ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულისთვის: იპოვით ინოვაციურ გზებს მიმდინარე პრობლემების გადასაჭრელად

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულისთვის: იპოვით ინოვაციურ გზებს მიმდინარე პრობლემების გადასაჭრელად

თვის ზოგადი ტენდენციები

რუტინული, ერთფეროვანი ცხოვრება, შეიძლება დამთრგუნველი იყოს, მაგრამ ახლა ცვლილებების დრო არ არის. რადგან ამ თვეში ცვლილებები შეიძლება უფრო მავნეც კი იყოს, ვიდრე სასარგებლო, შეიძლება იყოს ფინანსური დანაკარგებიც. თქვენი ანალიტიკური უნარები უდავოდ დაგეხმარებათ სირთულეების დაძლევაში. ეცადეთ, დაზოგოთ ენერგია, რომელიც შესაძლოა შემცირდეს შემოდგომის პერიოდში.

მოერიდეთ კონფლიქტებს საყვარელ ადამიანებთან, რადგან ისინი შეიძლება დამატებითი სტრესის წყაროდ იქცნენ. ეს იქნება ნამდვილი მეგობრების ყალბი მეგობრებისგან გარჩევის დრო. დააკვირდით თქვენს დიეტას და განსაკუთრებით შეეცადეთ შეზღუდოთ ალკოჰოლის მოხმარება.

მათთვის, ვინც მარტოხელაა, ოქტომბერი შეიძლება იყოს ხელსაყრელი თვე სიყვარულის საპოვნელად. მოულოდნელი შეხვედრა შეიძლება ფლირტში და მოგვიანებით რომანში გადაიზარდოს. თუმცა, მოერიდეთ აჩქარებას, შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

სამუშაო, ფინანსები და ბიზნესი

ოქტომბერში, მზე პირველი სამი კვირის განმავლობაში თქვენი ფინანსების სახლს გაივლის. შემდეგ კი კომუნიკაციისა და მოგზაურობის სექტორში გადადის. ამიტომ, ოქტომბერი, სავარაუდოდ, აქტიური და დინამიკური იქნება.

ბევრი ქალწული ფინანსურ საკითხებზე იქნება ორიენტირებული. ზოგი დამატებით შემოსავალს იპოვის, ზოგი ბონუსს მიიღებს, ან ხელფასის მომატებას მოითხოვს. ზოგს სესხს დაუმტკიცებენ ან საჩუქარს მიიღებს. ზოგს კი დახარჯვის ნაცვლად მეტის დაზოგვა მოგინდებათ. თავს უფრო დაცულად იგრძნობთ, თუ ანგარიშზე გარკვეული თანხა გექნებათ. კიდევ უფრო პრაგმატული გახდებით, ზოგისთვის კი - ძუნწიც.

მერკური თითქმის მთელი ოქტომბრის განმავლობაში თქვენი კომუნიკაციის სექტორში იქნება. სიმშვიდე, მეთოდურობა და მოთმინება დაგეხმარებათ თქვენი მიზნებისკენ სტაბილურად სვლაში. მესამე დეკადაში ყურადღება კონტაქტებისა და მოგზაურობის გაზრდაზე გადაინაცვლებს. იპოვით ინოვაციურ გზებს მიმდინარე პრობლემების გადასაჭრელად. ეს ხელსაყრელი დროა სასარგებლო კავშირების დასამყარებლად და მივლინებისთვის.

გაგიადვილდებათ ინფორმაციის მიწოდება ოპონენტებისთვის; ოსტატურად დაამტკიცებთ თქვენს აზრს და წარმოადგენთ საჭირო არგუმენტებს. კარგი პერიოდია მოლაპარაკებებისთვის, გარიგებების დადების, გაყიდვებისა და მოსაზრებების გაცვლისთვის. გუნდში კარგად იმუშავებთ; სასარგებლო იქნება სანდო ადამიანებისგან რჩევების მიღება. ასევე კარგი დროა თვითგანათლებისთვის ან სასწავლო კურსებზე ჩასაწერად. შესაძლოა, და-ძმები ან მეზობლები დაგეხმარონ სამუშაოსთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის მოგვარებაში.

შესაძლოა, იპოვოთ სამსახური სახლთან ახლოს ან გადახვიდეთ ისეთ პოზიციაზე, სადაც საყვარელი ადამიანები მუშაობენ. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები ფინანსურ სფეროში, განსაკუთრებით თვის მეორე ნახევარში. შთაგონება და თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში.

ოჯახი, რომანტიკა და ფლირტი

ოქტომბერში ვენერა თქვენს ნიშანშია, რაც განსაკუთრებულ ხიბლსა და მიმზიდველობას მოგანიჭებთ. განაახლებთ გარდერობს, შეიცვლით იმიჯს. საპირისპირო სქესის ყურადღებას მიიპყრობთ. ერთი შეიძლება არ შეეფერებოდეს თქვენს სიმაღლეს, მეორე - აღნაგობას, მესამე - ინტელექტს, მეოთხე - ფინანსურ დონეს. მაგრამ თუ დაწყვილება გსურთ, მოერიდეთ კრიტიკას პოტენციური პარტნიორების მიმართ. შესაძლოა, საინტერესო ადამიანი თქვენ წრეშიც კი აღმოჩნდეს. ან სთხოვეთ მეგობრებს, გაგაცნონ.

ოქტომბრის მეორე ნახევარში უფრო პრაქტიკული ნივთებით, გემრიელი საკვებით, ლამაზი ტანსაცმლით, მასაჟითა და აბაზანებით დატკბებით. ყველაფერი, რასაც არა მხოლოდ სარგებელი, არამედ სიამოვნებაც მოაქვს.

წყვილში შეიძლება გაუგებრობები და კამათი იყოს იმის გამო, რომ გინდათ უფროსის როლი ითამაშოთ და ბრძანებები გასცეთ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ საყვარელი ადამიანები არ არიან დაქვემდებარებულები და ასეთი რამ მათთან არ გამოდგება. პირიქით, მეტი დრო გაატარეთ პარტნიორთან. წადით შოპინგზე, მოინახულეთ სხვადასხვა ადგილი, სადაც უგემრიელეს კერძებს დააგემოვნებთ.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

ოქტომბერში მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ საკუთარ კეთილდღეობას. შესაძლოა, ენერგიის ნაკლებობა გქონდეთ. თუ აპათია და არაფრის კეთების სურვილი არ გექნებათ, მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას. კარგი იქნება, ენდოკრინოლოგთან კონსულტაცია. ზოგადად ყელი მოსაფრთხილებელია. თბილად უნდა ჩაიცვათ, რომ არ გაცივდეთ.

ნუ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას, გადაღლილობამდე იმუშაოთ. ხშირად იყავით სუფთა ჰაერზე. ფეხით სიარული კი ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ და უფრო აქტიურს გაგხდით. თუ გაქვთ ბაღი ან აგარაკი, იქ მუშაობაც სასარგებლო იქნება თქვენი ჯანმრთელობისთვის. უბრალოდ, დააკვირდით თქვენს კეთილდღეობას. თუ დაღლილობას გრძნობთ, შეწყვიტეთ მუშაობა.

შეზღუდეთ ისეთი საკვების მიღება, რომელიც უარყოფითად მოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე, როგორიცაა ცხიმები და ალკოჰოლი.