ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძისთვის: შეიძლება უფრო კრიტიკული გახდეთ პარტნიორის მიმართ, რაც გამოიწვევს კონფლიქტებსა და გაუგებრობებს

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძისთვის: შეიძლება უფრო კრიტიკული გახდეთ პარტნიორის მიმართ, რაც გამოიწვევს კონფლიქტებსა და გაუგებრობებს

თვის ზოგადი ტენდენციები

სასწორში მყოფი მზე დაგეხმარებათ კომპრომისული გადაწყვეტილებების მიღებაში, რათა ჰარმონიულად გაუმკლავდეთ კონფლიქტებს. ოქტომბერი რომანტიკული თვეც იქნება, აღსავსე ძლიერი ემოციებით. ამ ვნებებმა კი შეიძლება თამამი გადაწყვეტილებების მიღებამდე მიგიყვანოთ, თუმცა, არ დაგავიწყდეთ შეგნებულად და ფრთხილად მოქმედება. გააზრებული და დროული გადაწყვეტილებების წყალობით, შეძლებთ შედეგების მიღწევას.

თვის დასაწყისი იქნება გარკვეული დაბნეულობა, მაგრამ ურყევი ენერგია საშუალებას მოგცემთ გაუმკლავდეთ ნებისმიერ ამოცანას. ვარსკვლავების რჩევაა, რომ დაეყრდნოთ მხოლოდ თქვენს შესაძლებლობებსა და ნებისყოფას. ცხოვრება არ არის ლატარიის ბილეთი, არამედ თქვენი მიზნების მიღწევისადმი მონდომების გამოცდა. მორიელში მყოფი მერკურის დახმარებით სამუშაო საკითხებს პრაგმატულად მიუდგებით, რამაც შეიძლება დამსახურებული ჯილდოები მოგიტანოთ.

ოქტომბერში სასურველია, რომ იყოთ უფრო ეკონომიური და შეზღუდოთ თქვენი სურვილები. თუ მეგობარი ფინანსურ დახმარებას შემოგთავაზებთ, უარი არ თქვათ.

სამუშაო, ფინანსები და ბიზნესი

ოქტომბერში კოლექტიური მუშაობა შეიძლება უფრო პროდუქტიული იყოს, ვიდრე დამოუკიდებელი. შესაძლოა, კოლეგასთან წყვილში ან პარტნიორთან ერთად იმუშაოთ. აქ კი მთავარი ურთიერთგაგება იქნება. მის გარეშე, რა თქმა უნდა, არცერთი სამუშაო არ იქნება პროდუქტიული. სამუშაოს აწმყო და მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტური იქნება თქვენი კომუნიკაცია ადამიანებთან.

წარმატების მისაღწევად და ავტორიტეტის გასაძლიერებლად უნდა შეძლოთ ადამიანებთან საუბარი, მათი დარწმუნება. ბევრისთვის ფინანსური საკითხები უფრო აქტუალური გახდება. ამიტომ, თუ ეჭვი გეპარებათ ადამიანში, ნუ ისაუბრებთ მასთან თქვენს შემოსავალზე. ოპონენტებთან საუბარში შეეცადეთ იპოვოთ კომპრომისი, შეძლოთ მოლაპარაკება.

ოქტომბერში შესაძლებელია იყოს გარკვეული დაბრკოლებები. მაგრამ თქვენ იოლად გაუმკლავდებით მათ. ასევე ფრთხილად იყავით ჭორებთან. შესაძლოა, საიდუმლოებების, კვლევითი სამუშაოებისადმი ლტოლვა გაგიჩნდეთ. ვიღაც კრიზისს წააწყდება, მაგრამ ამ სიტუაციიდან კარგ გაკვეთილს მიიღებთ. ეცადეთ, უფრო რეალისტური მიზნები დაისახოთ. გააანალიზოთ გარემოებები და მიჰყვეთ უფრო პრაქტიკულ მიმართულებას, არ დაეყრდნოთ შემთხვევითობას. თუ ხელმძღვანელობასთან უთანხმოება წარმოიქმნება, მშვიდად იყავით, ნუ გაჯიუტდებით და აფეთქდებით.

ზოგიერთი არა მხოლოდ სამუშაო ადგილის, არამედ საქმიანობის სფეროს შეცლასაც შეძლებს. ზოგი კი ადრე არასწორად შესრულებულ სამუშაოს დაასრულებს.

თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში წარმატებით მუშაობდით და ახლა გაქვთ უფლება მიიღოთ ის, რასაც იმსახურებთ. მაგრამ ფრთხილად იყავით ხარჯებთან. მოერიდეთ გაუაზრებელ ფლანგვას.

ოჯახი, რომანტიკა და ფლირტი

თვის პირველ ნახევარში უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობთ მიმდინარე საქმეებს, სამსახურს და რომანტიკისთვის დრო აღარ დაგრჩებათ. მაგრამ თუ ჯერ კიდევ რომანტიკული თავგადასავლების განწყობაზე ხართ, მაშინ ყურადღება მიაქციეთ რომელიმე კოლეგას ან ადამიანს, რომელიც თქვენ გვერდით მუშაობს, მაგალითად, იმავე შენობაში. ნაცნობობა ასევე შეიძლება მოხდეს მივლინების დროს, საყოფაცხოვრებო მომსახურების გაწევა-მიღებისას, კლინიკაში, ძაღლის გასეირნებისას.

ყურადღებას მიაქცევთ არა მხოლოდ იმას, თუ როგორ არის ჩაცმული პოტენციური რჩეული, მოგწონთ თუ არა ის, არამედ იმასაც, თუ როგორია ის ყოველდღიურ ცხოვრებაში, შეუძლია თუ არა მას თქვენი მოვლა, სახლის დალაგება, საჭმლის მომზადება.

დაქორწინებულები ზედმეტად გაამახვილებთ ყურადღებას სამსახურზე ან ყოველდღიურ საქმეებზე, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს თქვენს პირად ცხოვრებას. შეიძლება უფრო კრიტიკული გახდეთ თქვენი პარტნიორის მიმართ, რაც გამოიწვევს კონფლიქტებსა და გაუგებრობებს. ფოკუსირდით საოჯახო საქმეების ერთად კეთებაზე. იპოვეთ გზები, რათა გამოხატოთ თქვენი სიყვარული და ზრუნვა კონკრეტული ქმედებებით, როგორიცაა საჭმლის მომზადება, სახლის დალაგება.

14 ოქტომბრიდან ვენერა დაგეხმარებათ საიმედო ურთიერთობის დამყარებაში. უფრო ხშირად იყავით საზოგადოებაში, ეწვიეთ მეგობრებს, მეზობლებს, ნათესავებს. თვე ხელსაყრელია ფლირტისთვის, კარგი დროის გასატარებლად.

დაოჯახებულებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ რჩეულს. უფრო ხშირად გადით სახლიდან, დაესწარით საინტერესო ღონისძიებებს, შეხვდით მეგობრებს. შესაძლოა, იპოვოთ საერთო ჰობი, რომელიც კიდევ უფრო გაგაერთიანებთ.

ჯანმრთელობა და აქტიურობა

ოქტომბერში ენერგიითა და მოტივაციით იქნებით აღსავსე. რაც უფრო მეტს ივარჯიშებთ და ისეირნებთ, მით უკეთესი იქნება თქვენი ჯანმრთელობა. თუმცა, მნიშვნელოვანია ზომიერება და მოერიდეთ ზედმეტ დატვირთვას. აიმაღლეთ იმუნური სისტემა. სტრესმა კი შეიძლება საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გამოიწვიოს.

ხილი და ბოსტნეული კარგია ორგანიზმისთვის. თუმცა, ჰემოგლობინის ასამაღლებლად საქონლის ხორცი, ღვიძლი უნდა მიირთვათ. შეზღუდეთ შაქრისა და ცხიმების მოხმარება. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი, კარგი იქნება, თუ მინიმუმ 7-8 საათს დაიძინებთ. ეს ხელს შეუწყობს ძალების სწრაფ აღდგენას. კარგი იქნება სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება, თუნდაც თავს კარგად გრძნობდეთ.