ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი კუროსთვის: პროფესიული პრობლემების გადაჭრისას მოერიდეთ ზედმეტ ზეწოლას

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი კუროსთვის: პროფესიული პრობლემების გადაჭრისას მოერიდეთ ზედმეტ ზეწოლას

თვის ზოგადი ტენდენციები

ემოციურმა არასტაბილურობამ შეიძლება შფოთვა და სტრესი გამოიწვიოს, რაც გავლენას მოახდენს თქვენს ოჯახურ ცხოვრებასა და სამსახურებრივ ურთიერთობებზე. ამიტომ აკონტროლეთ საკუთარი თავი. ოქტომბერი ფინანსური სტაბილურობის თვეა. შეეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რათა თავი დაიცვათ წარუმატებლობისგან, რამაც შეიძლება თქვენი ფსიქოლოგიური სტაბილურობა დაარღვიოს. ზოგიერთი აღმოაჩენთ ახალ შესაძლებლობებს საკუთარ თავში. გადალახავთ წარუმატებლობებს და მიიზიდავთ ახალ გულშემატკივრებს, რომლებიც მოხიბლულნი იქნებიან თქვენი არაჩვეულებრივი ქარიზმით.

თვის დასაწყისში რეკომენდებულია აქტიურობა სოციალურ ცხოვრებაში. შეეცადეთ დაესწროთ სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც პროფესიული კონტაქტების დამყარების შესაძლებლობას მოგცემთ. ისარგებლეთ ყველა ამ შესაძლებლობით თქვენი უნარების გასაუმჯობესებლად და სოციალური წრის გასაფართოებლად. კარგი იქნება სასწავლო ან კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების გავლას.

ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება; დამსახურებულ მოგებას მიიღებთ. ეს მიგახვედრებთ, რომ ყველაფერს სწორად აკეთებთ.

სამუშაო, ფინანსები და ბიზნესი

ოქტომბრის პირველ სამ კვირაში აღსავსე იქნებით ძალითა და ენერგიით, რათა ნაყოფიერად იმუშაოთ, მიაღწიოთ იმას, რაც გსურთ თქვენს კარიერაში. რა თქმა უნდა, ყველა წამოწყება, მიმდინარე პროექტი ან საქმე სასურველ შედეგს არ მოგცემს. სამწუხაროდ, ზოგიერთი სრულიად უპერსპექტივო აღმოჩნდება. იპოვეთ ურთიერთგაგება კოლეგებთან, თუ ვინმესთან ნაჩხუბარი ხართ, შეეცადეთ როგორმე მოაგვაროთ ეს კონფლიქტი. შესაძლოა, მომავალში კვლავ დაგჭირდებათ ამ ადამიანის მხარდაჭერა.

თქვენს საქმიანობაში უნდა გაამახვილოთ ყურადღება მცირე დავალებებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება შეცდომები, რაც ბევრი რამის ხელახლა გაკეთებას მოითხოვს. პროფესიული პრობლემების გადაჭრისას მოერიდეთ ზედმეტ ზეწოლას. ეცადეთ, თქვენი იდეები და არგუმენტები გონივრულად გადმოსცეთ. შეგიძლიათ უფროსს ხელფასის მომატება მოსთხოვოთ, მაგრამ ესეც ტაქტიანად უნდა გააკეთოთ.

ოქტომბერი თქვენს ყურადღებას იმ ადამიანებთან ურთიერთობაზე გაამახვილებს, რომლებთანაც პროფესიული მოვალეობების შესრულებისას ურთიერთობთ. ამ თვეში კარგია სასარგებლო ნაცნობების წრის გაფართოება, სპეციალიზებულ ღონისძიებებზე დასწრება, კოლეგებთან შეხვედრების ორგანიზებაც კი, რათა კიდევ უფრო მეტად მოიგოთ მათი გული.

ეს პროდუქტიული დროა მათთვის, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია სამართალთან, კონსულტაციასთან, გაყიდვებთან, ჟურნალისტიკასთან, რეკლამასთან. ახლა თქვენთვის უფრო იოლი იქნება უცნობებთან კონტაქტი, მოლაპარაკებები და თვითპრეზენტაცია.

კომუნიკაცია უაღრესად მნიშვნელოვანია სამსახურში სასურველი შედეგების მისაღებად. ამიტომ, იყავით მეგობრული და დიპლომატიური, რათა დაამყაროთ ურთიერთობები სწორ ადამიანებთან.

ოქტომბერში შემოსავალი სტაბილური იქნება, ზოგი დამატებით შემოსავლის წყაროსაც კი იპოვის.

ოჯახი, რომანტიკა და ფლირტი

ოქტომბრის პირველი ნახევარი უფრო დატვირთული იქნება სხვადასხვა რომანტიკული მოვლენით. ეს შეიძლება იყოს ნაცნობობა, პაემნები, სასიამოვნო საჩუქრები და სიურპრიზები. ნაცნობობა შეიძლება მოხდეს გასართობ, ხალხმრავალ ადგილებში. თუ დაკავებული ხართ სპორტით, შემოქმედებით, მაშინ ეს შეიძლება იყოს მიზეზი საინტერესო ადამიანის გასაცნობად.

თუმცა, ყველა არ მოისურვებს სერიოზულ ურთიერთობას. ზოგიერთი საკმაოდ კმაყოფილი იქნება ფლირტით, არასავალდებულო კავშირით. შეიძლება იყოს მოკლე, ნათელი რომანები, რომლებსაც მოგვიანებით სითბოთი გაიხსენებთ.

მათთვის, ვინც ურთიერთობაშია, ეს შეიძლება იყოს სასიამოვნო პერიოდი, მაგრამ იმ პირობით, რომ ამისთვის ძალისხმევას გამოიჩენთ. ერთად წადით კულტურულ ღონისძიებებზე, ეწვიეთ, შეხვდით მეგობრებს. იყავით ღია კომუნიკაციისთვის. გაატარეთ მეტი დრო შვილებთან. ეს ხელსაყრელი დროა ერთობლივი მოგზაურობისა და გართობისთვის.

14 ოქტომბრიდან რომანტიკა იკლებს და პრაქტიკულობა, სარგებლიანობა მოიმატებს. შეიცვლება მარტოხელა კუროს მიდგომა პოტენციური რჩეულის არჩევის მიმართ. თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, როგორ მართავს ის ოჯახს, იცის თუ არა საჭმლის მომზადება, მოვლა, ზრუნვა თქვენზე, შეგიძლიათ თუ არა მასზე დაყრდნობა. ამ დროს შეგიძლიათ დაიწყოთ საოფისე რომანი, შეხვდეთ ვინმეს კლინიკაში, ძაღლის გასეირნებისას.

დაოჯახებულებისთვის დრო უფრო შესაფერისია ყოველდღიური საკითხების გადასაჭრელად. კარგი იქნებოდა ოჯახური საკითხების ერთად მოგვარება.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

ოქტომბერში ორგანიზმში ნებისმიერი ცვლილება ყურადღებას მოითხოვს. განსაკუთრებით, თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ. თუ თავს ცუდად გრძნობთ, მიმართეთ ექიმს, ნუ ჩაიტარებთ თვითმკურნალობას. ნუ ეწვევით ხალხმრავალ ადგილებს. იმუნიტეტი შეიძლება დაქვეითდეს და ვირუსი იოლად მოგერიოთ. აუცილებელია დიეტის დაცვა, ალკოჰოლზე უარის თქმა. შოპინგის დროს ყურადღება მიაქციეთ პროდუქტების ვადებს. არსებობს ვადაგასული საკვების შეძენის ალბათობა. ყველაფერში ბალანსი დაიცავით. ეს ფიზიკურ ვარჯიშსაც ეხება. სპორტდარბაზში სიარულის ნაცვლად, შეგიძლიათ სახლში დილაობით ივარჯიშოთ.