ავტორი:

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ვერძებისთვის: "საუკეთესო დროა ხელშეკრულებების გასაფორმებლად, საქმიანი მოლაპარაკებებისთვის"

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ვერძებისთვის: "საუკეთესო დროა ხელშეკრულებების გასაფორმებლად, საქმიანი მოლაპარაკებებისთვის"

თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებენ საქმიანი და სასიყვარულო პარტნიორები. იოლად გამონახავთ საერთო ენას გარშემო მყოფებთან. დაინტერესებულ პირებთან გაარკვევთ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებს და მათგან დახმარებას მიიღებთ. ნუ იქნებით ეგოისტური, ყურადღებით მოისმინეთ და გაიზიარებთ პარტნიორების მოსაზრებები. ოქტომბერში გაიგებთ, როგორ გექცევიან გარშემო მყოფები. საუკეთესო დროა სარეკლამო კამპანიისთვის, ხელშეკრულებების გასაფორმებლად, საქმიანი მოლაპარაკებებისთვის. მოიმატებს ენერგიულობა, დინამიკურობა, მიმოსვლა ახლო მანძილზე. ერთდროულად რამდენიმე საქმესა და პროექტში ჩაერთვებით. რთული საკითხების მოსაგვარებლად დაიხმარეთ ახლობლები, მეგობრები და ნათესავები. გახშირდება კომუნიკაცია საქმიან პარტნიორებთან. მიიღებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას. კარგი იქნება, თუ ჩაეწერებით სასწავლო, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე.

ბიზნესი, სამსახური

უამრავი საქმე და ვალდებულება გექნებათ მოსაგვარებელი. თითოეული დღე ისე დაგეგმეთ, რომ პირადი ცხოვრებისთვისაც დაგრჩეთ დრო. თუ ხვდებით, რომ დამოუკიდებლად საქმეებთან გამკლავება გიჭირთ, მიმართეთ დახმარებისთვის ერთგულ მეგობრებს, პარტნიორებს. თუ კარიერული წინსვლა გსურთ, კოლეგებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. არავისთან იკამათოთ. საქმიანი შეხვედრების დროს იყავით მაქსიმალურად დიპლომატიური. მშვიდად მოისმინეთ ყველას აზრი. იყავით დაკვირვებული ხელშეკრულებების გაფორმებისას. ოქტომბერში მოერიდეთ ძვირად ღირებული პროექტების განხორციელებას, ფულის დაბანდებას.

სიყვარული

23 ოქტომბრამდე აქტიური იქნება პარტნიორული ურთიერთობები. გამონახავთ მშვიდ გზას უსიამოვნებების მოსაგვარებლად. იყავით თქვენი მეუღლის დამხმარე, მისი საუკეთესო მეგობარი, რომანტიკული. მეტი დრო გაატარეთ ერთად, მოუწყვეთ რომანტიკული საღამოები. მშვიდობიანად მოაგვარეთ კონფლიქტური სიტუაციები. იზრუნეთ ქორწინების გამყარებაზე. მარტოხელებს მოგინდებათ დაწყვილება და გამორიცხული არაა, რომანი გააბათ კოლეგასთან, საქმიან პარტნიორთან. არც სამსახურებრივი რომანია გამორიცხული.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

ხშირად დაისვენეთ, არ გადაიღალოთ, მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას, ვარჯიშისას საშიში ილეთების შესრულებას. მხოლოდ მსუბუქად ივარჯიშეთ და ისიც, მეგობართან ან საყვარელ ადამიანთან ერთად. აკონტროლეთ წნევა, იზრუნეთ გულის სიჯანსაღეზე, გაესინჯეთ კარდიოლოგს. თვის ბოლოს მოგინდებათ იმიჯთან დაკავშირებული ექსპერიმენტების ჩატარება. ამავე პერიოდში იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, გახშირდება მობილურობა.

9 ოქტომბრის შემდეგ პირადი ცხოვრების მოგვარებაზე იზრუნეთ. იყავით მომართული საკუთარ კეთილდღეობაზე, მაგრამ ნურც გარშემო მყოფებს დაივიწყებთ ან დაჩაგრავთ თქვენი ლიდერობით. დაიცავით ბალანსი, რომ ზოგჯერ თავისუფალი იყოთ და ზოგჯერ სხვაზე დამოუკიდებული.

25 ოქტომბრის შემდეგ მეტად ენდეთ ინტუიციას. თუ საყვარელ ადამიანთან პირადი პრობლემები გაქვთ, მშვიდი საუბრის დროს მოაგვარეთ. ეცადეთ, რომ ფინანსური საკითხები პარტნიორებთან ერთად გადაწყვიტოთ. შეიძლება ისარგებლოთ პარტნიორის ფინანსებით.