ავტორი:

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის: "მოგემატებათ ლიდერობის, ხელმძღვანელობს სურვილი"

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის: "მოგემატებათ ლიდერობის, ხელმძღვანელობს სურვილი"

გილოცავთ, მზე თქვენს ნიშანშია. თუ ადრე პირველივე დაძახებაზე სხვების დასახმარებლად გარბოდით, ახლა მთელი ყურადღება საკუთარ თავს უნდა დაუთმოთ. საკუთარი თავი პირველ ადგილზე, საკუთარი ცხოვრების მთავარ როლში უნდა დააყენოთ. პერსპექტიულ გეგმებს მომავლისთვის ნუ გადადებთ. დროა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგათ. მოგემატებათ ძალაც და ენერგიაც, რომ გააქტიურდეთ. დაგებადებათ გენიალური იდეები და ამ თვეში იგრძნობთ, რაოდენ მნიშვნელოვანი და საჭირო ადამიანი ხართ. მოგემატებათ ლიდერობის, ხელმძღვანელობს სურვილი. არ გირჩევთ დროისა და ენერგიის ხარჯვას მცირე, არაფრისმომცემ საქმეებზე. ამასთან, ნუ მიატოვებთ დაწყებულ საქმეებს. მოზღვავებული ენერგია მოგცემთ შესაძლებლობას, რომ გააკეთოთ ის, რაც აქამდე არ გაგიკეთებიათ; ჩაერთოთ მიტინგებსა და დემონსტრაციებში. ისაუბრეთ და იმოქმედეთ თავდაჯერებულად.

ბიზნესი, სამსახური

თვის დასაწყისში ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. მოერიდეთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობას, ვინც გაფერხებთ, ხელს გიშლით წინსვლაში. გაგიჩნდებათ უცხო ადამიანებთან კონტაქტის სურვილი. შეიძლება ფსიქოლოგთანაც კი მოგინდეთ ვიზიტი. თუ ბიზნესით ხართ დაკავებული, შეიძლება საიდუმლო შეხვედრები გამართოთ ან მივლინებაში გაემგზავროთ. ოქტომბრის პირველი დეკადიდან საკუთარი საქმეების გაუმჯობესებაზე იზრუნეთ. მოგინდებათ საკუთარი თავის სხვებისთვის გაცნობა. გამოავლინეთ თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები.

სიყვარული

მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ. იყავით აქტიური, ნუ ჩაიკეტებით შინ, დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. იყავით მზად ლაპარაკისთვის. შეიძლება ადამიანი, ვისთანაც მომავალში რომანს გააბამთ, უკვე თქვენს გარემოცვაშია; დააკვირდით გარშემო მყოფებს. დაწყვილებულებს გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. ხშირად მოაწყვეთ რომანტიკული პაემანი. გაანებივრეთ სიურპრიზებით. თვის ბოლოს ნუ დანიშნავთ მგზავრობას, ნათესავებთან შეხვედრას. ეს დრო დასვენებას დაუთმეთ.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

ოქტომბრის ბოლომდე მზე თქვენს ნიშანშია, მოგემატებათ ენერგია და ხალისი. განსაკუთრებით თქვენი დაბადების დღის შემდეგ. მანამდე კი საკუთარ თავს, ჯანმრთელობას უნდა მიხედოთ. შეიძლება გაგიმძაფრდეთ ქრონიკული დაავადებები. შეგაწუხოთ უძილობამ, განწყობის ცვალებადობამ. ნუ დაივიწყებთ დასვენებას. გაიუმჯობესეთ ძილისა და სუფთა ჰაერზე სეირნობის რეჟიმი. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ ვარჯიშს, ცურვას.

9 ოქტომბრის შემდეგ დაასრულებთ იურიდიული საკითხების მოგვარებას. შეამჩნევთ და გამოვლინდება ის, რაც აქამდე თქვენთვის დაფარული იყო. გაიგებთ, როგორ გექცევიან გარშემო მყოფები. შეყვარებულებმა შეიძლება დაქორწინება, თანაცხოვრება გადაწყვიტოთ.

25 ოქტომბრის შემდეგ გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მოგინდებათ დამატებითი შემოსავლის წყაროს მოძიება. ნაკლებად იფიქრეთ სხვაზე და იყავით მომართული საკუთარ კეთილდღეობაზე.