ავტორი:

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ქალწულებისთვის "გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო"

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ქალწულებისთვის "გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო"

ოქტომბერი ფინანსური საკითხებით დაგამახსოვრდებათ. ფული როგორც ადვილად მოვა თქვენთან, ისევე ადვილად გაფლანგავთ. უამრავი რამე გექნებათ მოსაგვარებელი, რაშიც ფული დაგეხარჯებათ. მოგინდებათ ლამაზი და ძვირად ღირებული ნივთების შეძენა საკუთარი თავისთვის, სახლისთვის. მატერიალური მდგომარეობს გაუმჯობესებას შრომით შეძლებთ. აგრეთვე გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო. გააფორმებთ სარფიან ხელშეკრულებას, რაც ისევ ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტნათ. თუ ოჯახში ძირითადი შემომტანი თქვენ ხართ, გამორიცხული არაა, უსიამოვნებები შეგექმნათ წევრებთან.

ბიზნესი, სამსახური

საუკეთესო დროა ჩანაფიქრების განსახორციელებლად. უნდა მიიღოთ ის, რაზეც ოცნებობდით - კარიერა, დაწინაურება. ისევ და ისევ მომართული იქნებით მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ენერგია ულევი გექნებათ და უამრავი მიმართულებით განვითარებას, საქმის მოგვარებას შეძლებთ. ამასთან, გირჩევთ ცოტა მეტი თავდაჯერებულობა გამოავლინოთ. გარშემო მყოფების შექებაც დადებითად იმოქმედებს თქვენზე. მხოლოდ ისეთ საქმეებს მოკიდეთ ხელი და ისეთი ხელშეკრულებები გააფორმეთ, რაც ფულს მოგიტანთ. კარგი იქნება, თუ ფულს დააბანდებთ სარფიან ბიზნესში, ძვირად ღირებულ ნივთებში. თუ ხვდებით, რომ კარიერული წინსვლისთვის ცოდნა გაკლიათ, დააბანდეთ ფული საკუთარ განათლებაში.

სიყვარული

სახლის მოწესრიგების, მოლამაზების დროა. შეგიძლიათ შეიძინოთ ლამაზი ნივთები, 4 ოქტომბრის შემდეგ - კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. მოგინდებათ, რომ მეუღლემ მეტად უზრუნველგყოთ მატერიალურად. არ გირჩევთ მასთან კამათს ფულის გამო, არც მისი უმოქმედობის გამო. ნუ დასდებთ ბრალს სიზარმაცეში. უმჯობესია, ოჯახის მართვის სადავეები საკუთარ ხელში აიღოთ. ზოგიერთმა შეიძლება ქმრისგან ფული მიიღოთ ძვირად ღირებული ნივთის შესაძენად ან საქმეში დასაბანდებლად. მარტოხელებს რომანტიკული ურთიერთობის დაწყება მოგინდებათ მხოლოდ მატერიალურად უზრუნველყოფილ ადამიანთან, რომელიც ფულს დაგახარჯავთ. ზოგიერთმა დაქორწინება შეიძლება მომავალი მეუღლის ქონების გამო გადაწყვიტოთ.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

ენერგიის მომატებას იგრძნობთ, რაც მოგქოქავთ მეტი აქტიურობისკენ. მაგრამ ამასთან, ნუ დაივიწყებთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. გამოყავით დასვენების, სუფთა ჰაერზე სეირნობის დრო. წესად აქციეთ, უქმეებზე შუადღის ძილი. იზრუნეთ იმუნიტეტის ამაღლებაზე. კარგი იქნება ზომიერი ვარჯიში - სპორტდარბაზში ან დამოუკიდებლად, ცურვა. მიირთვით ჯანსაღი საკვები.

9 ოქტომბრის შემდეგ უნდა გადაიხადოთ გადასახადები, გააფორმოთ კრედიტი. თუ თქვენთვის აქტუალურია, იზრუნოთ მემკვიდრეობის მიღებაზე. ზოგიერთმა შეიძლება განქორწინება და მეუღლესთან ქონების გაყოფა მოინდომონ.

25 ოქტომბრის შემდეგ მეტად უნდა ჩაერთოთ და-ძმების საქმეების მოგვარებაში. გახშირდება მივლინება, პიკნიკები ქალაქგარეთ. აგრეთვე, მიმოწერება, ზარები საქმიან პარტნიორებთან და მეგობრებთან. ზოგიერთი გადაწყვეტთ, სასწავლო კურსებზე ჩაწერას.