დროა, თქვენი ნიჭი სრულად გამოავლინოთ. მხოლოდ მიზანსწარფულობითა და თქვენეული სიჯიუტით დაამტკიცებთ, რომ უფრო მეტს იმსახურებთ. იყავით მომართული პროფესიულ საქმიანობაზე, ბიზნესის გაფართოებაზე. მოერიდეთ ფულის ფლანგვას, მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავზე, სხეულზე ზრუნვას, კარგ შედეგს მოგიტანთ მასაჟი, სპა-პროცედურები.
ბიზნესი, სამსახური
უნდა გამოვლინოთ მეტი პასუხისმგებლობა და შრომისმოყვარეობა. მაგრამ ნურც დასვენებას დაივიწყებთ. ზედმეტი გადაღლილობა უარყოფითდ იმოქმედებს თქვენზე, გაგიფუჭებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. ახლა ყოველდღიური საქმეები მოაგვარეთ და გრანდიოზული გეგმების განხორციელება მომავლისთვის გადადეთ. კარგი იქნება სამსახურებრივი საკითხების მოგვარება, რეორგანიზება. დახვეწეთ საკუთარი ხელობა, ცოდნა. მეტი დაკვირვება გმართებთ დეტალებზე მუშაობისას. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ დამატებითი სამსახურის მოძიებით. თვის ბოლოსკენ გახშირდება საქმიანი შეხვედრები, მოლაპარაკებები. ნუ გადაზრდით მსჯელობას კამათში.
სიყვარული
ყოველდღიური საქმეების გამო შეიძლება რომანტიკისთვის სათანადო დრო ვერ გამონახოთ. შეიძლება საყვარელი ადამიანის მიმართაც გაცივდეთ, თავი შეგახსენოთ ძველმა წყენამ და ამის გამოც დაიძაბოს ურთიერთობა. პარტნიორით უკმაყოფილო კუროებმა შეიძლება ახალი რომანი გააბათ კოლეგასთან. მარტოხელების ცხოვრებაში გახშირდება საინტერესო და რომანტიკული შეხვედრები. ამასთან, დაკვირვებული იყავით, რომ სიყვარულს მოწყურებული აფერისტის მსხვერპლი არ გახდეთ, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს თქვენს მდგომარეობას. ნუ დატოვებთ ბავშვებს უყურადღეობოდ. მათ მეტი მზრუნველობა და ყურადღება სჭირდებათ. დაუმეგობრდით, დაეხმარეთ სირთულეების გადალახვაში.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
ნუ იწუწუნებთ ვალდებულებებისა და საქმეების გამო. ეცადეთ, გამონახოთ დრო საყვარელი საქმიანობისთვის, მიიღოთ მეტი სიამოვნება ცხოვრებისგან. გამონახეთ დრო დასვენებისთვის, ბავშვებთან ერთად განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. არ გირჩევთ სპორტდარბაზში რეკორდების მოხსნას. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და ფიზიკური გადაღლილობა. თუ ქრონიკული დაავადებები გაწუხებთ, დროულად ჩაეწერეთ მკურნალ ექიმთან, მიიღეთ შესაბამის ზომები. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი, მეტად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
9 ოქტომბრის შემდეგ საქმეებისგან დასვენება და განმარტოება მოგინდებათ. უნდა დაიცვათ ბალანსი მუშაობასა და დასვენებას შორის. ზოგიერთები გაიგებთ საიდუმლოს, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს თქვენს ცხოვრებაზე.
25 ოქტომბრის შემდეგ მოგინდებათ პირადი ცხოვრების და არსებული ურთიერთობების გაუმჯობესება. თუ ხვდებით, რომ ადამიანი არ ცდილობს თქვენს დახმარებას და ტვირთად გაწევთ, დროა დაელაპარაკოთ. იყავით დიპლომატიური საქმიანი პარტნიორების მიმართ. შეთანხმებულად იმოქმედეთ.