ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორისთვის: შეაფასეთ ადამიანის ქმედებები და არა მისი სიტყვები ან დაპირებები

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორისთვის: შეაფასეთ ადამიანის ქმედებები და არა მისი სიტყვები ან დაპირებები

თვის ზოგადი ტენდენციები

ეს შემოდგომა რეფლექსიის პერიოდი იქნება, რაც საშუალებას მოგცემთ, საგნები და მოვლენები ახლებურად დაინახოთ. სანამ იმოქმედებთ, დაფიქრდით: ნებისმიერ გადაუჭრელ სიტუაციას შეიძლება დადებითი შედეგი მოჰყვეს. შემთხვევითი შეხვედრა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს, ხოლო მარტოხელა ადამიანებს პირადი ცხოვრება შეეცვალოთ.

დაბადების დღემდე, თავი შეიკავეთ ახალი ცხოვრების დაწყებისგან, მაგრამ იმოქმედეთ თქვენი თანდაყოლილი ბალანსის შესაბამისად. დაბადების დღის შემდეგ, ახალი ადამიანების გაცნობა და ახალი იდეების განხორციელება ენთუზიაზმს გამოიწვევს. ახლა იდეალური დროა საყიდლებზე წასასვლელად, თუ ეს თქვენს ბიუჯეტს არ დააზარალებს. შეგიძლიათ განაახლოთ გარდერობი ან დაგეგმოთ ზამთრის არდადეგები.

ოქტომბერი გიბიძგებთ, გარშემორტყმული იყოთ სილამაზით და შექმნათ ჰარმონიული გარემო თქვენ ირგვლივ.

სამუშაო, ფინანსები და ბიზნესი

ოქტომბერში კარგი იქნება, თუ მკაფიო მიზანს დაისახავთ და მისკენ დაიწყებთ სწრაფვას. ხელსაყრელია პერიოდია თვითრეკლამირებისთვის, თქვენი უნარებისა და ნიჭის წარმოსაჩენად. ნუ მოგერიდებათ, წარუდგინეთ თავი მსოფლიოს. ოქტომბრის პირველი კვირა შესაფერისია გარდასაქმნელად. შეიძლება დაგჭირდეთ შესაბამისი ტანსაცმლის შეძენა განსაკუთრებული ღონისძიებისთვის. ეს კარგი დროა სხვების დასარწმუნებლად თქვენი იდეებისა და მოსაზრებების სისწორეში.

6 ოქტომბერს, მერკური გადავა თქვენი ფინანსების სექტორში. თქვენი საქმიანობა უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ცხოვრების მატერიალურ მხარეზე. დაფიქრდებით, თუ რა გაქვთ და რა გჭირდებათ, რომ თავი კომფორტულად და დაცულად იგრძნოთ. შესაძლებელია წარმატებული მოლაპარაკებები და მომგებიანი გარიგებები. შეგიძლიათ მომგებიანად „გაყიდოთ“ თქვენი ინტელექტი, იპოვოთ დამატებითი შემოსავალი ან ახალი სამსახური. ეს კარგი დროა თქვენი ანალიტიკური და კომუნიკაციის უნარების დემონსტრირებისთვის. ფინანსურ საკითხებს უფრო გონივრულად მიუდგებით. მეტი დაზოგეთ და ნაკლები დახარჯეთ. ცუდი დროა ფულის სესხებისთვის. გაფრთხილდით, რომ არ გქონდეთ შეცდომები ფინანსურ დოკუმენტებში.

ოქტომბრის პირველ ნახევარში შეიძლება მიიღოთ ფარული შემოსავალი. ან შეიძლება ეს იყოს ნახევარ განაკვეთზე სამუშაო, რომელიც არ აისახება არცერთ ფინანსურ დოკუმენტში.

ოქტომბრის მეორე ნახევარში დაიწყებთ ახალ პროექტებსა და წამოწყებებს, სადაც ფულის გამომუშავებას შეძლებთ. შეიძლება დაიწყოთ გასაუბრებაზე სიარული იმ იმედით, რომ იპოვით უკეთეს ანაზღაურებად სამსახურს.

ოჯახი, რომანტიკა და ფლირტი

ოქტომბრის პირველი ნახევარი რომანტიკის თვალსაზრისით საკმაოდ მშვიდი იქნება. თუ ახალ ურთიერთობას ეძებთ, უმჯობესია მოთმინება გამოიჩინოთ, ახლა რომანტიკული ემოციების გამოვლენის დრო არაა. ზოგიერთს უფრო მეტად მარტოობა მოგინდებათ. ნაკლებად გექნებათ ფლირტის ან სიყვარულის გამოხატვის სურვილი. უფრო თქვენს ოცნებებსა და ფიქრებში იქნებით. ეს კარგი დროა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, მაგრამ არა გუნდში, არამედ დამოუკიდებლად.

თუმცა, იქნებიან ისეთებიც, ვისაც ფარული კავშირების გაბმა მოუნდება. ან შეიძლება არსებული კავშირი უფრო სულიერი იყოს, ვიდრე ვნებიანი. ახალი პარტნიორი დიდი იმედი ნუ გექნებათ მან შესაძლოა, გული დაგწყვიტოთ. ამიტომ, ნუ ააგებთ ბროლის კოშკებს. შეაფასეთ ადამიანის ქმედებები და არა მისი სიტყვები ან დაპირებები. ზოგს შესაძლოა, რომანი გქონდეთ დაქორწინებულთან ან შორს მცხოვრებ ადამიანთან. და ჯერ კიდევ გაურკვეველია, შეხვდებით თუ არა და იქნებით თუ არა ერთად. რაც არ უნდა იყოს, ცოტა თავშეკავება გმართებთ და ყველას ნუ მოუყვეთ თქვენი ახალი რომანის შესახებ.

თვის მეორე ნახევარში უფრო ნათელი წარმოდგენა გექნებათ, თუ როგორი ურთიერთობა გსურთ, ვინ არის თქვენი შესაფერისი და ვინ - არა. გახდებით უფრო თავდაჯერებული, პროაქტიული და ზოგჯერ იმპულსურიც.

დაქორწინებულები შეიძლება უფრო მეტად იყოთ მიდრეკილნი მარტოობისკენ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაბნეულობა თქვენს პარტნიორში. უთხარით მეუღლეს, რომ ის კვლავ გიყვართ, მაგრამ გჭირდებათ დრო დასვენებისთვის, აღსადგენად, მარტო ყოფნისა და ფიქრისთვის.

თქვენს სილამაზეს არა მხოლოდ თქვენი პარტნიორი, არამედ სხვებიც შეამჩნევენ, ამიტომ ფლირტი გაძლიერდება.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

პირველი სამი კვირის განმავლობაში მზე თქვენს ნიშანში იქნება, რაც გაგხდით უფრო ენერგიულს და თავდაჯერებულს. თუმცა, თქვენი დაბადების დღემდე შეიძლება ენერგიის ნაკლებობა იგრძნოთ. ამ პერიოდში უმჯობესია დაისვენოთ და თავი აარიდოთ ახალი პროექტების დაწყებას, რადგან თქვენი ენერგია შესუსტებულია. ზოგიერთს ქრონიკული დაავადებების გაუარესების გამო ექიმთან მისვლაც კი მოუწევს.

თუ შესაძლებელია, გადადეთ პროექტები და ნუ აიძულებთ საკუთარ თავს რამის გაკეთებას. უმჯობესია, ან საერთოდ გადადოთ ფიზიკური ვარჯიში, ან უფრო მსუბუქად ჩაერთოთ მასში. როგორც კი თქვენი დაბადების დღე დადგება, თავს უფრო თავდაჯერებულად და ენერგიულად იგრძნობთ. ამ მომენტიდან შეგიძლიათ დაუბრუნდეთ აქტიური ვარჯიშის გრაფიკს. ეს კარგი დროა ყოველდღიურ რუტინასა და ცხოვრების წესში ცვლილებების შესატანად.