტერესდებით ფსიქოლოგიით, მაგიით.
21 ნოემბერს მერკურის შეერთება გველოდება ლილიტთან (შავი მთვარე) - გაფრთხილდით, რომ ფინანსურ სფეროში და დოკუმენტებში არ გაგეპაროთ შეცდომა; არ გააფორმოთ ხელშეკრულება. შეიძლება ვიღაც ეცადოს თქვენს შეცდომაში შეყვანას. ამასთან, მოერიდეთ ფულის არაკეთილსინდისიერი გზით გამომუშავებას.
24 ნოემბერს მარსი - თქვენი მმართველი პლანეტა დაძაბულ ასპექტს ქმნის მთვარის კარმულ კვანძებთან - არჩევანი უნდა გააკეთოთ წარსულსა და მომავალს შორის და მასზეა დამოკიდებული თქვენი მომავალი. იყავით ფრთხილი და გააზრებული, რათა არ დაუშვათ შეცდომა. ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, რაც მომავალში საკუთარი თავით ტკბობის საშუალებას მოგცემთ.
28-ში მორიელში მყოფი ვენერა ლილიტს ჩაეხუტება - ამ დღეს და პლუს/მინუს 2 დღე - ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას გრძნობებთან, ფულთან, ურთიერთობებთან დაკავშირებით. მოერიდეთ რისკს და აზარტს.
2 ნოემბერს ვენერა კონფლიქტშია იუპიტერთან - მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს, ნუ მიახლით ადამიანს სიმართლეს სახეში. ან შეიძლება ისეთი რაღაც თქვათ, რისი დამალვაც გინდოდათ. შეასრულეთ სხვისთვის მიცემული დანაპირები.
4 ნოემბერს მარსი დაუპირისპირდება ურანს - თვის პირველი რთული დღეა, მოულოდნელი და აგრესიული. გირჩევთ, არაფერი მნიშვნელოვანი ამ დღეს არ დაგეგმოთ. კარგი იქნება, თუ მოერიდებით ხალხის მასებს და აგრესიულად განწყობილ ადამიანებს. და რაც მთავარია, დენთან და საჭესთან ფრთხილად. კარგი იქნება ორიგინალური იდეების განხორციელება.
5 ნოემბერს - სავსემთვარეობა გველოდება კუროში - რაღაც შედეგი უნდა მიიღოთ, რაც თქვენს სტატუსზე, კარიერაზე, სოციალურ დონეზე იმოქმედებს.
6 ნოემბერს ვენერა მორიელში გადავა, სადაც დარჩება 30 ნოემბრამდე - გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან, მოალამაზეთ სახლი, მოგინდებათ შინ სტუმრების მიღება, მათი გამასპინძლება. შეიძლება ფული მიიღოთ უძრავი ქონებიდან ან ფული დაახარჯოთ სახლს.
8 ნოემბერს ურანი დაბრუნდება კუროში 2026 წლის 26 აპრილამდე - თქვენი კარიერისა და სტატუსის სფეროში. ურანი მოგანდომებთ, რომ რაღაც ორიგინალური და განსხავვებული გააკეთოთ, რომ გახვიდეთ ტრადიციული ჩარჩოებიდან, ახალი სიტყვა თქვათ, ახალი ტრენდი შექმნათ.
9-დან 29 ნოემბრამდე მერკური რეტროგრადული გახდება, პირადი ცხოვრება, ბავშვების თემა და შემოქმედება გახდება აქტუალური, რაღაც უნდა გადააკეთოთ ამ სფეროში. თავადაც ბავშვივით უნდა იყოთ, ლაღი, ამის უფლება უნდა მისცეთ საკუთარ თავს. მიუბრუნდით თქვენს ჰობის.
12 ნოემბერს რეტროგრადული მერკურისა და მარსის შეერთება გველოდება - მიუბრუნდით მიტოვებულ ხელსაქმეს. მოაგვარეთ შვილებთან დაკავშირებული საკითხები, დაეხმარეთ მათ ან ერთად დაიწყეთ რაიმე საქმიანობა.
ამავე დღეს, 12 ნოემბერს იუპიტერი რეტროგრადული სვლაში გადადის 2026 წლის 11 მარტამდე - უნდა ჩაიხედოთ საკუთარი თავში, დაფიქრდეთ რა გსურთ, უნდა შეიქმნათ ფსიქოლოგიური სიმშვიდე. არაა გამორიცხული, რომ გაგიტაცოთ საქმიანობამ, რაც დაფარული იქნება სხვისთვის. ზოგიერთმა შეიძლება ემიგრაციაში გადაწყვიტოს წასვლა. ამ პერიოდში უნდა დარჩეთ საკუთარ თავთან მარტო. და რისთვისაა ახლა ეს საჭირო, 2026 წლის ზაფხულში დიდი ბედნიერების პლანეტა იუპიტერი თქვენს ნიშანში გადმოვა, უამრავი შანსი მოგეცემათ წინსვლისთვის, სიმდიდრისთვის, პოპულარობისთვის, მაგრამ ახლა უნდა გაერკვეთ საკუთარ თავში, მოიცილოთ ის, რაც მძიმე ტვირთად მოგდევთ, რომ მსუბუქი და თავისუფალი შეხვდეთ იუპიტერის თქვენს ნიშანში ერთწლიან გადმოსვლას.
19 ნოემბერს მერკურის უპირისპირდება ურანი - თვის მეორე კონფლიქტური დღეა (პლუს/მინუს 2-3 დღე) იქნება არეულობა, ცვლილებები, დაძაბულობა. მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან, ერთი არასწორად ნათქვამი სიტყვაც კი შეიძლება დიდ უსიამოვნებაში გადაიზარდოს. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ტექნიკა აურევს.
20 ნოემბერს ახალმთვარეობა გველოდება მორიელში - სიახლეები გელოდებათ სახლის, ოჯახის, უძრავი ქონების სფეროში. შეიძლება შეიძინოთ სახლი, სახლისთვის ახალი ნივთები, ან შეგეძინოთ ახალი ოჯახის წევრი.
21 ნოემბერს მერკური შეუერთდება ლილიტს (შავი მთვარე) - მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახის წევრებთან, არ გირჩევთ კრიტიკას და წაკიდებას რამეზე. მოერიდეთ ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობას და ნურც თქვენ გატოქსიკურდებით. თუ სახლთან დაკავშირებული საბუთები გაქვთ გასაფორმებელი, მაქსიმალური დაკვირვებული უნდა იყოთ, შეცდომები შეიძლება ფარულად შემოგაპარონ.
24 ნოემბერს მარსი დაძაბულ ასპექტს ქმნის მთვარის კარმულ კვანძებთან - უმოქმედოდ ვეღარ იქნებით, უნდა ჩამოყალიბდეთ როგორ განვითარდეთ, რა მოგიტანთ ფულს, ან რაში უნდა დააბანდოთ ფინანსები.
25 ნოემბერს მორიელში მყოფი ვენერა მერკურის შეუერთდება - სასიამოვნო შეხვედრებისა და საუბრების დღეა, ოჯახის წევრებთან რთულ საკითხებს დიპლომატიურად მოაგვარებთ.
28-ში ვენერა ლილიტს ჩაეხუტება - ისევ უსიამოვნება და ჩაციკვლა ოჯახის, სახლის თემებზე. შეიძლება ნათესავებმაც კი გაგაღიზიანონ. მოერიდეთ ლამაზი და ძვირად ღირებული ნივთების შეძენას.
30-ში ვენერა მშვილდოსანში გადავა - აი, ახლა ცოტა უკეთესად იგრძნობთ თავს. მოგინდებათ საყვარელი ადამიანების, შვილების განებივრება, მათთვის ლამაზი ნივთების შეძენა. საუკეთესო დროა ფლირტისა და სიყვარულისთვის. შეიძლება ფული მიიღოთ უცხოეთიდან ან შეხვდეთ ქალს, ვინც თქვენგან შორს ცხოვრობს.
2 ნოემბერს ვენერა კონფლიქტშია იუპიტერთან - შეიძლება იმედი გაგიცრუვდეთ ადამიანებში, ნივთებში, არ გაამართლონ თქვენი მოლოდინი. შეიძლება სხვის გამო მოგიწიოთ ბევრი ფულის ფლანგვამ და ვერ გაიგოთ რატომ.
4 ნოემბერს მარსი დაუპირისპირდება ურანს - მარსი თქვენს ნიშანში გადმოვა ამ დღეს და დარჩება 16 დეკემბრამდე. ენერგიის მომატებას იგრძნობთ, მოგინდებათ აქტიურ მოქმედებაზე გადასვლა, მაგრამ ცოტა ფრთხილად, სანამ მზე თქვენს ნიშანში არ გადმოვა და სანამ თქვენი დაბადების დღე არ დადგება. აი მერე შეგიძლიათ ამოქმედდეთ, რაც შეეხება 4 ნოემბერს, თვის პირველი რთული დღეა. მოერიდეთ კონფლიქტს. შეიძლება ჩაიშალოს მოლაპარაკება, შედგენილი გეგმა, გრაფიკი. ფრთხილად მეგობრებთან და საყვარელ ადამიანთან, ამ დღეს არაფერი ერთად, საერთო არ დაგეგმოთ.
5 ნოემბერს - სავსემთვარეობა გველოდება კუროში - მიიღებთ შედეგს თქვენი შესრულებული საქმისგან, კონფლიქტისგან. თუ მკურნალობდით, გამოჯანმრთელდებით. მოგცილდებათ რუტინა, რაც ტვირთად მიგაჩნდათ. დაასრულებთ რემონტს, საბინაო პირობების გაუმჯობესებას და ამოისუნთქავთ.
6 ნოემბერს ვენერა მორიელში გადავა, სადაც დარჩება 30 ნოემბრამდე - 30 ნოემბრამდე მოერიდეთ ფარული კავშირების გაბმას. უმჯობესია, ეს დრო დაუთმოთ გაანალიზებას, დაფიქრებას, რაც ეხება პირად ცხოვრებას, ფინანსურ მდგომარეობას. შეიძლება გამოგიჩნდეთ ფარული შემოსავლის წყარო. ზოგიერთმა შეიძლება გაიგოთ ის, რასაც გიმალავდნენ.
8 ნოემბერს ურანი დაბრუნდება კუროში 2026 წლის 26 აპრილამდე - თქვენი ყოველდღიური საქმეების სფეროში. შეიძლება შეგეცვალოთ გრაფიკი, ვალდებულებები. უნდა მიხვდეთ, რომ ისე, როგორც იყო ადრე, ვეღარ იქნება, სიახლე, ინოვაცია უნდა შეიტანთ თქვენს ყოველდღიურობაში. შეიძლება გამოცვალოთ ელექტროტექნიკა სახლში და სამსახურში.
9-დან 29 ნოემბრამდე მერკური რეტროგრადული გახდება - გადახედეთ, გამოასწორეთ, გადააკეთეთ ყველაფერი, რაც თქვენ გეხებათ. უნდა გახდეთ თქვენი ცხოვრების მთავარი გმირი. შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, სიტუცია, საქმე წარსულიდან, სადაც უნდა გამოასწოროთ, გადააკეთოთ შეცდომა. გარდა ამისა, ეს კარგი დროა ძველი ფაილების, დოკუმენტების (მანქანისაც) გადასახედად და საბოლოოდ მოსაშორებლად.
12 ნოემბერს რეტროგრადული მერკურისა და მარსის შეერთება გველოდება. ამ დღეს უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, როგორ უნდა იცხოვროთ მომავალში. მაგრამ მაშინვე კი არ უნდა ამოქმედდეთ, ცოტა მერე.
ამავე დღეს, 12 ნოემბერს იუპიტერი რეტროგრადული სვლაში გადადის 2026 წლის 11 მარტამდე - მიუბრუნდით სამემკვიდრეო ან ალიმენტის საკითხების მოგვარებას. შეიძლება დააბანდოთ ფული, რომ მომავალში მიიღოთ დივიდენდები. ერთჯერადად შეიძლება მიიღოთ პრემია, ბონუსი არ ფულადი დახმარება. გადაამოწმეთ ჯანმრთელობის, უძრავი ქონების ან ავტომობილის სადაზღვევო საკითხები.
19 ნოემბერს მერკურის უპირისპირდება ურანი - კიდევ ერთი დაძაბულია დღეა (პლუს/მინუს 2-3 დღე). აკონტროლეთ ემოციურობა. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ხალხმა პირი შეკრა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ჩაგიშალოთ გეგმა, მოგიშალონ ნერვები. არაფერი მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ. არ დაგეგმოთ გეგმიური ოპერაცია. კარგი იქნება თუ ამ დღეს სიმშვიდეში, განმარტოებით გაატარებთ და ჩამოწერთ იმ სამომავლო იდეებს, რაც გაქვთ, რომლებსაც მოგვიანებით განახორციელებთ.
20 ნოემბერს ახალმთვარეობა გველოდება მორიელში - თქვენს ნიშანში მზის გადასასვლელად უნდა მოემზადოთ. და ამისთვის უნდა გაათავისუფლოთ სივრცე, სახლში, კარადაშიც, აზრებშიც. მოიცილეთ ყველაფერი უსარგებლო. ჩაიხედეთ საკუთარ სულში და დაფიქრდით, რა მოგანიჭებთ სიამოვნებას? კარგი იქნება, თუ მოინახულებთ წმინდა ადგილებს, იქ, სადაც უკვე იყავით და სადაც სულიერ სიმშვიდეს გრძნობთ.
21 ნოემბერს მერკური ლილიტს შეუერთდება (შავი მთვარე) - შეიძლება წარსულიდან ან მოულოდნელად არსაიდან ვიღაცამ ცილი დაგწამოთ, რაღაც შიშები აგეკვიატოთ, ვიღაცამ გაცდუნოთ. ფრთხილად იყავით, ნუ დაუჯერებთ სხვის ნათქვამს, ნურავის მოატყუებინებთ თავს. თუ შესაძლებელია, იყავით განმარტოებული, ამ დღეს შეიძლება ვიღაცისგან იგრძნოთ საკუთარ ცხოვრებაში უხეში ჩარევა.
24 ნოემბერს მარსი დაძაბულ ასპექტს ქმნის მთვარის კარმულ კვანძებთან - უმოქმედოდ ვეღარ იქნებით, უნდა ჩამოყალიბდეთ რა ხდება კარიერაში, სახლში და რა როლი გაქვთ თქვენ აქ. უნდა იფიქროთ თქვენს კარიერაზე, ოჯახზე, მაგრამ ისე, რომ ერთის გამო მეორე არ დააზარალოთ; რაღაცნაირად ბალანსი უნდა შეინარჩუნოთ ამ სფეროებში.
25 ნოემბერს მორიელში მყოფი ვენერა მერკურს შეუერთდება, სასიამოვნო შეხვედრა და საუბარი გელოდებათ. ყოფილისგან ამბავი, ინფორმაცია ან შეტყობინება შეიძლება მიიღოთ, შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ. გარდა ამისა, შეიძლება მიიღოთ ფული ადრე შესრულებული საქმისგან, დაგიბრუნონ ვალი, რომელიც აღარც კი გახსოვდათ.
28-ში ვენერა ლილიტს ჩაეხუტება - არსად არაფერი არ დაგრჩეთ. ეცადეთ, არაფერი იყიდოთ, ცდუნება იქნება, მაგრამ მერე აღარ მოგეწონებათ ან შეიძლება წუნი აღმოაჩნდეს, განსაკუთრებით სამკაულს, აქსესუარს.
30-ში ვენერა თქვენს ნიშანში გადმოვა - ამ დღიდან იზრუნეთ საკუთარ თავზე, მოლამაზებაზე, გახდებით სასიამოვნო და ჰარმონიული საკუთარ თავთან. ფულიც უფრო იოლად მოვა თქვენთან.
ასტროლოგი ანა მზიანი