ავტორი:

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის "საქმეები რომ არ გაიფუჭოთ, იმოქმედეთ თანამოაზრეებთან შეთანხმებულად"

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მშვილდოსნებისთვის "საქმეები რომ არ გაიფუჭოთ, იმოქმედეთ თანამოაზრეებთან შეთანხმებულად"

უნდა გააუმჯობესოთ დამოკიდებულება მეგობრებთან და თანამოაზრეებთან. მოგინდებათ მეტი თავისუფლების შეგრძნება და შეიძლება ზოგიერთს გაგიჭირდეთ წესებსა და განრიგზე დაქვემდებარება. საქმეები რომ არ გაიფუჭოთ, იმოქმედეთ თანამოაზრეებთან შეთანხმებულად. მოერიდეთ ლიდერობას, სხვებისთვის ჭკუის დარიგებას. მეგობრებთან ერთად უფრო მეტ შედეგს მიაღწევთ, ვიდრე მარტო. ნუ იტყვით უარს საინტერესი პროექტში ჩართვაზე, გამოცდილებას პრაქტიკა უფრო მოგიტანთ. თუ რამე არ გამოგივათ, დახმარებისთვის მიმართეთ გამოცდილ ახლობელს. არ გირჩევთ გარშემო მყოფებთან კონფლიქტს, თუნდაც საქმის გამო; გამონახეთ კომპრომისი. მოიგებთ სასამართლო საქმეს, თუ ასეთი აღძრული გქონდათ.

ბიზნესი, სამსახური

თვის პირველ დეკადაში გამოავლინეთ თქვენი ნიჭი, განახორციელეთ ახალი პროექტები, რომლებიც წარმატებას მოგიტანთ. საუკეთესო დროა გასააქტიურებლად, თუ დაწინაურება გსურთ. ხშირად შეხვდით გავლენიან ადამიანებს, ხელმძღვანელობას, გააცანით მათ თქვენი იდეები. გამოიყენეთ თითოეული შანსი და მიღებული ინფორმაცია თქვენი ბიზნესის გასავითარებლად. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, ისინი საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებიან, დაგაფინანსებენ. ოქტომბრის მეორე დეკადიდან გახშირდება საქმიანი შეხვედრები, მოლაპარაკებები. ჩაერთეთ დისკუსიებში, მაგრამ ოპონენტების მოსაზრებებიც დაკვირვებით მოისმინეთ. შეიძლება ხელისშემშლელი ფაქტორებიც გამოჩნდეს, მაგრამ არ გადაუხვიოთ არჩეული გზიდან.

სიყვარული

რომანტიკული ურთიერთობა შეიძლება გააბათ მეგობართან, ადამიანთან, ვისთან ერთადაც საერთო საქმეს აკეთებთ. დაწყვილებულების ცხოვრებაში მეტად დათბება, მოგინდებათ ერთად მუშაობა, საზოგადო საქმიანობაში ჩართვა. ერთად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს და მეგობრულ წვეულებებს. შეიძლება სოციალურ პროექტებშიც ერთად ჩაერთოთ. გაიხსენეთ ის დრო, როცა შეყვარებულები იყავით. თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაფუჭება არ გსურთ, ვალდებულებების გამო მას უყურადღებოდ ნუ დატოვებთ.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

ნუ მიიღებთ მძიმე, მავნე საკვებს. განსაკუთებით, თუ კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები გაწუხებთ. კარგი იქნება, თუ შეამცირებთ სიგარეტის რაოდენობას ან საერთოდ დაანებებთ თავს მოწევას. აგრეთვე მინიმუმადე დაიყვანეთ ალკოჰოლი, კოფეინის შემცველი სასმელები. კარგია ვარჯიში ან ცურვა მეგობრებთან, საყვარელ ადამიანთან, ოჯახის წევრებთან ერთად. სხვათა შორის, მარტოხელებს ფიტნესდარბაზში გელოდებათ რომანტიკული შეხვედრა.

9 ოქტომბრის შემდეგ ზოგიერთი გადაწყვეტს რომანტიკული ურთიერთობის დასრულებას. ან შეიძლება ფლირტი რომანში გადაზარდოთ. დაასრულეთ შემოქმედებითი პროექტები. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად; მათ თქვენი მზრუნველობა და ყურადღება აკლიათ.

25 ოქტომბრის შემდეგ მეტად დაისვენეთ. ზოგიერთი შეიძლება ფოტო და ვიდეო გადაღებამ გაგიტაცოთ. გამონახეთ დრო მივიწყებული ჰობის აღსადგენად.