ნოემბერი საინტერესო თვეა. იმისათვის, რომ პერიოდი ჰარმონიულად გაატაროთ, გაეცანით ასტროლოგ ანა მზიანის პროგნოზს თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნისთვის ასტროლოგიური მოვლენების მიხედვით.
2 ნოემბერს ვენერა კონფლიქტშია იუპიტერთან - მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახის წევრებთან; განსაკუთრებით ფინანსურ თემებზე. ნუ მოითხოვთ მათგან ზედმეტს და ნუ მოახვევთ საკუთარ მოსაზრებებს. აგრეთვე ნუ შეიძენთ რამე ძვირად ღირებულს, მერე შეიძლება აღარ მოგეწონოთ.
4 ნოემბერს მარსი დაუპირისპირდება ურანს - ერთ-ერთი რთული დღეა. იყავით ფრთხილი. მოულოდნელობები და აგრესიულობა გელოდებათ გარშემო მყოფებისგან. შეიძლება სხვას არ მოეწონოს თქვენი აზრი და კონფლიქტი გამწვავდეს ან შეიძლება სხვამ დაგადანაშაულოთ, რომ ფორიაქობთ, სტრესი ქმნით გარშემო მყოფებისთვის. მოულოდნელი შემოთავაზებაც შეიძლება მიიღოთ.
5 ნოემბერს - სავსემთვარეობა გველოდება კუროში - რაღაც უნდა დასრულდეს: პროექტი, თქვენი იზოლაცია, მარტოობა, ტვირთი, მკურნალობის კურსი; უნდა დაძლიოთ შიშები. ზოგი გათავისუფლდებით ვალებისგან ან გაიგებთ ამბავს, რასაც გიმალავდნენ.
6 ნოემბერს ვენერა მორიელში გადავა, სადაც დარჩება 30 ნოემბრამდე - სამსახურში სიტუაცია და გარემო გაგიუმჯობესდებათ. შეიძლება სახლისთვის შეიძინოთ ლამაზი ნივთები. თუ მკურნალობდით, სასიამოვნოდ ჩაივლის ყველაფერი. სამსახურში შეიძლება ხელფასი მოგიმატონ, მოგცენ პრემია, ბონუსი. თუ სილამაზის სფეროში მუშაობთ, შეიძლება ახალი კლიენტები გამოგიჩნდნენ. არც სამსახურებრივი ფლირტია გამორიცხული. ზოგიერთმა შეიძლება მეტი დრო დაუთმოთ საკუთარი თავის მოლამაზებას, რაიმე გაიუმჯობესოთ გარეგნობაში.
8 ნოემბერს ურანი დაბრუნდება კუროს 2026 წლის 26 აპრილამდე - წარსულს უნდა დაემშვიდობოთ, ადამიანებს, სიტუაციებს, შიშებს, იზოლაციას. მართალია, იოლი არ იქნება, მაგრამ ტვირთი აღარ უნდა ათრიოთ. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ მერე, როცა ურანი თქვენს ნიშანში გადმოვა, საბოლოოდ, მსუბუქი და თავისუფალი დახვდეთ.
9-დან 29 ნოემბრამდე თქვენი მმართველი მერკური რეტროგრადული გახდება. უნდა დაფიქრდეთ საქმიან და პარტნიორულ ურთიერთობებზე და თქვენ შორის არსებულ პასუხისმგებლობებსა და ვალდებულებებზე. შეიძლება რაღაც შეიცვალოს, შეიძლება გადახედოთ პარტნიორულ ხელშეკრულებებს. ზოგიერთს დაგიბრუნდებათ ძველი კლიენტები, თუ მომსახურების სფეროში საქმიანობთ.
12 ნოემბერს რეტროგრადული მერკურისა და მარსის შეერთება გველოდება - ისევ პარტნიორული თემებია აქტიური, კომპანიონთან არ იკამათოთ, დიპლომატიურად მოაგვარეთ საჩოთირო საკითხები.
ამავე დღეს, 12 ნოემბერს იუპიტერი რეტროგრადული სვლაში გადადის 2026 წლის 11 მარტამდე - მიიღებთ ფულს ადრე შესრულებული სამუშაოსთვის, შეიძლება ძველ სამსახურში დაგაბრუნონ, არაა გამორიცხული, რომ მოაგვაროთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. იუპიტერი დაგეხმარებათ შემოსავლის გაუმჯობესებაში.
19 ნოემბერს მერკურის უპირისპირდება ურანი - კიდევ ერთი დაძაბულია დღეა. რაღაცნაირად შინაგანად იქნებით დაძაბული, ყველა და ყველაფერი გაგაღიზიანებთ. შეიძლება იყოს მოულოდნელი ზარი, შეხვედრა, ინფორმაცია. შეიძლება ყველა გეგმა და საქმე თავდაყირა დადგეს. ამიტომ, რადგან უკვე იცით, რომ ასეთი დღეა, მშვიდად შეხვდით ყველაფერს.
20 ნოემბერს ახალმთვარეობა გველოდება მორიელში - შეიძლება ახალი სამსახური დაიწყოთ, ახალი ვალდებულებები გამოგიგჩნდეთ, ახალი თანამშრომელი; ან სახლისთვის შეიძინოთ რამე, მაგრამ არ გირჩევთ ელექტროტექნიკის ყიდვას, სანამ თქვენი მმართველი მერკური რეტროგრადული სვლიდან არ გამოვა. კარგი იქნება, თუ მიხედვათ საკუთარ თავს, დაიწყებთ ვარჯიშს.
21 ნოემბერს მერკურის შეერთება გველოდება ლილიტთან (შავი მთვარე) - გაფრთხილდით, რომ სამსახურში არ გახდეთ ჭორებისა და ინტრიგების მსხვერპლი. შეიძლება ვიღაცამ შემთხვევით თქვას რაღაც, დაუფიქრებლად, მაგრამ თქვენ აჰყვეთ და დაზარალადეთ. ოჯახის წევრებთან მოერიდეთ კამათს, ურთიერთობის გარკვევას, ეჭვიანობას.
24 ნოემბერს მარსი დაძაბულ ასპექტს ქმნის მთვარის კარმულ კვანძებთან - უმოქმედოდ ვეღარ იქნებით, უნდა ჩამოყალიბდეთ ვისთან გსურთ ყოფნა, ვის უნდა დაემშვიდობოთ, ვინ ახდენს თქვენს ცხოვრებაზე გავლენას, ვინ სურს თქვენთვის კარგი. შეიძლება ახლა ვიღაც გეჩხუბებათ, მაგრამ მომავალში მიხვდებით, რომ ის მართალი იყო და უბრალოდ გიბიძგებდათ ცვლილებებისკენ.
25 ნოემბერს მორიელში მყოფი ვენერა მერკურს შეუერთდება, სასიამოვნო შეხვედრა და საუბარი გელოდებათ. შეიძლება სამსახურში გეწვიოთ ვინმე. საჩუქარი მიიღოთ. უბრალოდ გაგიუმჯობესდებათ კომუნიკაცია ქალებთან.
28-ში ვენერა ლილიტს ჩაეხუტება - არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, არ აიღოთ საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულება. შეძლებისდაგვარად დაისვენეთ. მოერიდეთ სილამაზის პროცედურების ჩატარებას და ზედმეტის (განსაკუთრებით ტკბილის) ჭამას.
30-ში ვენერა მშვილდოსანში გადავა - გაგიუმჯობესდებათ პირად სასიყვარულო ურთიერთობა. შეიძლება მიიღოთ საჩუქარი, ფული - უცხოეთიდან ან გამოიწეროთ ახალი ნივთები უცხოეთიდან. თუ შესაძლებელია, საყვარელ ადამიანთან ერთად გაემგზავრეთ საზღვარგარეთ ან კინოში მაინც წადით.
2 ნოემბერს თქვენი მმართველი ვენერა კონფლიქტშია იუპიტერთან - შეიძლება არ გინდოდეთ, მაგრამ უნდა გააკეთოთ ის, რაც შეგინარჩუნებთ რეპუტაციას, არ შეგიბღალავთ სტატუსს. უნდა დაემორჩინოთ სხვის წესებს, გარშემო მყოფებმა შეიძლება გამოვლინონ ორპირობა.
4 ნოემბერს მარსი დაუპირისპირდება ურანს - თვის პირველი რთული დღეა. ადრე შედგენილი გეგმა და გრაფიკი შეიძლება აგერიოთ, მოერიდეთ უსიამოვნებას და-ძმებთან, შეიძლება აურიოს ტექნიკამ, ინტერნეტმა.
5 ნოემბერს - სავსემთვარეობა გველოდება კუროში - უნდა გაირკვეს მემკვიდრეობასთან, პარტნიორის ფულთან, გადასახადებთან, დაზღვევასთან, ალიმენტთან დაკავშირებული საკითხები. მიიღებთ სესხს, კრედიტს, თუ განაცხადი გქონდათ.
6 ნოემბერს ვენერა მორიელში გადავა, სადაც დარჩება 30 ნოემბრამდე - გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა ან მიიღებთ ერთჯერად პრემიას, ბონუსს. მოგინდებათ ფულის დაბანდება საკუთარ თავში. შეიძლება მიიღოთ სასიამოვნო საჩუქარი ან თავად შეიძინოთ რამე ძვირად ღირებული და ლამაზი.
8 ნოემბერს ურანი დაბრუნდება კუროში 2026 წლის 26 აპრილამდე - განახლება გელოდებათ მემკვიდრეობის, ფინანსების, დაზღვევის საკითხებში, უნდა განაახლოთ. შეიძლება დაიწყოთ ოროგინალური იდეის განხორციელება პარტნიორის ფინანსებით. უნდა დაბრუნდეთ ეზოტერიკის სფეროში.
9-დან 29 ნოემბრამდე მერკური რეტროგრადული გახდება - ორი ნაბიჯი უკან გადადგით და გადახედეთ განვლილ დღეებს, რა უნდა გადააკეთოთ, რა გაგიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას. კარგი იქნება ფინანსური დოკუმენტების გადახედვა. ამ პერიოდში შეიძლება დაგიბრუნდეთ ვალი. თუ მომსახურების სფეროში საქმიანობთ, მიხვდებით, რომ უფრო მეტი ღირხართ და საფასური უნდა გააძვიროთ.
12 ნოემბერს რეტროგრადული მერკურისა და მარსის შეერთება გველოდება - მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება სამუშაოს, დღის გრაფიკს, ავტომობილის შეძენას, მაგრამ აქტიურად უნდა იმოქმედოთ 2026 წლის იანვრის ბოლოდან.
ამავე დღეს, 12 ნოემბერს იუპიტერი რეტროგრადული სვლაში გადადის 2026 წლის 11 მარტამდე - მიაღწევთ იმას, რასაც ვერ მიაღწიეთ ადრე. ახლა მორიდების და ჩრდილში ყოფნის დრო არაა, უნდა მოინდომოთ, რომ საზოგადოებამ გაგიცნოთ. შეიძლება მიიღოთ დაწინაურება, თუ განაცხადი გქონდათ; შეიძლება მოგიმატონ ხელფასი. გარდა ამისა, შეგეცვლებათ პირადი სტატუსი, თუ მოინდომებთ და თუ თამამად იმოქმედებთ და არც ისაა გამორიცხული, რომ უძრავი ქონების მფლობელი გახდეთ.
19 ნოემბერს მერკური უპირისპირდება ურანს - კიდევ ერთი დაძაბულია დღეა (პლუს/მინუს 2-3 დღე), მოულოდნელობის და დაძაბულობის. არ გააფორმოთ ხელშეკრულება, რომელიც ფინანსებს ეხება. ადამიანებმა შეიძლება არ შეასრულონ დანაპირები. ამ დღეს არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
20 ნოემბერს ახალმთვარეობა გველოდება მორიელში - დაიწყება თქვენი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება; აიმაღლებთ თვითშეფასებას. შეიძლება დამატებითი შემოსავლის წყარო გამოგიჩნდეთ, დაიწყოთ მუშაობა ან ფულის გამომუშავების ახლებური შესაძლებლობა მოგეცემათ.
21 ნოემბერს მერკური ლილიტს შეუერთდება (შავი მთვარე) - ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებისას მაქსიმალურად ფრთხილი უნდა იყოთ. ნუ ენდობით დაპირებებს, ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს. არავის მისცეთ უფლება, რომ თვითშეფასება დაგიქვეითონ, გაგაუბრალოონ, თითქოს რაღაცას ვერ გაართმევთ თავს; ეს ასე არაა და ნურავის გავლენის ქვეშ ნუ მოექცევით.
24 ნოემბერს მარსი დაძაბულ ასპექტს ქმნის მთვარის კარმულ კვანძებთან - უმოქმედოდ ვეღარ იქნებით, უნდა ჩამოყალიბდეთ, მიმართოთ ექსპერიმენტებს, თუ ჩვეულად იმოქმედოთ? რა მიზეზშედეგობრივი კავშირი აქვს თქვენს აზრებსა და სიტყვებს თქვენს გარემოზე.
25 ნოემბერს მორიელში მყოფი ვენერა მერკურის შეუერთდება, სასიამოვნო შეხვედრა და საუბარი გელოდებათ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება მიიღოთ ბონუსი, პრემია, იყიდოთ რამე საკუთარი თავისთვის. აი, 28-ში კი ვენერა ლილიტს ჩაეხუტება - შეიძლება საკუთარ თავზე ზედმეტის უფლება მისცეთ, რაღაც ძვირად ღირებული შეიძინოთ, ფული გაფლანგოთ. მთავარია, ტკბილეულის ჭამამ არ გაგიტაცოთ. მოერიდეთ ქალებთან თქვენთვის ემოციურ თემებზე საუბარს, ენერგიას გამოგაცლით.
30-ში ვენერა მშვილდოსანში გადავა - შეხვედრები, მოგზაურობა და მიწვევა გახშირდება. სწავლა უფრო სასიამოვნო გახდება.
2 ნოემბერს ვენერა კონფლიქტშია იუპიტერთან - ყველასთვის კი გინდათ კარგი, მაგრამ საკუთარ თავს ზედმეტ ვალდებულებას ნუ შეუქმნით. მოერიდეთ კონფლიქტს ნათესავებთან გაუგებრობის გამო. შეიძლება მიიღოთ ის, რაც გსურდათ, მაგრამ მიხვდეთ, რომ აღარ გინდათ ან ეს ის არაა, რაც გეგონათ.
4 ნოემბერს მარსი დაუპირისპირდება ურანს - თვის პირველი რთული დღეა. შეიძლება მოგიწიოთ სხვისი საქმეების შესრულებამ, მაგრამ მადლობას არავინ გეტყვით და ისევ თქვენ გეჩხუბებიან. შეიძლება იყოს ელექტროტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა, დაზიანება. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში. ამავე დღეს მარსი მშვილდოსანში გადავა და უნდა გააქტიურდეთ სოციალურად, ინტერნეტსაქმიანობა უნდა დაიწყოთ ან გაააქტიუროთ. განსაკუთრებით, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებული ინტერნეტმომხმარებლებთან, გაქვთ ონალინმაღაზია. მოგინდებათ განვითარება, აიტიტექნოლოგიებში გარკვევა და მათი გამოყენა თქვენი წინსვლისთვის. შეიძლება გახდეთ ახალი ჯგუფის გუნდის წევრი.
5 ნოემბერს - სავსემთვარეობა გველოდება კუროში - რაღაც უნდა დაასრულოთ სახლში: ეს შეიძლება იყოს რემონტი, ბინის გადაფორმება, ავეჯის განახლება, საბინაო საკითხების გაუმჯობესება. შეიძლება სიახლეები ჰქონდეთ თქვენს ნათესავებს, ოჯახის წევრებს. ჩამოყალობდებით, როგორი უნდა იყოს თქვენი ოჯახური ცხოვრება.
6 ნოემბერს ვენერა გადავა მორიელში, სადაც დარჩება 30 ნოემბრამდე - სიყვარული შეგიცვლით სტატუსს, სოციალურ მდგომარეობას. შეიძლება გააბათ რომანი ასაკით ან თანამდებობით თქვენზე უფროს ადამიანთან. თუ სახელმწიფო ინსტანციებთან გაქვთ საკითხები მოსაგვარებელი, ყველაფერი ჰარმონიულად ჩაივლის.
8 ნოემბერს ურანი დაბრუნდება კუროს ზოდიაქოში 2026 წლის 26 აპრილამდე - ცვლილებები და მოულოდნელობები გელოდებათ ოჯახის, სახლის, ნათესავების საკითხში. ურანი კუროში იყო 2018 წლიდან ამიტომ ძალიან უცხო არ უნდა იყოს თქვენთვის, თუნდაც კარდინალური ცვლილება. შეიძლება სახლში გააკეთოთ ორიგინალური რემონტი, განაახლოთ ავეჯი ან სულაც შეიცვალოთ საცხოვრებელი მისმართი. კარგი იქნება, თუ შეამოწმებთ სახლში ელექტროგაყვანილობებს ან გათბობის სისტემას. ოჯახში შეიძლება ახალი წევრი შემოგემატოთ ან ემიგრაციიდან დაბრუნდეს თქვენი ნათესავი.
9-დან 29 ნოემბრამდე მერკური რეტროგრადული გახდება - ცვლილებები და გადახედვა გელოდებათ სამსახურის საქმეებში. რაღაც უნდა გადააკეთოთ. ეს შეიძლება იყოს საბუთები, ხელშეკრულება. შეიძლება მოგიწიოთ სხვისი პრობლემების მოგვარებამ ან შეიძლება მიიღოთ ის სამსახური, რასაც გპირდებოდნენ.
12 ნოემბერს რეტროგრადული მერკურისა და მარსის შეერთება გველოდება. მოერიდეთ დაპირისპირებას მეგობრებთან, გუნდის, ჯგუფის წვრებთან. შეიძლება მოგინდეთ ცვლილება სამსახურთან ან სამუშაო გრაფიკთან დაკავშირებით. ზოგიერთი გადაწყვეტთ, რომ უნდა გააკეთოთ ის საქმე, რაც გიყვართ, და ახლა კარგია, რომ ჩამოწერეთ მიზანი, მაგრამ განახორციელეთ მას შემდეგ, როცა მზე თქვენს ნიშანში - მერწყულში გადმოვა.
ამავე დღეს, 12 ნოემბერს იუპიტერი რეტროგრადული სვლაში გადადის 2026 წლის 11 მარტამდე - გააუმჯობესეთ სამუშაო და საცხოვრებელი პირობები. სამსახურშიც და სახლშიც შეიძლება ვალდებულებები მოგემატოთ, მაგრამ გირჩევთ, რომ გარშემო მყოფებსაც გაუნაწილოთ. თუ მუშაობის დაწყება გსურდათ, შეიძლება გასაუბრებაზე დაგიბარონ. კარგი იქნება, რომ განაახლოთ ვარჯიში, დაიცვათ დიეტა. გარდა ამისა, თუ გსურდათ ძვირად ღირებული შინაური ცხოველის შეძენა, ახლა უკვე გახდებით მფლობელი.
19 ნოემბერს მერკურის უპირისპირდება ურანი - კიდევ ერთი დაძაბულია დღეა (პლუს/მინუს 2-3 დღე). ძალები ისე უნდა გადაანაწილოთ, რომ არც სახლში და არც სამსახურში არაფერი გაგიფუჭდეთ. მოერიდეთ უსიამოვნებას კოლეგებთან, ოჯახის წევრებთან. იქნება პრეტენზიები, მოულოდნელი შემოწმება, შეიძლება წყობიდან გამოვიდეს ტექნიკა. მოულოდნელი შეხვედრა და ცნობაც შეიძლება იყოს.
20 ნოემბერს ახალმთვარეობა გველოდება მორიელში - განახლება გელოდებათ სტატუსის, რეპუტაციის თემაში. შეიძლება დაწინაურდეთ, აიმაღლოთ სოციალური სტატუსი, ზოგიერთი კი შეიძენთ ნივთს, რომელიც პრესტიჟს მოგიმატებთ. დაისახეთ მიზანი, რასაც მომავალში განახორციელებთ. მოინახულეთ სახელმწიფო უწყებები; შეხვდით გავლენიან ადამიანებს, უფროსს თქვენი საკითხების მოსაგვარებლად.
21 ნოემბერს მერკური ლილიტს შეუერთდება (შავი მთვარე) - არ მოაწეროთ ხელი დოკუმენტებს, არ ენდოთ არავის სიტყვას, ყველაფერი უნდა იყოს დოკუმენტურად დამოწმებული. არც ისაა გამორიცხული, რომ სხვებმა დაგაკისრონ თავიანთი საქმეები, ნუ აიღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე.
24 ნოემბერს მარსი დაძაბულ ასპექტს ქმნის მთვარის კარმულ კვანძებთან - უმოქმედოდ ვეღარ იქნებით, უნდა ჩამოყალიბდეთ როგორ განაგრძოთ ცხოვრება, რაში უნდა დააბანდოთ ფული ან რა საქმიანობამ უნდა მოგიტანოთ ფინანსები. აგრეთვე, გაერკვიეთ, ვისთან გსურთ ყოფნა, ვის გუნდში უნდა დარჩეთ, თუ დამოუკიდებლად უნდა განაგრძოთ საქმიანობა.
25 ნოემბერს მორიელში მყოფი ვენერა მერკურს შეუერთდება, სასიამოვნო შეხვედრა და საუბარი გელოდებათ სამსახურში, სახელმწიფო უწყებაში. შეიძლება მიიღოთ ფულადი ჯილდო, საჩუქარი, ბონუსი. აი, 28-ში კი ვენერა ლილიტს ჩაეხუტება - არ გააკეთოთ ან თქვათ ისეთი რამე, რისიც მომავალში შეგრცხვებათ. შეიძლება ვიღაც ქალმა უსიამოვნო განცდა მოგიტანოთ, ცუდად მოახდინოს თქვენზე გავლენა.
30-ში ვენერა მშვილდოსანში გადავა - სასიამოვნო შეხვედრები გელოდებათ. ფული შეიძლება მიიღოთ სხვა ადამიანებთან თანამშრომლობით. ეს აგრეთვე კარგი დროა, რომ დაიწყოთ პირადი ცხოვრების გაუმჯობესება და შეიძლება ეს მეგობრების დახმარებით მოხდეს ან რაღაც ჯგუფში გაიცნოთ ვინმე საინტერესო ადამიანი.
ასტროლოგი ანა მზიანი