ორი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ორი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ნაკლები იმუშავეთ და მეტად დაივენეთ. სასურველია, დღე ბუნებაში გაატაროთ. საღამოს კი ახლობლებისთვის მშვიდი, ოჯახური ვახშამი მოაწყოთ.

ტყუპი

ყველა საქმეს საუკეთესოდ გაართმევთ თავს. დიდი ხნის პრობლემებსაც კი მარტივად მოაგვარებთ. ადვილად გამონახავთ საერთო ენას კოლეგებთან. აი, ოჯახის წევრებთან კი კამათს არ გირჩევთ.

კირჩხიბი

კარგი დღეა დასვენებისა და ინტელექტუალური საქმეებისთვის. გაემგზავრეთ მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ. იკითხეთ სამეცნიერო ლიტერატურა, უყურეთ საინტერესო ფილმებს ან კროსვორდები შეავსეთ.

ლომი

მოერიდეთ ადამიანებს, განსაკუთრებით ახალგაცნობილებს, რომლებიც სარფიან საქმიანობაში ფულის დაბანდებას ან ფულიან სამსახურს შემოგთავაზებენ. ეცადეთ, რეალურად შეაფასოთ მოვლენები და არ მოტყუვდეთ.

ქალწული

მოერიდეთ გარშემო მყოფებთან დისკუსიას პოლიტიკასა და ეკონომიკაზე. ნაკლები ყურადღება მიაქციეთ კრიტიკას, მეტად დაისვენეთ, წაიკითხეთ საინტერესო წიგნები და უყურეთ დოკუმენტურ ფილმებს.

სასწორი

კარგი დღეა დასვენების, რომანტიკული შეხვედრისა და პაემნისთვის. ეცადეთ გარშემო მყოფების მიმართ მეტად ყურადღებიანი და მზრუნველი იყოთ.

მორიელი

დაღლილობის მიუხედავად გადაუდებელი საქმეების გამო დასვენებისთვის ვერ მოიცლით. ეცადეთ არ გადაერთოთ ხელისშემშლელ საქმიანობაზე და დრო პრობლემების მოაგვარებას დაუთმოთ.

მშვილდოსანი

ყველა საქმე გამოგივათ, რასაც ხელს მოკიდებთ. განწყობას კი მხიარული გარშემო მყოფები შეგიქმნიან, რომლებიც არც დახმარებაზე გეტყვიან უარს.

თხის რქა

თუ გარშემო მყოფებთან უსიამოვნები და კონფლიქტი არ გსურთ, მოერიდეთ მათთვის ჭკუის დარიგებას და მათი ნებართვის გარეშე მათ საქმეებში ჩარევას.

მერწყული

დღისით სამსახურის საქმეები მოაგვარეთ, საღამო კი პირადი ცხოვრების დარეგულირებას დაუთმეთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.

თევზები

კარგი დღეა საყიდლებისთვის, საოჯახო ნივთებისა და საჩუქრების ყიდვის გარდა ნურც საკუთარ თავს დაივიწყებთ და შეიძინეთ ის სამოსი, აქსესუარი, რაზეც დიდხანს ოცნებობდით.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით