მთავარი მოვლენები
ოქტომბერში მზე იქნება თქვენი ქორწინებისა და მეგობრობის სექტორში. გასაკვირი არ არის, რომ ამ თვეში გახშირდება პარტნიორთან ან მეგობრებთან ურთიერთობა. თქვენთვის ეს გახდება მთავარი თემა. ამ თვეში შეიძლება დროდადრო კონფლიქტი გქონდეთ ახლობელ ადამიანებთან და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ, მოგეჩვენებათ თითქოს ისინი სრულად არ იზიარებენ თქვენს შეხედულებებს. თუმცა, მზად იქნებით კომპრომისზე წახვიდეთ ურთიერთობების შესანარჩუნებლად, ზოგიერთ შემთხვევაში კი საკუთარ ინტერესებსაც კი შესწირავთ სხვებს. ამ თვეში დადებული ქორწინება შესაძლოა მატერიალური თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი აღმოჩნდეს ან თქვენს უფრო მაღალ სოციალურ დონეზე გადასვლას შეუწყოს ხელი. თუმცა, სავარაუდოდ, ეს იქნება ანგარებიანი ქორწინება და არა გრძნობაზე დამყარებული.
სამუშაო და ბიზნესი
მერკური 5-დან 22 ოქტომბრის ჩათვლით თქვენი ქორწინებისა და მეგობრობის სექტორში იქნება. ეს ხელს შეუწყობს თქვენი კონტაქტების რაოდენობის გაზრდას. მრავალფეროვანი იქნება კომუნიკაცია, შეხვდებით მეგობრებს, დაესწრებით სხვადასხვა ღონისძიებასა და წვეულებებს და დაამყარებთ საჭირო კონტაქტებს. ეს თვე ძალიან კარგი იქნება ყველანაირი მოლაპარაკების, სარეკლამო კამპანიისა და გარიგებების დასადებად. ვინაიდან ახლა სიამოვნებით ისაუბრებთ თქვენთვის საინტერესო თემებზე და ხანდახან უცნობ ადამიანებსაც კი მოუყვებით საკუთარ თავზე. 22 ოქტომბრიდან თქვენს ყურადღებას საიდუმლო ინფორმაციას მიიქცევს. ამ თვეში შეიძლება განსაკუთრებით დაგაინტერესოთ სხვისმა საიდუმლოებებმა. სხვა ადამიანებისგან დამალული ინფორმაციის გარკვევა შეძლოთ, თუმცა, მისი სწორად გამოყენება იქნება მნიშვნელოვანი.
სიყვარული და ფული
ვენერა გადადის თქვენი შრომისა და ჯანმრთელობის სექტორში. მისი გავლენით შესაძლოა სამსახურში სასიყვარულო ურთიერთობა გააბათ. თუ მარტოხელა ხარ - რატომაც არა? ყოველივე ამის შემდეგ კი, ნამდვილად მოგიწევთ სამსახურში საკმაოდ დიდი დროის გატარება. მაგრამ მათთვის, ვინც უკვე ურთიერთობაშია, კონფლიქტები შეიძლება დაიწყოს ან ეჭვიანობის გამო, ან იმის, რომ საქმეების გამო საკმარის ყურადღებას არ აქცევთ საყვარელ ადამიანს. ასევე არ არის გამორიცხული განახლდეს წარსული უსიამოვნებები. ზოგადად, დაწყვილებულებს ამ თვეში გარკვეული კრიზისის გავლა მოგიწევთ. რაც შეეხება თქვენს ფინანსურ მდგომარეობას, მოემზადეთ იმისთვის, რომ მოგიწევთ ეკონომიურობა. შემოსავლის ზრდა ამ თვეში არ არის მოსალოდნელი და გაიზრდება თუ არა ის მომავალში, დამოკიდებული იქნება თქვენს აქტიურობაზე.
ჯანმრთელობა და აქტივობა
მარსი 12 ოქტომბრამდე გააგრძელებს სვლას თქვენი ქორწინებისა და მეგობრობის სექტორში. დრო გექნებათ დაიწყოთ ვარჯიში და მოიცილოთ ზედმეტი კილოგრამები. დილაობით სირბილი და ჯანსაღი კვება კვლავ აქტუალურია. 12 ოქტომბრიდან მარსი თქვენი ექსტრემალური სიტუაციების, სხვისი ფულის და მემკვიდრეობის სექტორში გადავა. ნიშნის ბევრ წარმომადგენელს სურს გამოსცადოს საკუთარი ძალები და, გამორიცხული არაა, სპორტის ექსტრემალურ სახეობებში ჩაერთოთ. გაფრთხილებთ, რომ ყურადღებით დაიცვათ უსაფრთხოების წესები, ამ თვეში საგრძნობლად იმატებს სხვადასხვა ტრავმის ალბათობა. აგრეთვე, უფრთხილდით შხამიანი გველებისა და მწერების ნაკბენს.
რაში გაგიმართლებთ ოქტომბერში
ამ დროს შეგიძლიათ პროფესიონალურ სფეროში წარმატებების იმედი გქონდეთ. ხოლო წარმატება შესაძლებელია, თუ მოწესრიგებული და შრომისმოყვარე ხართ. ფული მოვა ჟურნალისტიკის, მომსახურების სექტორის, მედიის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროებიდან.
14 ოქტომბერის შემდეგ კარგია პარტნიორული ურთიერთობის გაუმჯობესება. ყველაფერი, რაც ახლო კონტაქტებთან არის დაკავშირებული, პირველ ადგილს დაიკავებს. მნიშვნელოვანია, მეუღლესთან ან რჩეულთან ერთად მოაგვაროთ პრობლემები, რომლებიც წარმოიქმნება ყოველდღიურ და ინტიმურ დონეზე. არც კი იფიქროთ პარტნიორის გაკიცხვაზე ისეთი რამის გამო, რაც თქვენ თვითონ არაერთხელ შეგეშალათ. გახსოვდეთ, თუ თავად კარგად მოიქცევით, პარტნიორიც უკეთ განეწყობა თქვენ მიმართ.
28 ოქტომბერის შემდეგ ფოკუსირება მოახდინე თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე. სად მიდის ფული ყველაზე მეტად? რა არის შემოსავლის ყველაზე დიდი წყარო? ჩამოწერეთ შემოსავალ-გასავალი. არ არის გამორიცხული ახალი სამსახურიდან მოგება, სესხის დახურვა ან ძველი ვალის დაფარვა. მთავარია აკონტროლოთ თქვენი მადა სუპერმარკეტში ან მოდურ ბუტიკში შესვლისას. ნუ იყიდით ისეთი რამეს, რაც აღმოჩნდება უსარგებლო ან უხარისხო. შესაფერისი დროა სულიერი განვითარებისა და ცოდნის შესავსებად. გაანალიზეთ თქვენი ურთიერთობა ადამიანებთან, რამდენად თბილად ან პირიქით, მკაცრად ურთიერთობთ მათთან?