მოიმატებს ოპტიმისტური განწყობა და ენერგია. მოგინდებათ ყურადღების ცენტრში ყოფნა, გარშემო მყოფების სიყვარულის მოპოვება. უმეტესობას რომანტიკული თავგადასავალი გელოდებათ. დაწყვილებულების ცხოვრებაშიც კი მოხდება სასიამოვნო სიახლეები, მეტ სიმსუბუქეს, ფლირტს შეიტანთ ურთიერთობაში. გახშირდება გასართობ და კულტურულ ღონისძიებებზე დასწრება. გამორიცხული არაა, ფული მოიგოთ ლატარიაში. მეტ ყურადღებასა და მზრუნველობას საჭიროებენ ბავშვები.
ბიზნესი, სამსახური
თუ საშუალება გაქვთ, რომ სახლიდან იმუშაოთ, უმჯობესი იქნება, მარტო უფრო პროდუქტიულად გაართმევთ ვალდებულებებს თავს. მოგინდებათ საკუთარი თავის განებივრება საინტერესო წიგნებით, ინტელექტუალური გასართობით. დაგებადებათ უჩვეულო იდეები და მოგინდებათ მათი განხორციელება. 10 ოქტომბრიდან თქვენს ყურადღებას მიიქცევს ინოვაციები, მოგინდებათ კარდინალური ცვლილებები, ბიზნესის გაფართოება, განვითარება. ამასთან, არ გირჩევთ გარშემო მყოფებთან საკუთარ მიზნებზე საუბარს. ჯერ განახორციელეთ და მერე იტრაბახეთ. საუკეთესო თვე გელოდებათ ხელოვან ნიშნებს, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია ლიტერატურასთან, შემოქმედებასთან. მოიმატებს სიცოცხლის ხალისი, გაგიჩნდებათ ახალი ინტერესები.
სიყვარული
ჯერ ბავშვებზე იზრუნეთ. პატარებთან ერთად განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. ჩაერთეთ სახელოვნებო (ხატვა, ძერწვა) საქმიანობაში. თინეიჯერებს კი უნდა დაუმეგობრდეთ. ოქტომბერი საუკეთესო თვეა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ხშირად მოუწყვეთ რომანტიკული პაემანი, გაანებივრეთ საჩუქრებით. ოჯახთან ერთად გაემგზავრეთ პიკნიკზე, ქალაქგარეთ. მარტოხელებს კი შესანიშნავი შანსი გეძლევათ, რომ დაწყვილდეთ. აი, დაოჯახებულებს არ გირჩევთ მეუღლის ღალატს.
ჯანმრთელობა და აქტიურობა
მხნე და ენერგიული ხართ. ადვილად ჩაერთვებით სიახლეებში. მოგინდებათ აქტიურობა. თუ დიდი ხანია ოცნებობთ მავნე ჩვევებთან დამშვიდობებას, დიეტისა და ვარჯიშის დაწყებას, ახლა დროა. უნდა მოიცილოთ ყველაფერი, რაც ხელს გიშლით უკეთ ცხოვრებაში. თუ მარტოს გიჭირთ, აიყოლიეთ მეგობარი, საყვარელი ადამიანი და ერთად იზრუნეთ გამოჯანსაღებაზე. მოერიდეთ გაცივებას. თვის ბოლოს, გაინებივრეთ საკუთარი თავი და შეიძინეთ ოქროს სამკაული.
9 ოქტომბრის შემდეგ ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას მეგობრებთან. შეიძლება დასრულდეს პროექტი, რომელზეც თანამოაზრეებთან ერთად მუშაობდით. ან მეგობარი გაემგზავროს სხვა ქალაქში საცხოვრებლად და ამის გამო დაშორდეთ.
25 ოქტომბრის შემდეგ დანერგეთ ჯანსაღი ცხოვრების წესი. 23 ოქტომბრამდე გართობისა და მხიარულებისთვის უნდა მოიცალოთ. ბავშვების (შვილები, შვილიშვილები) და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებისთვის. 23-დან კარგი იქნება, თუ შეიცვლით სამუშაო გრაფიკს, გარემოს.