ავტორი:

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი - "ცისფერი სავსემთავრეობა" და იშვიათი მოვლენები, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებას შეცვლის

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი - "ცისფერი სავსემთავრეობა" და იშვიათი მოვლენები, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებას შეცვლის

სექტემბერიც გადავაგორეთ, თითქოს, ყველა უსიამოვნო მოვლენა უკან მოვიტოვეთ, მაგრამ არც ისე მარტივადაა ყველაფერი, წინ კიდევ ბევრი საინტერესო მოვლენა გველოდება. დღეს ოქტომბერი განვიხილოთ. როგორც წესი, თითო თვეში 5 ან 7 მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს ხოლმე, მაგრამ ამჯერად გაცილებით მეტი გვექნება. თუნდაც იმიტომ, რომ ოქტომბერში ორი სავსემთვარეობა გველოდება. ასეთი მოვლენა იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება, დაახლოებით 2 წლის წინაც ასე იყო. თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით. თანაც, სწორედ ოქტომბერში იცვლის ლილიტი ადგილმდებარეობას (დაახლოებით 9 თვეში ერთხელ), კუროში გადადის და ახალი ვნებათაღელვისთვის უნდა მოვემზადოთ.

  • ოქტომბრის ასტროლოგიური მოვლენების მოკლე ანონსი ასე გამოიყურება:

ოქტომბერი სავსემთვარეობით დაიწყება: 2-ში ვერძის ათ გრადუსში, 1:05-ზე.

პლანეტა ვენერა 2 ოქტომბერს ესტუმრება ქალწულის ნიშანს და იქ დარჩება 28-მდე.

4 ოქტომბერს პლანეტა პლუტონი გაასწორებს მოძრაობას და რეტროგრადულიდან დირექტულ სვლას დაუბრუნდება.

14 ოქტომბერს მერკური გახდება რეტროგრადული (უკანმავალი) 3 ნოემბრამდე მორიელის ნიშანში.

ახალმთვარეობას ველოდებით 16 ოქტომბერს 23:30-ზე სასწორის 24 გრადუსში.

შავი მთვარე - ლილიტი კუროში გადავა 21 ოქტომბერს .

ვენერა სასწორში გადაინაცვლებს 28 ოქტომბერს და აქ დარჩება 21 ნოემბრამდე.

დაბოლოს, 31 ოქტომბერს , 18:49-ზე კუროს მე-9 გრადუსში ველოდებით მთვარის მეცამეტე "ცისფერი მთვარის" სავსემთავრეობას.

  • ახლა კი ცოტა ვრცლად:

მზე 23 ოქტომბერამდე სასწორის ზოდიაქოშია. აქვე გილოცავთ ყველა სასწორს დაბადების დღეს. მთელი თვე უნდა მივუძღვნათ ისეთი თემების გაუმჯობესებას, როგორებიცაა: სიყვარული, ქორწინება, პარტნიორობა, ჰარმონია, კონსულტირება, ბალანსი ქალურსა და მამაკაცურს შორის, პარტნიორობა საქმიან ან სასიყვარულო სფეროში . სასწორი ასტროლოგიაში ამ თემებს განაგებს. იყავით ჰარმონიული საკუთარ თავთანაც და გარშემო მყოფებთანაც.

თვე სავსემთვარეობით დაიწყება - 2 ოქტომბერს ვერძის ათ გრადუსში, 1:05 საათზე. როგორც უკვე იცით, ამ დღეს მზე და მთვარე ერთმანეთის საპირისპირო ნიშნებშია განლაგებული: მზე სასწორში, ხოლო მთვარე - ვერძში. ემოციები პიკზეა, დაძაბული ასპექტებიც გვაქვს, ამიტომ, მაქსიმალურად მშვიდი, დისციპლინირებული უნდა იყოთ. სავსემთვარეობის პარალელურად კარგი იქნება, თუ გადახედავთ მიმდინარე საქმეებს და გამოასწორებთ დაშვებულ შეცდომებს, ამაში რეტროგრადული მარსი შეგიწყობთ ხელს.

სიყვარულისა და სილამაზის პლანეტა ვენერა 2-28 ოქტომბერს ქალწულის ზოდიაქოში იქნება. ვენერა ქალწულში კარგ პოზიციაში არაა, მაგრამ არის აკურატული, სტერილური. კარგი იქნება, თუ ჩაიტარებთ კოსმეტიკურ და სამედიცინო პროცედურებს, მაგრამ არანაირი ქირურგიული ჩარევა და ნემსების გაკეთება. მეტად იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, გაიკეთეთ მასაჟი. გარდა ამისა, სამსახურში, იმ გუნდთან, რომელთან ერთადაც მუშაობთ, გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება და ზოგიერთი პირადი მონაცემის გათვალისწინებით, შეიძლება კოლეგებთან რომანიც კი გააჩაღოთ. ან სამედიცინო ცენტრში გაიცნოთ საბედო.

4 ოქტომბერიდან პლანეტა პლუტონი დირექტული გახდება. ახლა პლუტონი თხის რქის ზოდიაქოშია. აქ დარჩება 2026 წლამდე და ბევრ რამეზე მოახდენს გავლენას. მასთან ერთად არიან სატურნი და იუპიტერი და სწორედ ამ სამეულის ბრალია, ის, რაც ახლა სამყაროში ხდება. პლუტონი ტრანსფორმაციაზეა პასუხისმგებელი ცვლილებებია მოსალოდნელი ძველ სტრუქტურებში, მაღალ ეშელონებში, საზღვრებში . პლუტონი ორ ნიშანის ვერძისა და მორიელის სიმბოლოა. ის კრიზებსა და ექსტრემალურსაც მართავს. პლუტონი მოგაცილებთ ყველაფერ იმას, რამაც საკუთარი თავი ამოწურა. ყურადღება მიაქციეთ იმ სფეროებს, რომელსაც თქვენს პირად რუკაში პლანეტა პლუტონი მართვს.

პლანეტა მარსზე ვთქვათ ორი სიტყვა. დაიმახსოვრეთ, ოქტომბერში სამ მნიშვნელოვან ასპექტს გააკეთებს: 9 ოქტომბერს "წაეჩხუბება" პლუტონს, 19-ში იუპიტერს და 14-ში დაუპირისპირდება მზეს. მარსი ომის, აგრესიული პლანეტაა, პლუტონზე უკვე ვთქვი და მათი დაპირისპირება კარგს არაფერს მოგვიტანს. განსაკუთრებით შეიძლება გამძაფრდეს უკვე არსებული კონფლიქტები. ამიტომ, ეცადეთ, ამ 10 დღეს მაქსიმალურად შეიკავეთ თავი აგრესიისგან, რისხვისგან.

14 ოქტომბერიდან მერკური რეტროგრადული გახდება სამ ნოემბრამდე. მორიელის მე-12 გრადუსიდან დაბრუნდება სასწორის ზოდიაქოში, 26-ე გრადუსში და მერე, როცა სვლას გაასწორებს, ისევ გადავა მორიელში. გაიხსენეთ, შარშანდელი ეს პერიოდი, როცა მერკური რეტროგრადული იყო ისევ ამ ნიშნებში. რა მოხდა მაშინ? იქნებ რაღაც საქმეს, ადამიანებთან დამოკიდებულებას უნდა გადახედოთ. გირჩევთ, საკუთარ თავს მეტად ჩაუღმავდეთ . გაერკვეთ თქვენს თავში, სულიერ მოთხოვნებში. კიდევ ერთხელ უნდა შეგახენოთ, რომ რეტროგრადული მერკურის პერიოდში არ ღირს კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა.

16 ოქტომბერს ახალმთვარეობას ველოდებით 23:30-ზე სასწორის 24 გრადუსში. თავიდანვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ დაძაბული დღეა. მოიმატებს კონფლიქტურობა. მაგრამ ის, რასაც ამ დღეს გააკეთებთ ან იფიქრებთ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომავალშიც ეცადეთ, მაქსიმალურად კორექტული იყოთ. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან. არ გირჩევთ ამ დღეს სურვილების ჩაფიქრებას.

21 ოქტომბერს ლილიტი კუროს ზოდიაქოს ესტუმრება და იქ დარჩება 2021 წლის 18 ივლისამდე. ერთი მხრივ შეგვეძლება, შვებით ამოვისუნთქოთ, რადგან ლილიტი აგრესიული და მებრძოლი ვერძიდან გადის, მაგრამ მეორე მხრივ უნდა გავფრთხილდეთ, რადგან კურო არის პასუხისმგებელი მატერიალურ და ფინანსურ საკითხებზე, თანაც მას ახლა მოულოდნელობების პლანეტა ურანი სტუმრობს, რომელმაც საბანკო სფეროებზე უკვე მოასწრო გავლენის მოხდენა, საინტერესოა, რა მოხდება, როცა ლილიტი და ურანი შეერთდებიან და მათ მარსიც შეუერთდებათ (მარსი ვერძიდან გამოსვლის შემდეგ, დაახლოებით 2021 წლის იანვრის პირველ დეკადაში, კუროს მიაშურებს). თუმცა ამის შესახებ მოგვიანებით ვრცელ მასალას მოვამზადებთ, რას მოუტანს ლილიტი თითოეული ნიშნის წარმომადგენელს.

28 ოქტომბერს ვერნერა საკუთარ ნიშანში - სასწორში გადავა და აქ დარჩება 21 ნოემბრამდე. აქვე გეტყვით, რომ თუ ქორწინება გაქვთ გადაწყვეტილი, ყველაზე კარგი პერიოდია 28 ოქტომბრიდან 21 ნოემბრამდე გარდა 3, 7, 14 ნოემბრისა. მაგრამ თუ სურვილი გექნებათ ან პირად რუკაში გაქვთ მინიშნება, მარსის რეტროგრადული ფაზიდან გამოსვლასაც დაელოდეთ. შეგახსენებთ, რეტროგრადული (უკუ) სვლიდან მარსი მხოლოდ 14 ნოემბერს გამოვა.

ოქტომბრის მოვლენები დასრულდება 31-ში, როცა "ცისფერის მთვარის" სავსემთვარეობა მოხდება. ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, ბოლოს ასეთი 2018 წლის იანვარსა და მარტში გვქონდა. რატომაა "ცისფერი" ამას ასტროლოგიური დატვირთვა არ აქვს, უბრალოდ არსებობს ასეთი ინგლისური გამოთქმა: Once Upon a Blue Moon ანუ დღე, რომელიც იშვიათად დგება და ამ დღეს შეიძლება შეუძლებელიც კი მოხდეს . სავსემთვარეობა, როგორც უკვე ვთქვით, იქნება კუროს ზოდიაქოში, მე-9 გრადუსში. კუროშია მოულოდნელობების პლანეტა ურანი, იქ იქნება ლილიტიც, ამას ემატება ზოგიერთი პლანეტის ასპექტიც, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ექსტრაორდინარულ , ჯადოსნურ მოვლენებს უნდა დაველოდეთ . გახსოვდეთ, რომ თქვენს სიტყვებსა და ქმედებებს განსაკუთრებული დატვირთვა ექნებათ.

ბოლოს, კიდევ ერთხელ გირჩევთ, ამ დღეს და მთელი თვის განმავლობაში, ეცადოთ, თქვენი ენერგია სწორ, მართალ მოვლენებზე მიმართოთ, სწორად გამოთქვათ თქვენი აზრები, იყოთ მომართული პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებაზე და ჰარმონია გქონდეთ საკუთარ თავთანაც და ახლობლებთანაც.

ბედნიერ ოქტომბერს გისურვებთ.

"ბევრი ფარული ამბის გამჟღავნებას უნდა ველოდოთ" - რას წერს ასტროლოგი ოქტომბრის ბოლომდე მოსალოდნელ მოვლენებზე და რა რჩევას აძლევს ზოდიაქოს ნიშნებს

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი - რა მოუმზადეს ზოდიაქოს ნიშნებს ვარსკვლავებმა?

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებთ ოქტომბერში და ვის რა რჩევას აძლევენ ასტროლოგები - მთვარის მომდევნო თვის პროგნოზი