ოქტომბერი გარდამავალი თვეა ზაფხულსა და ზამთარს შორის. უნდა მოამზადოთ ცვლილებებისთვის, გადაერთოთ ცხოვრების სხვა ეტაპზე. ამასთან, ოქტომბერში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მზის და მთვარის დაბნელება და დაბნელებების ორკვირიანი პერიოდი გველოდება. ამიტომ იყავით ფრთხილი, დაკვირვებული და მზად ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად. პროგნოზი წაიკითხეთ თქვენი მზისა და ასცენდენტის ნიშნების მიხედვით:
ვერძი
ოქტომბერში მზე იქნება თქვენი ქორწინებისა და მეგობრობის სექტორში. გასაკვირი არ არის, რომ ამ თვეში გახშირდება პარტნიორთან ან მეგობრებთან ურთიერთობა. თქვენთვის ეს გახდება მთავარი თემა. ამ თვეში შეიძლება დროდადრო კონფლიქტი გქონდეთ ახლობელ ადამიანებთან და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ, მოგეჩვენებათ თითქოს ისინი სრულად არ იზიარებენ თქვენს შეხედულებებს. თუმცა, მზად იქნებით კომპრომისზე წახვიდეთ ურთიერთობების შესანარჩუნებლად, ზოგიერთ შემთხვევაში კი საკუთარ ინტერესებსაც კი შესწირავთ სხვებს. ამ თვეში დადებული ქორწინება შესაძლოა მატერიალური თვალსაზრისით ძალიან მომგებიანი აღმოჩნდეს ან თქვენს უფრო მაღალ სოციალურ დონეზე გადასვლას შეუწყოს ხელი. თუმცა, სავარაუდოდ, ეს იქნება ანგარებიანი ქორწინება და არა გრძნობაზე დამყარებული.
კურო
ოქტომბერში მზე გადავა თქვენი შრომისა და ჯანმრთელობის სექტორში. მიუხედავად იმისა, რომ ამ თვეში შეიძლება ვერ მიაღწიოთ რაიმე საოცარ შედეგებს თქვენს საქმიანობაში ან კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგათ კარიერულ კიბეზე, თქვენი დაჟინებულობის, სისწრაფისა და ყველაფრის დეტალებში ჩაღრმავების სურვილის წყალობით, შეგიძლიათ დაიმსახუროთ თქვენი კოლეგების პატივისცემა. თქვენი უფროსები დაგაფასებენ, როგორც მცოდნე და შეუცვლელ თანამშრომელს. თუ ოქტომბერში ახალი სამუშაოს ძიებით ხართ დაკავებული, ამ პროცესს უნდა მიუდგეთ იმ თვალსაზრისით, თუ რა არის კონკრეტულად მოთხოვნადი შრომის ბაზარზე. თქვენ შეძლებთ იპოვოთ ეს თვისებები საკუთარ თავში და შემდეგ თქვენი ძიება წარმატებით დაგვირგვინდეს. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას - თუ დიდი ხანია არ ყოფილხართ ექიმთან, გაიარეთ პრევენციული გამოკვლევა, არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი პროფესიული წარმატება და სოციალური აქტივობა დიდწილად დამოკიდებულია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
ტყუპი
ოქტომბერში მზე დასახლდება თქვენი სიამოვნების, გართობის, თამაშების და ბავშვების სექტორში. ოქტომბერში მოგემატებათ სხვადასხვა გართობისა და სიამოვნებისადმი ლტოლვა. ოპტიმიზმით გაივსებით, შეგიძლიათ უახლოეს პარკში წახვიდეთ კარუსელზე გაერთოთ, რატომაც არა? აუცილებლად წაიყვანეთ შვილები, ეცადეთ ამ პერიოდში მეტი დრო გაატაროთ მათთან ერთად. ოქტომბერში გექნებათ არაორდინალური აზროვნება, რაც საშუალებას მოგცემთ მიიპყროთ გავლენიანი ადამიანების ყურადღება და მოიპოვოთ ავტორიტეტი პროფესიულ გარემოში. კარგი ურთიერთობა უფროსებთან დაგეხმარებათ ერთი საფეხურით ამაღლდეთ კარიერულ კიბეზე. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, მიიღებთ დივიდენდებს ადრე დაბანდებული ფულიდან.
კირჩხიბი
ამ თვეში, მოგიწევთ დიდი დრო და ყურადღება დაუთმოთ საყვარელ ადამიანებს, ოჯახს, სახლს. და გასაკვირი არც არის, რადგან მზე გადადის თქვენი მშობლების სახლისა და კერის სექტორში. მარტოხელა კირჩხიბებმაც კი, რომლებიც ამაყობენ თავიანთი დამოუკიდებლობით, შეიძლება განსაკუთრებით იგრძნონ ახლო ადამიანების და მყუდრო სახლის მოთხოვნილება, სადაც სურთ სამუშაოს შემდეგ დაბრუნება და სადაც შეძლებენ იპოვონ თავშესაფარი. ეს ძალიან კარგი დროა, რომ კვლავ დაურეკოთ მშობლებს, მოიკითხოთ მათი ჯანმრთელობა, პრობლემები და უბრალოდ გულითადად ესაუბროთ. რაც შეეხება პროფესიულ სფეროს, ახლა მოგიწევთ მოთმინება; შესაძლოა ჩხუბი უფროსებთან და საუკეთესო გამოსავალი უბრალოდ კარის გაჯახუნებად მოგეჩვენებათ. თუმცა, ნამდვილად არ გირჩევთ ამის გაკეთებას. ახალი სამუშაოს პოვნა არც ისე ადვილი იქნება. და მაშინაც კი, თუ თქვენ უკვე გაქვთ რაიმე შერჩეული, უნდა გაგაფრთხილოთ, რომ არც იქ იქნება ბრწყინვალე სიტუაცია.
ლომი
ოქტომბერში მზე გადავა თქვენი უახლოესი ოჯახისა და ინფორმაციის სექტორში. ზოგიერს შესაძლოა ეგოიზმი გაგიმძაფრდეთ. ახლა არ უნდა შეეცადოთ დაამტკიცოთ საკუთარი ექსკლუზიურობა ან უპირატესობა; გარშემო მყოფები ისედაც დიდი პატივისცემით გეპყრობიან. მაგრამ დაუსაბუთებელი წყენა და კონფლიქტები გახდება დაბრკოლება თქვენი მიზნების მისაღწევად. მოგიწევთ უთანხმოების გადაჭრა. თუ თქვენ შეძლებთ ყველაფერში სამართლიანობის პრინციპების დაცვას, ეს დაგეხმარებათ მოიპოვოთ ავტორიტეტი პროფესიულ საზოგადოებაში და, შესაძლოა, პოპულარობის მოპოვებაც კი. კარგი დროა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად. გაიზრდება შეხვედრებისა და კონტაქტების რაოდენობა საინტერესო ადამიანებთან. მათ შორის ახლო ნათესავებთან.
ქალწული
ოქტომბერში მზე გეყოლებათ ფულადი სახსრებისა და ქონების სექტორში. თქვენი ფინანსური მდგომარეობა შეიძლება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ამ თვეში. მზე არასდროს არაფერს იძლევა ტყუილად, ის მხოლოდ შესაძლებლობებს იძლევა და თქვენ თვითონ მოგიწევთ მათი გამოყენება. ამ პერიოდში შეიძლება გქონდეთ შემოსავლის რამდენიმე წყარო. ან შეძლებთ გახსნათ საკუთარი ბიზნესი და მიიღოთ შეთავაზება, რომ გადახვიდეთ ახალ სამსახურში უფრო მაღალი ხელფასით. თუმცა, ოქტომბერში სიამოვნებით გამოიყენებთ ნებისმიერ შესაძლებლობას, ნებისმიერ საქმეს, რომელსაც შეუძლია თქვენთვის სარგებელი მოგიტანოთ. ამ გზით, შეძლებთ გარკვეულ ფინანსურ დამოუკიდებლობას მიაღწიოთ და ცოტა ხნით არ იდარდოთ ფულზე.
სასწორი
მზე ოქტომბრის უმეტეს ნაწილს თქვენს ნიშანში გაატარებს. ბოლო დროს ხშირად სწირავთ თქვენს ინტერესებს სხვების გულისთვის. ახლა დადგა დრო, როდესაც საკუთარი თავი და სურვილები პირველ ადგილზე უნდა დააყენოთ. ახლა შეგიძლია თქვათ რაც გინდათ და შეგიძლია აიღოთ ის, რაც გეკუთვნით. თუ ფიქრობთ, რომ უსამართლოდ მოგხსნეს დაწინაურებიდან, შეგიძლიათ უფროსთან გამოხატოთ თქვენი მოსაზრება. არც ხელფასის მომატების მოთხოვნა მოგერიდოთ. ნუ დამალავთ თქვენს ღირსებებს, პირიქით, უნდა გამოავლინოთ თქვენი უპირატესობები და მიიღოთ დამსახურებული ჯილდო.
მორიელი
მზე ოქტომბრის უმეტეს ნაწილს გაატარებს თქვენი შიშების, საიდუმლოებების, არაკეთილსინდისიერებისა და შეზღუდვების სექტორში. გირჩევთ ამ თვეში, მთლიანად მიატოვოთ ის საქმეები, რომლებისთვისაც ჯერ არ გაქვთ შესაბამისი უნარი, ან საკმარისი დრო. დაისახეთ პრიორიტეტები და ფოკუსირდით იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია თქვენთვის. გამოვლინეთ შრომისმოყვარეობა, შეუპოვრობა და ეკონომიურობა. თუ ახლახან დაგაწინაურეს ან გადახვედით ახალ სამსახურში, ეს თვე უნდა დაუთმოთ პასუხისმგებლობების საფუძლიანად შესწავლას და დაქვემდებარებულებთან ურთიერთობის დამყარებას. მით უმეტეს, თუ დროდადრო გაქვთ კონფლიქტები, რომელთა მიზეზებიც არ გესმით. თუ არსებული სამუშაო, რაიმე მიზეზით, არ არის სასიამოვნო, მაშინ შესაძლოა ახალი ადგილის ძებნა ოქტომბერში დაიწყოთ. ძალიან მალე შეძლებთ შესაფერისი ვარიანტის პოვნას, მაგრამ ხელფასი, რომელსაც შემოგთავაზებთ, შესაძლოა იმაზე დაბალი იყოს, ვიდრე ელოდით. რთული გადაწყვეტილების მისაღება მოგიწევთ: უნდა გადაწყვიტოთ რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი – ბიზნესი, რომლის კეთება დიდი ხანია გინდოდათ თუ ანაზღაურების ოდენობა.
მშვილდოსანი
ოქტომბერში მზეს გეყოლებათ მეგობრების, დამხმარეების, თანამოაზრეების და სოციალური ცხოვრების სფეროში. მეტად მიზანსწრაფული უნდა იყოთ, თუ გსურთ მიაღწიოთ დამსახურების აღიარებას, განსაკუთრებით პროფესიულ სფეროში. ახლა გექნებათ ახალი იდეები, მაგრამ მათი მარტო განხორციელება ძალიან რთული იქნება - მეგობრების ან სამუშაო კოლეგების დახმარება დაგჭირდებათ. მზის წარმატებული ტრანზიტის წყალობით, თქვენ შეძლებთ იპოვოთ არა მხოლოდ დამხმარეები, არამედ სპონსორებიც. ან თქვენს პროექტს მხარს დაუჭერს ვინმე ხელისუფლების უმაღლესი ეშელონიდან. კარგი დროა თქვენი იდეის საფუძველზე ერთობლივი საწარმოს შესაქმნელად - მასში ლიდერისა და ინსპირატორის როლს შეასრულებთ. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, უნდა იბრძოლოთ სიმშვიდისა და ჰარმონიისკენ, რაც საშუალებას მოგცემთ მნიშვნელოვნად გააუმჯობესოთ ურთიერთობა პარტნიორთან.
თხის რქა
ამ თვეში მზე საკმაოდ დიდხანს იქნება თქვენი პროფესიული წარმატებისა და კარიერის სექტორში. ეს თვე უჩვეულოდ წარმატებული იქნება თქვენთვის, განსაკუთრებით პროფესიულ სფეროში. იმ პირობით, რომ თქვენ არა მხოლოდ დაამტკიცებთ, რომ ხართ შრომისმოყვარე და დაჟინებული, არამედ გამოავლენთ საკმარის დიპლომატიას, უნარს არ გაზარდოთ უმნიშვნელო კონფლიქტი დავაში, არამედ შეარბილოთ ტონი მაქსიმალურად და მოაგვაროთ არსებული უთანხმოება. რაც ადვილი არ იქნება. ოქტომბერში ზედმეტად მომართული იქნებით საკუთარი რეპუტაციით გამყარებით და ამბიციების რეალიზაციის სურვილით. შეეცადეთ არ ინერვიულოთ ამაზე: ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან. გარდა ამისა, თქვენ ცნობილი ხართ სამუშაო მიღწევებით. თვე შესანიშნავია მენეჯმენტთან მოსალაპარაკებლად შესაძლო დაწინაურებასთან ან ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებით.
მერწყული
ოქტომბერში მზე იქნება თქვენი ფილოსოფიისა და მოგზაურობის სექტორში. ზოგადად, ეს პერიოდი მშვიდი და ხელსაყრელი იქნება. არ გელოდებათ სირთულეები. ხოლო ასეთების არსებობის შემთხვევაში, მათთან გამკლავება გაგიადვილდებათ. შეეცადეთ არ იხელმძღვანელოთ წყენით და ემოციებით, არამედ იხელმძღვანელოთ რაციონალურობისა და სამართლიანობის შეგრძნებით. ოქტომბერში შესაძლოა წახვიდეთ სამოგზაუროდ საზღვარგარეთ ან დაიწყონ უცხო ენის შესწავლა, რათა უშუალოდ დაუკავშირდეთ უცხოელ მომხმარებლებს და პარტნიორებს. თუ სამსახურში შეცდომებზე მიგითითებენ ან თქვენი სამუშაო გამოცდილება საკმარისი არ არის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად, ნუ მოაწყობთ შეთქმულებას, არამედ დარეგისტრირდით სასწავლო, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე.
თევზები
მზე ოქტომბერში მნიშვნელოვან ნაწილს გაატარებს თქვენი ექსტრემალური სიტუაციების, სხვისი ფულისა და მემკვიდრეობის სექტორში. ეს თვე ძალიან ორაზროვანი იქნება: ზოგი ნერვიულობს, რადგან კრიზისული სიტუაციიდან გამოსავლის ძიება მოუწევს, ზოგი კი პირიქით, კარგ მოგებას მიიღებს რაიმე სახის საბანკო ოპერაციის წარმატებით განხორციელებით. ზოგიერთს ამ თვეში მოგიწევთ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა ადამიანების ფინანსური პრობლემების გადაჭრაც. შეიძლება წარმოიშვას დავა და უთანხმოება ქორწინების ან საქმიან პარტნიორებთან ფულთან დაკავშირებით.