ავტორი:

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის "გადახვალთ საცხოვრებლად სხვა ადგილას ან მიიღებთ ახალ სამსახურს"

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის "გადახვალთ საცხოვრებლად სხვა ადგილას ან მიიღებთ ახალ სამსახურს"

თუ მოინდომებთ, მიაღწევთ ყველაფერს, რაც მოგესურვილებათ. გლობალური ცვლილებები გელოდებათ საქმიანობაში, პირად ცხოვრებაში, ახლობლებთან ურთიერთობაში. გააქტიურდით, იყავით მიზანმიმართული და მომართული გამარჯვებაზე. უახლოესი ნათესავების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის, ამიტომ, გაიუმჯობესეთ მათთან დამოკიდებულება. მიიღებთ საჭირო ინფორმაციას, რაც მიმართულებას მოგცემთ, უსიამოვნებების გადალახვაში დაგეხმარებათ. შეიძლება საქმიანი ურთიერთობა გააბათ ან საკუთარი ბიზნესი დაიწყოთ. ზოგიერთი დაწინაურდებით, გადახვალთ საცხოვრებლად სხვა ადგილას ან მიიღებთ ახალ სამსახურს. ამასთან, არ გირჩევთ ზედმეტ ამბიციურობას, ლიდერობას, იყავით მოკრძალებული.

ბიზნესი, სამსახური

აქტიურად ჩაერთეთ საქმეებში. დაიწყეთ საინტერესო პროექტების, იდეების განხორციელება. სამსახურში მოაგვარეთ ორგანიზაციული საკითხები, იყავით მეგობრული კოლეგებთან. ზოგიერთი დაიწყებთ ახალ საქმიანობას, ზედმეტი დაბანდების გარეშე, მაგრამ მოგებას მალევე ნახავთ. მთავარია, ერთგული პარტნიორები გყავდეთ და საკუთარი საკეთებელი საქმე სხვას არ მიანდოთ. იყავით დაკვირვებული ციფრების, დეტალებისადმი. აკონტროლეთ კონკურენტების ქმედებები, არავინ არ უნდა გაჯობოთ, შეინარჩუნეთ პირველობა. ზოგიერთი გააფორმებთ სარფიან კონტაქტს, რაც დიდხანს მოგიტანთ სარგებელს. იყავით კრეტიული და მიზანმიმართული. საქმიანი მოლაპარაკებების დროს მხოლოდ ის კი არ უნდა გაიგოთ, რას გეუბნებათ ადამიანი, მისი ფარული ზრახვებიც უნდა გამოიცნოთ.

სიყვარული

მოიმატებს რომანტიკულობა. საყვარელი ადამიანის მიმართ გახდებით მეტად დამთმობი, მზრუნველი და მოსიყვარულე. გახშირდება საინტერესო შეხვედრები, პაემნები და არაფერი გიშლით ხელს, რომ დაწყვილდეთ, თბილი და ტკბილი კავშირი შექმნათ. მთავარია, თავად მოინდომოთ და იაქტიუროთ. გამორიცხული არაა, რომანტიკული ნაცნობობა მოხდეს მგზავრობისას, თუნდაც ავტობუსის გაჩერებაზე. ან მომავალ პარტნიორს მეგობრების გარემოცვაში, სამეგობროში შეხვდეთ. თუ ადრე მეუღლესთან კონფლიქტი გქონდათ, ახლა მშვიდი საუბრით ყველაფერს მოაგვარებთ. ნუ დაივიწყებთ მის განებივრებას საჩუქრებით, სიურპრიზებით. კარგი იქნება, თუ ხშირად დაესწრებით კულტურულ ღონისძიებებს, ერთად გაატარებთ უქმეებს ქალაქგარეთ. კოლეგებთან საერთო პროექტებში ჩაერთვებით და დამეგობრდებით. გაგიუმჯობესებდათ დამოკიდებულება ნათესავებთანაც.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

გახშირდება საქმიანი შეხვედრები, მივლინება. მეტად უნდა იმოძრაოთ, ეს უფრო მეტ ენერგიას შეგმატებთ, ვიდრე პასიურობა. განსაკუთრებით, თუ მჯდომარე სამსახური გაქვთ. შეძლებისდაგვარად მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, ხშირად გაისეირნეთ ბუნებაში, დატკბით შემოდგომის ფერებით. ნუ გაიტანჯავთ თავს ვარჯიშით, მაგრამ რამდენიმე კილოს მოკლება არ გაწყენთ. იარეთ ფეხით, ეს საუკეთესო ვარჯიშია. მოერიდეთ მავნე საკვების, ალკოჰოლის მიღებას. შემოდგომა ალერგიისა და ქრონიკული დაავადებების გამწვავების პერიოდია, ამიტომ, მაქსიმალურად ფრთხილად. ატარეთ ქუდი, მიიღეთ ვიტამინები ხილისა და ბოსტნეულის სახით.

9 ოქტომბრის შემდეგ მიიღებთ შედეგს, პასუხს თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე. დაასრულებთ პროექტებს, თუ დიდი ხმის განმავლობაში საზღვარგარეთ იყავით, შინ დაბრუნდებთ.

25 ოქტომბრის შემდეგ გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ახლო ნათესავებთან. ოჯახი პირველ ადგილზე უნდა დააყენოთ. იზრუნეთ მშობლებზე. გაიუმჯობესეთ საცხოვრებელი პირობები. საოჯახო ვალდებულებების შესრულებაში აქტიურად ჩართეთ ოჯახის წევრებიც.