ავტორი:

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ქალწულებისთვის: “შესრულებული სამუშაოსთვის ღირსეულ ჯილდოს მიიღებთ“

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ქალწულებისთვის: “შესრულებული სამუშაოსთვის ღირსეულ ჯილდოს მიიღებთ“

მთავარი მოვლენები

ოქტომბერში მზე გეყოლებათ ფულადი სახსრებისა და ქონების სექტორში. თქვენი ფინანსური მდგომარეობა შეიძლება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ამ თვეში. მზე არასდროს არაფერს იძლევა ტყუილად, ის მხოლოდ შესაძლებლობებს იძლევა და თქვენ თვითონ მოგიწევთ მათი გამოყენება. ამ პერიოდში შეიძლება გქონდეთ შემოსავლის რამდენიმე წყარო. ან შეძლებთ გახსნათ საკუთარი ბიზნესი და მიიღოთ შეთავაზება, რომ გადახვიდეთ ახალ სამსახურში უფრო მაღალი ხელფასით. ოქტომბერში გამოიყენეთ ნებისმიერი შესაძლებლობა, დაიწყეთ ნებისმიერი საქმე, რომელსაც შეუძლია თქვენთვის სარგებლის მოტანა. ამ გზით, შეძლებთ გარკვეულ ფინანსურ დამოუკიდებლობას მიაღწიოთ და ცოტა ხნით არ იდარდოთ ფულზე.

სამუშაო და ბიზნესი

მერკური 5-დან 22 ოქტომბრის ჩათვლით იქნება თქვენი ფულისა და ქონების სექტორში. ამ პერიოდში კარგად გაერკვევით, რა აქტივობებმა შეიძლება მოგიტანოთ სარგებელი და რომელ საქმეს არ უნდა მოკიდოთ ხელი მათი სრული უშედეგობის გამო. მოგიწევთ ხელი მოაწეროთ უამრავ ფინანსურ საბუთზე, გადაიხადოთ გარკვეული ვალები, გამოთვალოთ ტრანზაქციის განხორციელების შესაძლო ხარჯები და აღმოაჩინოთ და გამოასწოროთ შეცდომები ფინანსურ ანგარიშებში. 22 ოქტომბრიდან ყურადღებას ოჯახთან ურთიერთობაზე, ინფორმაციის ძიებასა და მოკლე მოგზაურობებზე გადაიტანთ. ამ პერიოდში ცნობისმოყვარეობა და კვლევისადმი მიდრეკილება დაგეხმარებათ ახალი იდეების გენერირებაში, რომელთაგან ბევრი მომავალში განხორციელდება. ეს შეიძლება ეხებოდეს ბიზნესს, სწავლას ან სასურველი კონტაქტების დამყარებას.

სიყვარული და ფული

ვენერა 9 ოქტომბერს და გადმოვა თქვენს ნიშანში. ქალწული შეეცდება შეიკავოს ვნებები და მის პირად ცხოვრებაში განვითარებულ სიტუაციას საღი აზრის პოზიციიდან შეხედოს. ეს რომანტიკულ ურთიერთობებს ნაკლებად ენერგიულს გახდის, მაგრამ საშუალებას მოგცემთ უფრო გონივრულად მიუდგეთ პოტენციური პარტნიორის არჩევანს. ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს შეუძლიათ იპოვონ შესაფერისი კანდიდატი არა ღამის კლუბში, არამედ სამსახურში, სწავლის დროს, საერთო საქმიანობისას. თქვენი ფინანსური მდგომარეობა არანაირ შეშფოთებას არ გამოიწვევს. შესრულებული სამუშაოსთვის ღირსეულ ჯილდოს მიიღებთ, ბოლო დროს კი მოახერხეთ სოლიდური თანხის დაზოგვა, რაც საშუალებას მოგცემთ გაძლოთ გარკვეული დროით, თუნდაც გაუთვალისწინებელი ხარჯები გქონდეთ.

ჯანმრთელობა და აქტივობა

მარსი 12 ოქტომბრამდე იქნება თქვენი ფულისა და ქონების სექტრში. ამ დროს შესაძლოა განსაკუთრებული მფლანგველობა გამოავლინოთ. გაგიჩნდებათ სურვილი შეიძინოთ ყველაზე ძვირადღირებული სპორტული აღჭურვილობა. თქვენ მხოლოდ ელიტური ფიტნეს კლუბები მოგხიბლავთ. მაინც გირჩევთ, გამოავლინოთ გონივრულობა და არ ფლანგოთ ფული! 12-დან მარსი გადავა თქვენი ახლო ნათესავებისა და ინფორმაციის სექტორში. მოიმატებს აზარტულობა და გაგიჩნდებათ სურვილი, საუკეთესო შედეგებს მიაღწიოთ სპორტში. თუმცა, ზომიერება არასდროსაა ზედმეტი.

რაში გაგიმართლებთ ოქტომბერში

ოქტომბერში იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას. ახლა თქვენ დაჟინებით მიიწევთ თქვენი მიზნებისკენ. თუ დამოუკიდებლად იმოქმედებთ, თქვენი მატერიალური შესაძლებლობები გაიზრდება. შემოსავალი დამოკიდებულია თქვენს სურვილებზე, მონდომებაზე, შესაძლებლობებსა და გარეგნობაზეც. გირჩევთ გამოიჩინოთ ჯანსაღი ამბიცია და ოპტიმიზმი.

14 ოქტომბერის შემდეგ იგრძნობთ კომფორტისა და პირადი უსაფრთხოების გაზრდის მოთხოვნილებას. ფინანსური საკითხები, ბიუჯეტის დაგეგმვა და მარტივი, ადვილად მისაღწევი მიზნების დასახვა მოგების გაზრდის ან შენარჩუნებისთვის პირველ ადგილზეა. შეიძლება იყოს ახალი, მოულოდნელი შესაძლებლობები დამატებითი შემოსავლისთვის. ასევე სასარგებლოა თქვენი სახლის გაუმჯობესება, დეკორაციისთვის ნივთების ყიდვა და კოსმეტიკური რემონტის გაკეთება.

28 ოქტომბერის შემდეგ გადახედეთ ადრე მიღებულ ზოგიერთ გადაწყვეტილებას; შეიძლება შეგეცვალოთ რწმენა რაღაცის მიმართ. იზრდება შორიდან მნიშვნელოვანი ამბების თუ დოკუმენტების მიღების ალბათობა. ხოლო გეგმები, რომლებიც მოიცავს გრძელ მოგზაურობებს, შეიძლება მოულოდნელად გაუქმდეს. შეიძლება დაგეძაბოთ ურთიერთობა სხვა ქვეყნის, კულტურის ადამიანთან. გირჩევთ იყოთ ყურადღებიანი და ფრთხილად, თუ მნიშვნელოვან იურიდიულ დოკუმენტებზე აპირებთ ხელის მოწერას.