ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის: დაეყრდენით ინტუიციას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის: დაეყრდენით ინტუიციას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას

თვის ზოგადი ტენდენციები

შემოდგომის მელანქოლიამ შეიძლება გავლენა მოახდინოს კონცენტრაციაზე, რაც ართულებს გონების სიცხადის შენარჩუნებას. ახალი გამოწვევებისადმი ადაპტაციის მიზნით, სასურველია წინააღმდეგობა გაუწიოთ შფოთს და შეინარჩუნოთ სიმშვიდე. მაშინაც კი, თუ ზოგიერთი გეგმა მოსალოდნელის მიხედვით არ წარიმართება, წლის ბოლომდე ჯერ კიდევ გაქვთ დრო, რომ სწორ გზაზე დაბრუნდეთ. დაეყრდენით ინტუიციას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. ამ პერიოდში ფსიქიკური კეთილდღეობა პრიორიტეტული იქნება, რადგან ის განსაზღვრავს მომავალ წარმატებას. ეცადეთ, არ აჰყვეთ ემოციებს და შეინარჩუნოთ გონების სიცხადე; ეს აუცილებელი იქნება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.

მიუხედავად იმისა, რომ წარმატების რწმენა შეიძლება სასარგებლო იყოს, მნიშვნელოვანია, რომ არ მოადუნოთ სიფხიზლე: ზედმეტმა თავდაჯერებულობამ შეიძლება გამოიწვიოს რისკების არასწორი შეფასება და მოულოდნელი შეცდომების დაშვება. თუ ბედი წარმატების შესაძლებლობას მოგცემთ, უყოყმანოდ გამოიყენეთ იგი, რომანტიკული თავგადასავლები უფრო შესაფერისი დროისთვის გადადეთ.

ოქტომბერი შეიძლება იყოს ინტენსიური ემოციური აჯანყების პერიოდი, რომელიც გამოხატავს ოცნებებსა და რეალობას შორის შეუსაბამობას. ამ შეუსაბამობამ შეიძლება გამოიწვიოს აგრესიის აფეთქებები.

სამუშაო, ფინანსები და ბიზნესი

რაც უფრო ინტენსიური იქნება თქვენი სამუშაო, მით უფრო პროდუქტიული იქნება ის. გახდებით უფრო გადამწყვეტი და მომზადებული ნებისმიერი მოულოდნელი მოვლენისთვის. მოგინდებათ რისკზე წასვლა და შემოსავლის გაზრდის სურვილიც მოგემატებათ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაუფიქრებლად უნდა იმოქმედოთ. შესაძლებელია, რომ ეს თვე სტრესული იყოს ბევრისთვის, თუნდაც ბევრი სამუშაოს გამო. ამ პერიოდში, იგრძნობთ დაღლილობას, მომატებულ ემოციურობას, შფოთს.

კარგი დროა ვინმესთან ფინანსური პარტნიორობის დასაწყებად, რათა შექმნათ მომგებიანი საწარმო, მომსახურების გაწევა ან რაიმეს ხელსაყრელად გაყიდვა. ზოგიერთი შეიძლება უმუშევარი დარჩეთ და მთლიანად პარტნიორის ფულზე გახდეთ დამოკიდებული. მოერიდეთ სესხებთან დაკავშირებით გაურკვევლობას, ნუ დააგვიანებთ ვალის გადახდას. მოგინდებათ სამსახურიდან წასვლას, სამუშაო სფეროს შეცვლა. პირველი სამი კვირა ტრანსფორმაციის დროა, ამიტომ სამსახურში სხვადასხვა ცვლილებებია შესაძლებელი.

6 ოქტომბრიდან გაფართოვდება თქვენი მსოფლმხედველობა. შეიძლება საგნებს, ადამიანებს, მოვლენებსა და სიტუაციებს სხვა პერსპექტივიდან შეხედოთ. ზოგიერთ საკითხში მიხვდებით, რომ ცდებოდით, ზოგიერთში კი დარწმუნდებით, რომ თქვენი მოსაზრებები და იდეები ღირებულია. გაფართოვდება თქვენი სანაცნობო წრე; უცხოელ მეგობრებსაც გაიჩენთ.

თვის პირველ ნახევარში შესაძლოა პარტნიორებთან თანამშრომლობამ დადებითი ფინანსური შედეგები მოგიტანოთ. თუმცა, ოქტომბრის მეორე ნახევარში უფრო ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან შეიძლება დაკარგოთ იმ თანხის ნაწილი, რომლის მიღებასაც იმედოვნებდით. შეამოწმეთ თქვენი დოკუმენტები და საფულე და ნუ ენდობით ყველას.

ოჯახი, რომანტიკა და ფლირტი

ოქტომბრის პირველ ნახევარში უფრო მეტად იქნებით პარტნიორობაზე ორიენტირებულნი. ზოგიერთისთვის ეს საქმიანი პარტნიორობა იქნება.

სასიყვარულო პარტნიორთან უფრო მოსიყვარულე იქნებით. უფრო ხშირად იპოვით კომპრომისებსა და გადაწყვეტილებებს, რომლებიც ორივეს დაგაკმაყოფილებთ. გამოიყენეთ ეს დრო თქვენი ურთიერთობის გაუმჯობესებასა და განმტკიცებაზე სამუშაოდ. გაატარეთ მეტი დრო ერთად, გაერთეთ. მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ ბალანსი გაცემასა და მიღებას შორის. თქვენ გარკვეულწილად მიდრეკილი ხართ თავგანწირვისკენ, ამიტომ გაითვალისწინეთ ეს მომენტები.

ოქტომბერში უფრო თვალსაჩინო გახდებით გარშემო მყოფებისთვის. ურთიერთობაში მყოფებისთვისაც კი შესაძლებელია ფლირტი და პაემნები. თუმცა, ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედებს თქვენს ურთიერთობაზე.

მარტოხელა თევზებს გექნებათ უამრავი შესაძლებლობა, რომ საინტერესო ადამიანი გაიცნოთ. თქვენი თავდაჯერებულობა გაიზრდება, უამრავ აღფრთოვანებულ მზერას იგრძნობთ და ბევრ კომპლიმენტს მოისმენთ. თუნდაც, ისევე გამოიყურებოდით, როგორც ყოველთვის. საინტერესო ადამიანს ყველგან შეხვდებით, მათ შორის ინტერნეტში. შესაძლებელია, რომ ის თქვენი კლიენტი იყოს, თუ მომსახურების სფეროში საქმიანობთ. ზოგიერთმა შეიძლება ვნებიანი რომანი დაიწყოთ, რომელიც სწრაფადვე დასრულდება. ამ პერიოდში ვნება უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე პიროვნების საიმედოობა. მძაფრი ემოციების გარეშე ცხოვრება რომანტიკულ ურთიერთობაში მოსაწყენი მოგეჩვენებათ.

დაწყვილებულების ურთიერთობაში, 14 ოქტომბრის შემდეგ შესაძლოა კონფლიქტები წარმოიშვას. გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, მეტი დრო გაატარეთ ერთმანეთთან. ამ პერიოდში შეხება, ჩახუტება, რომანტიკულობა და გულწრფელი საუბრები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

მზე თქვენი კრიზისებისა და ექსტრიმის სფეროშია. ამიტომ, უფრო ფრთხილად უნდა იყოთ იმ სიტუაციებში, სადაც შეიძლება დაზიანებები მიიღოთ, მაგალითად, პირსინგით ან მჭრელი საგნების გამოყენებით, მგზავრობისას. მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს. შესაძლოა, დაავადდეთ ან ვირუსით დაინფიცირდეთ. ამიტომ, მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. კარგია ვარჯიშები, რომლებიც გააუმჯობესებს თქვენს ძვლოვან-კუნთოვან სისტემას. თუ რაიმე პრობლემა გაქვთ, მიმართეთ ექიმს. კარგია ცეკვა, ფიტნესი და მედიტაცია. ყურადღებით შეისწავლეთ მაღაზიაში არსებული ინგრედიენტები და მოერიდეთ საეჭვო შესყიდვებს. მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას, რათა მოგვიანებით თავიდან აიცილოთ კუჭის პრობლემები.