ნოემბრის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მიწის სტიქიის (კურო, ქალწული, თხის რქა) წარმომადგენლებისთვის

ნოემბრის სრული ასტროლოგიური პროგნოზი მიწის სტიქიის (კურო, ქალწული, თხის რქა) წარმომადგენლებისთვის

ნოემბერი საინტერესო მოვლენებითაა აღსავსე, გაეცანით ასტროლოგ ანა მზიანი პროგნოზს ასტროლოგიური მოვლენების მიხედვით თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის:

  • კუროსთვის

2 ნოემბერს ვენერა - თქვენი ნიშნის მმართველი - ვენერა კონფლიქტშია იუპიტერთან - ან მუშაობის დროს გაგიჭირდებათ კონცენტრაცია ან დასვენების დროს - მოდუნება. შეიძლება გამოგიჩნდეთ დაუგეგმავი საქმე.

4 ნოემბერს მარსი დაუპირისპირდება ურანს - მოულოდნელი შეხვედრა, ინფორმაცია გელოდებათ. აგრეთვე ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა, შეიძლება დაზიანებაც. მოერიდეთ ფინანსების გამო კამათს. არაფერი მნიშვნელოვანი ამ დღეს არ დაგეგმოთ. იქნება აგრესიულობა და ემოციურობა და ვერ მიაღწევთ შედეგს, შეთანხმებას.

5 ნოემბერს - სავსემთვარეობა გველოდება თქვენს ნიშანში, კუროში - უნდა დაასრულოთ, წერტილი დაუსვათ რაღაც საკითხს, თემას. მიიღებთ შედეგს ადრე შესრულებული საქმიდან, პროექტიდან. არაა გამორიცხული შეგეცალოთ სამუშაო გრაფიკი, ხელფასი, პირობები. უნდა მოაგვაროთ, გათავისუფლდეთ რაღაც რთული საკითხისგან, ტვირთისგან.

6 ნოემბერს ვენერა მორიელში გადავა, სადაც დარჩება 30 ნოემბრამდე და თქვენს მზეს გაანერვიულებს. აქცენტი იქნება ფულზე და პარტნიორულ ურთიერთობებზე. ფულს მიიღებთ პარტნიორებისგან, კლიენტებისგან, თანამშრომლობით. გადახედეთ თქვენს ხელშეკრულებას, შეთანხმებას. შეიძლება რაღაც უნდა გააუმჯობესოთ თქვენს სასარგებლოდ. ასევე შესაძლებელია, რომ მატერიალური მდგომარეობა გაუუმჯობესდეს თქვენს მეუღლეს. კარგი იქნება, რომ გააუმჯობესოთ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან, მარტოხელები კი გააქტიურდეთ, რომ დაწყვილდეთ. ზოგადად, ამ პერიოდში, შეძლებთ შეთანხმებას ისეთ ადამიანებთანაც კი, ვინც აუღებელი ციხე-სიმაგრე გეგონათ.

8 ნოემბერს ურანი დაგიბრუნდებათ 2026 წლის 26 აპრილამდე. ურანი თქვენს ნიშანში 2018 წლიდან იყო და უნდა შეჩვეოდით მოულოდნელობებს, ცვლილებებს და აფეთქებებს, რაც ასე ძალიან არ გიყვართ. ახლა ურანი გადაგამოწმებთ, რამდენად შეძელით მოულოდნელ სიტუაციაში სწრაფი ადაპტაცია. წინასწარ უნდა გაგახაროთ, რომ 2026 წლის 26 აპრილს ის საბოლოოდ დატოვებს თქვენს ნიშანს, მანამდე კი ხანდახან ტურბულენტობა იქნება.

9-დან 29 ნოემბრამდე მერკური რეტროგრადული გახდება - ისევ ფინანსურ სფეროში უნდა გადახედოთ საბუთებს, ხელშეკრულებებს. რაღაც უნდა გადააკეთოთ. იქნებ, უნდა გააძვიროთ თქვენი მომსახურება? უნდა ეწვიოთ ბანკს და საბანკო საკითხები მოაგვაროთ ან სადაზღვევო. კარგი იქნება, თუ გადახედავთ ბიუჯეტს და შეიტანთ კორექტივებს თქვენს სასარგებლოდ.

12 ნოემბერს რეტროგრადული მერკურისა და მარსის შეერთება გველოდება - ფულის გამო პარტნიორებთან არ გირჩევთ კამათს. იყავით დიპლომატიური, მოერიდეთ ახალი ფინანსური ვალდებულებების საკუთარ თავზე აღებას.

ამავე დღეს, 12 ნოემბერს იუპიტერი რეტროგრადულ სვლაში გადადის 2026 წლის 11 მარტამდე. შეიძლება შეიძინოთ ხელსაქმისთვის საჭირო ინსტრუმენტები, შეიძლება მიუბრუნდეთ რამის შესწავლას, ან სულაც აიღოთ დიპლომი, სერტიფიკატი, რომ გაიარეთ სასწავლო კურსები. გამორიცხული არაა, რომ მოგინდეთ მობილურის, ნოუთბუქის ან ავტომობილის გამოცვლა. გამოჩნდებიან ძველი ნაცნობები, რომლებიც დაგეხმარებიან.

19 ნოემბერს მერკურის უპირისპირდება ურანი - ცოტა საფრთხილო დღეა, ემოციური და მოულოდნელობებით აღსავსე. იქნება მოულოდნელი შეხვედრა, ზარი. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

20 ნოემბერს ახალმთვარეობა გველოდება მორიელში - სიახლეები გელოდებათ პარტნიორულ ურთიერთობაში. შეიძლება ახალი გეგმა და იდეა განახორციელოთ სხვასთან ერთად, ან ახალი კლიენტები გამოგიჩნდნენ.

21 ნოემბერს მერკურის შეერთება გველოდება ლილიტთან (შავი მთვარე) - ნუ ენდობით ნათქვამ სიტყვებს, გადაამოწმეთ. არც თავად თქვათ ზედმეტი, ტყუილი. შეცდომებისა და გაუგებრობების დღეა. ამიტომ საბუთებთან და დოკუმენტებთან ფრთხილად ან საერთოდ არ მოაწეროთ ხელი.

24 ნოემბერს მარსი დაძაბულ ასპექტს ქმნის მთვარის კარმულ კვანძებთან - უნდა ჩამოყალიბდეთ, როგორ უნდა იმოქმედოთ მომავალში, რა უნდა გააკეთოთ, რა მიმართულებით განვითარდეთ.

25 ნოემბერს მორიელში მყოფი ვენერა მერკურის შეუერთდება - სასიამოვნო შეხვედრების და საუბრების დღეა. აი, 28-ში ვენერა ლილიტს ჩაეხუტება და ეცადეთ, თქვენი კეთილი განზრახვით სხვა არ დააზარალოთ. ნუ დაეხმარებით, თუ არ გთხოვენ და რასაც გთხოვენ ისიც კარგად გაიგეთ.

30-ში ვენერა მშვილდოსანში გადავა - ელოდეთ ფულის შემოდინებას, ახალი გასართობი შეიძლება გამოგიჩნდეთ და პარტნიორულ ურთიერთობაშიც შეიძლება ვნებამ ახალი ძალით იფეთქოს.

  • ქალწულისთვის

2 ნოემბერს ვენერა კონფლიქტშია იუპიტერთან - ყურადღება მიაქციეთ ფულს, პირად ღირებულებებს. შეიძლება დაზარალდეთ მეგობრებისგან, მათგან, ვისაც ენდობოდით. თუ, დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ უფრო მეტი ღირხართ და შესაფერისად ვერ აფასებთ თქვენს ცოდნას, საქმიანობას.

4 ნოემბერს მარსი დაუპირისპირდება ურანს - თვის პირველი რთული დღეა. სახლისა და კარიერის თემაში იქნება დაძაბულობა. ანუ ერთის გამო მეორეს ნუ დააზარალებთ და პირიქით. შეიძლება იყოს კამათი, მოულოდნელობა, დაძაბულობა. ნუ გარისკავთ, ნუ იქნებით იქ, სადაც დაზარალდებით. იქნება შეფერხებები, გეგმის არევა, რაც თქვენ არ გიყვართ, ამიტომ წინასწარ შექმენით დამატებითი გეგმა. ოჯახში და სამსახურში უფროსთან ნუ იკამათებთ.

5 ნოემბერს - სავსემთვარეობა გველოდება კუროში - უცხოეთიდან გელოდებათ შედეგის მიღება, ეს შეიძლება იყოს ამბავი, ნივთი, ან ადამიანი დაბრუნდეს ემიგრაციიდან. მიიღებთ იურიდიულ საბუთს; დოკუმენტებს, ან გამოცდის შედეგს. ზოგიერთს კი მნიშვნელოვანი საუბარი გელოდებათ მეუღლის ნათესავებთან.

6 ნოემბერს ვენერა გადავა მორიელში, სადაც დარჩება 30 ნოემბრამდე - სასიამოვნო შეხვედრები, მიმოწერა ინფორმაცია გელოდებათ; თუ ვაჭრობის თემაში ხართ, სიამოვნებით მიიღებთ ფულს. ზოგიერთი საკუთარი თავისთვის შეიძენთ აქსესუარებს, მობილურს. გექნებათ სასიამოვნო შეხვედრა და-ძმებთან. ზოგიერთი დიალოგი იქნება რთული, მაგრამ აუცილებელი და თქვენთვის სასიამოვნოდ მოგვარდება.

8 ნოემბერს ურანი დაბრუნდება კუროში 2026 წლის 26 აპრილამდე - რადიკალური ცვლილებები გელოდებათ საქმიანობაში; შეიძლება დაიწყოთ პირადი საქმიანობა, ბიზნესი, შეისწავლოთ რაღაც განსხვავებული საგანი.

9-დან 29 ნოემბრამდე მერკური რეტროგრადული გახდება - რაღაც უნდა გადაამოწმოთ, ცვლილებები შეიტანოთ საბუთებში, მოლაპარაკებებში, რაღაცაში უნდა გაერკვიოთ. ან შეიძლება მიუბრუნდეთ იმის შესწავლას, რაც მიატოვეთ.

12 ნოემბერს რეტროგრადული მერკურისა და მარსის შეერთება გველოდება - უძრავ ქონებასთან, ოჯახთან დაკავშირებით უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. ეს შეიძლება იყოს რემონტი, მისამართის გამოცვლა.

ამავე დღეს, 12 ნოემბერს იუპიტერის რეტროგრადული სვლაში გადადის 2026 წლის 11 მარტამდე - თუ გსურდათ სოციალური რეალიზაცია ახლა დროა, უნდა გააქტიურდეთ ინტერნეტში. ეს შეიძლება იყოს ბლოგი, ინტერნეტმაღაზია. თანამოაზრეებთან ერთად უნდა განახორციელოთ რაღაც პროექტი. შეიძლება გამოჩნდნენ გავლენიანი მეგობრები, რომლებიც დაგეხმარებიან საქმეებში. ზოგიერთი შეეცდებით ურთიერთობის აღდგენას ყოფილ საყვარელთან.

19 ნოემბერს მერკურის უპირისპირდება ურანი - კიდევ ერთი დაძაბულია დღეა (პლუს/მინუს 2-3 დღე). შეიძლება ჩაგეშალოთ გეგმა, შეგეცვალოთ აზრი, საქმე. ფრთხილად ელექტრონივთებთან. მოერიდეთ აჩქარებას, დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას.

20 ნოემბერს ახალმთვარეობა გველოდება მორიელში - სიახლეები გელოდებათ სწავლის, სფეროებში. ზოგიერთი წახვალთ ტურში, ექსკურსიაზე. სიახლეები ექნებათ თქვენს მეგობრებს, და-ძმებს.

21 ნოემბერს მერკური ლილიტს შეუერთდება (შავი მთვარე) - ამ დღეს ენას კბილი უნდა დააჭიროთ, მერე ინანებთ, არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. არ მოაწეროთ ხელი საბუთებს, დოკუმენტებს.

24 ნოემბერს მარსი დაძაბულ ასპექტს ქმნის მთვარის კარმულ კვანძებთან - უმოქმედოდ ვეღარ იქნებით, უნდა ჩამოყალიბდეთ სად და როგორ ცხოვრობთ ან სად და როგორ გინდათ ცხოვრება; ვისთან ერთად?

25 ნოემბერს მორიელში მყოფი ვენერა მერკურის შეუერთდება, სასიამოვნო შეხვედრა და საუბარი გელოდებათ. მოიმატებს პოზიტიურობა, ჰარმონიულობა. აი, 28-ში ვენერა ლილიტს ჩაეხუტება - არ გააფორმოთ საბუთები, დოკუმენტები, ნუ ენდობით სხვის ნათქვამს, განსაკუთრებით როცა ხვდებით, რომ გეპირფერებიან.

30-ში ვენერა მშვილდოსანში გადავა - გაგიუმჯობესდებათ საცხოვრებელი პირობები, დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. მშვიდად მოგვარდება რემონტთან, უძრავი ქონების ყიდვასთან, სახლის მოლამაზებასთან დაკავშირებული საკითხები.

  • თხის რქისთვის

2 ნოემბერს ვენერა კონფლიქტშია იუპიტერთან - არ მისცეთ არც მეგობარს და არც საყვარელ ადამიანს თქვენით მანიპულირების უფლება. თავად კი ეცადეთ, რომ საქმე და ფიქრები ერთ რამეზე იყოს მომართული და ისე არ იყოს, რომ ერთს აკეთებდეთ და მეორეზე ფიქრობდეთ.

4 ნოემბერს მარსი დაუპირისპირდება ურანს - თვის პირველი რთული დღეა. შეფერხებები, მოულოდნელობები იქნება და ფრთხილად კოლეგებთან, კლიენტებთან, შეიძლება შეიცვალოს გეგმა, შეთანხმება. გადაიდოს შეხვედრები. ფრთხილად ელექტრონივთებთან. მოერიდეთ საკუთარი თავის ჭამს. დაალაგეთ თქვენი საქმეები, ურთიერთობები, მაგრამ ჯერ თქვენთვის ჩამოყალიბდით, ჯერ აქტიურად მოქმედების დრო არაა.

5 ნოემბერს - სავსემთვარეობა გველოდება კუროში - პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებისთვის მოემზადეთ. შეიძლება გაიგოთ, რომ შვილი გეყოლებათ ან შვილები გაგახარებენ თავიანთი ამბებით. თუ შემოქმედებითი ადამიანი ხართ, შეიძლება წარმატება მოგიტანოთ თქვენმა ნამუშევარმა. უარი არ თქვათ წვეულებაზე მიწვევაზე, სწორად აქ შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელთანაც ან საქმიანი, ან პირადი კავშირით გადაიკვეთებით.

6 ნოემბერს ვენერა გადავა მორიელში, სადაც დარჩება 30 ნოემბრამდე - სასიყვარულო ურთიერთობა შეიძლება გააბათ მეგობართან. სასიამოვნო შეხვედრა გელოდებათ მეგობრებთან. შეიძლება მეგობრებთან ერთად დაიწყოთ რაღაც პროექტზე მუშაობა. ზოგიერთი კი შეიძლება რაღაც ჯგუფის, გუნდის წევრი გახდეთ.

8 ნოემბერს ურანი დაუბრუნდება კუროს 2026 წლის 26 აპრილამდე - ისევ თქვენი სასიყვარულო სფეროა აქტუალური და აქ გელოდებათ მოულოდნელობები. ვერ ვიტყვი, რომ ეს სიახლეა თქვენთვის, რადგან ურანი კუროში, 2018 წლიდან ბობოქრობდა. ცვლილებები და მოულოდნელობები გელოდებათ შემოქმედებით საქმიანობაში (შეიძლება ახლი ჰობი გაიჩინოთ), ბავშვების თემაში.

9-დან 29 ნოემბრამდე მერკური რეტროგრადული გახდება - გადახედეთ იმის, რაც იყო, რამაც შეგაფერხათ, ახლა უნდა გამოასწოროთ, გადააკეთოთ, ეს ეხება საბუთებსაც, საქმესაც, ურთიერთობებსაც. უნდა გააქტიურდეთ სოციალურ ქსელებში, მაგრამ ძველი შეცდომების გამოსწორების, გააზრების შემდეგ.

12 ნოემბერს რეტროგრადული მერკურისა და მარსის შეერთება გველოდება. ჩამოწერეთ გეგმა, რომელსაც თქვენი დაბადების დღის შემდეგ განახორციელებთ. მხოლოდ გაიაზრეთ, მაგრამ ახლა არაფერი არ მოიმოქმედოთ.

ამავე დღეს, 12 ნოემბერს იუპიტერი რეტროგრადულ სვლაში გადადის 2026 წლის 11 მარტამდე - დაბრუნდით უკან და დაფიქრდით, რა შანსები გაუშვით პირად და საქმიან ურთიერთობებში, რა უნდა გამოასწოროთ. ახლა დროა, რომ მიხვდეთ თქვენს შეცდომას და დაიწყოთ მისი გამოსწორება. შეიძლება გადახედოთ ბავშვების სწავლასაც და რაღაც შეცვალოთ.

19 ნოემბერს მერკურის უპირისპირდება ურანი - კიდევ ერთი დაძაბულია დღეა (პლუს/მინუს 2-3 დღე), მოულოდნელობებისა და აგრესიულობის, შეიძლება წესების დარღვევა მოგინდეთ. მოერიდეთ აჩქარებას, იმპულსურობას. ნუ გაიფუჭებთ დამოკიდებულებას მეგობრებთან, თანამოაზრეებთან, ჯგუფის, გუნდის წევრებთან. შეიძლება პარტნიორს წაეჩხუბოთ ბავშვების მომავლის გამო. ფრთხილად ელექტრონივთებთან და არ დაარღვიოთ წესები, განსაკუთრებით ავტომობილის მართვის დროს.

20 ნოემბერს ახალმთვარეობა გველოდება მორიელში - სოციალურად უნდა გააქტიურდეთ. შეიძლება ახალი მეგობრები გაიჩინოთ ან შემოგთავაზონ ახალი სამსახური. ზოგიერთი და-ძმებთან ერთად სადმე გაემგზავრებით. არაა გამორიცხული, ინტერნეტით შეიძინოთ ახალი ნივთები. ჩამოწერეთ ახალი გეგმა, მიზანი, რასაც თქვენი დაბადების დღის შემდეგ განახორციელებთ.

21 ნოემბერს მერკური ლილიტს შეუერთდება (შავი მთვარე) - ისევ ფრთხილად უნდა იყოთ, რომ არავინ მოგატყუოთ არც ინტერნეტში და არც მეგობრებმა. ნუ შეიძენთ იმას, რასაც არც ჩაიცვამთ და ვერც გამოიყენებთ.

24 ნოემბერს მარსი დაძაბულ ასპექტს ქმნის მთვარის კარმულ კვანძებთან - უმოქმედოდ ვეღარ იქნებით, უნდა ჩამოყალიბდეთ რა უნდა ისწავლოთ, რა მიმართულებით უნდა განვითარდეთ ან უცხოეთში წასასვლელად რა დაგჭირდებათ. გადახედეთ, რის შესწავლამ მოგიტანათ შედეგი და ახლა რა უნდა მოიმოქმედოთ.

25 ნოემბერს მორიელში მყოფი ვენერა მერკურს შეუერთდება, სასიამოვნო შეხვედრა და საუბარი გელოდებათ. მეგობრებთან საუბარი სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებთ. მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებას. კარგი იქნება საკუთარი თავის რეკლამირებაც ან თუ ონალაინმაღაზია გაქვთ, მისი გაპოპულარულება.

28-ში ვენერა ლილიტს ჩაეხუტება - აი, ამ დღეს კი ფრთხილად უნდა იყოთ, შეიძლება ვიღაცამ ბოროტად ისარგებლოს თქვენი კეთილგანწყობით და შეგიყვანოთ შეცდომაში. შემოთავაზებებს და დაპირებებს ნუ ენდობით, ნურც ახალგაცნობილ ქალებს. მოერიდეთ სილამაზის პროცედურების ჩატარებას.

30-ში ვენერა მშვილდოსანში გადავა - მოგინდებათ დასვენება, განმარტოება. ზოგიერთმა შეიძლება ფარული სასიყვარულო ურთიერთობა გააბათ ან შემოსავლის ახალი წყარო გაიჩინოთ, თუნდაც შემოქმედებით საქმიანობიდან.

ასტროლოგი ანა მზიანი