აკონტროლეთ ემოციები, მოიმატებს სტრესული და ექსტრემალური სიტუაციები. ოქტომბერში ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოგიწევთ. უნდა იბრძოლოთ, რომ დაიმკვიდროთ კუთვნილი ადგილი მზის ქვეშ. დაკვირვებით მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ გონივრულად იმოქმედებთ, სარფიანად დააბანდებთ ფულს ან მიიღებთ სარგებელს. გაგიმძაფრდებათ ინტერესი ფსიქოლოგიის, ეზოტერიკული მეცნიერებებისადმი. ზოგადად საუკეთესო თვეა პროფესიული დონის ასამაღლებლად, თვითგანათლებისთვის. არ გირჩევთ ოჯახის წევრებთან, მშობლებთან კამათს, ურთიერთობის დაძაბვას. იყავით მზრუნველი ოჯახის წევრების მიმართ. ნუ მიატოვეთ მშობლიურ სახლს.
ბიზნესი, სამსახური
განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს ფინანსური საკითხები. შეიძლება მიიღოთ დიდი თანხა. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. არ გირჩევთ კამათს კოლეგებთან. ზოგიერთმა შეიძლება ვერ გაამართლოს თქვენი მოლოდინი. არ გირჩევთ კონფლიქტებში ჩართვას; სარკაზმის გამოვლენას. უბრალოდ, გაითვალისწინეთ შეცდომები, გარშემო მყოფების რეაქციები და გააგრძელეთ მუშაობა. კარგი იქნება, თუ საიმედო ადამიანებთან იმუშავებთ წყვილში. ერთად უკეთეს შედეგებს მაიღწევთ. შუა ოქტომბრიდან ინტუიცია გაგიმძაფრდებათ და კარგად გამოიცნობთ ადამიანების შინაგან სამყაროს, გაიგებთ მათ საიდუმლოებებს. თუმცა, მოერიდეთ ხმამაღლა მათ გაჟღერებას, ყველაფერი თქვენთვის შეინახეთ. ზოგიერთმა კი შეიძლება საიდუმლო პროექტზე დაიწყოთ მუშაობა. ამაზეც ნურავისთან ისაუბრებთ.
სიყვარული
მოიმატებს თქვენი მიმზიდველობა გარშემო მყოფების თვალში. დაწყვილებულები მოერიდეთ საეჭვო კავშირების გაბმას, მეუღლის ღალატს. უმჯობესია, ერთად დაიწყოთ საქმეები, უსიამოვნებების მოგვარება. იყავით მეტად მზრუნველი საყვარელი ადამიანის მიმართ. ერთად გაემგზავრეთ რამდენიმე დღით ქალაქგარეთ, მოიწყვეთ "თაფლობის თვე". ერთად დაგეგმეთ და მოაგვარეთ ოჯახთან, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. შეთანხმდით შვილების აღზრდის საერთო მეთოდზე. მარტოხელებს ოქტომბრის მესამე დეკადაში რომანტიკული ნაცნობობა და დაწყვილება გელოდებათ. მოვლენები უსწრაფესად განვითარდება და ფლირტი სწრაფად გადაიზრდება დაუვიწყარ რომანში. ეს იქნება ადამიანი, რომლის გვერდითაც თავს ბედნიერად, მშვიდად და მყუდოდ იგრძნობთ.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
მოერიდეთ სარისკო საქმიანობებში ჩართვას. არ გირჩევთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებში მონაწილეობას. კარგია ფიტნესი, აერობიკა, ცეკვა. მეტად იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. კარგი იქნება, თუ მიიღებთ ვიტამინების კურსს.
9 ოქტომბრის შემდეგ მეტად იზრუნეთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. დაიბრუნებთ ვალს, რომელიც დავიწყებული გქონდათ. საოჯახო ბიუჯეტი გონვრულად უნდა გაანაწილოთ.
25 ოქტომბრის შემდეგ შეგეცვლებათ წარმოდგენა გარშემო მყოფებზე, მოვლენებზე. მოგინდებათ ფილოსოფიურ თემებზე საუბარი. ზოგიერთმა შეიძლება საზღვარგარეთ გადაწყვიტოთ საცხოვრებლად გამგზავრება. დაკვირვება გმართებთ უცხოეთში გასამგზავრებელი საბუთების მოგვარებსას.