ავტორი:

ორი მნიშვნელოვანი სიტყვა, რომელიც სამუდამოდ უნდა დაივიწყოთ

ორი მნიშვნელოვანი სიტყვა, რომელიც სამუდამოდ უნდა დაივიწყოთ

მოგეხსენებათ, სიტყვები და აზრები მატერიალურია. მათ აქვთ დიდი ძალა, შეუძლიათ ნუგეშისცემა, ან პირიქით... იმისთვის, რომ სიტყვები თქვენ წინააღმდეგ არ იმოქმედონ, შეისწავლეთ ეს მარტივი რჩევები.

არასოდეს თქვათ "არასდროს"

გახსოვთ ეს ფრთიანი გამონათქვამი? დაივიწყეთ! სიტყვა "არასდროს" არის რამის აკრძალვა საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის. ფრაზები, რომლებიც იწყება სიტყვებით "მე არასოდეს..." უნდა ამოიღოთ თქვენი მეტყველებიდან. ამ სიტყვით თქვენ ქმნით ძლიერ აკრძალვას ბედნიერების, კეთილდღეობისა და ფინანსური წარმატებისთვის.

ფული "შავი დღისთვის"

არასოდეს გადადოთ ფული "შავი დღისთვის". ცხოვრებაში "შავი დღეები" არ გამოგელევათ. თუ ფულის დაგროვება გსურთ, სწორი ფორმულირება აქაც მნიშვნელოვანია. თქვენ უნდა გამოხატოთ თქვენი აზრები სწორად! "ფული დასვენებისთვის", "ახალი სამოსისთვის", ავტომობილისთვის, დასვენებისთვის და ა.შ. ანუ მკაფიოდ უნდა განსაზღვროთ თქვენი მიზნები და ამოცანები, იფიქრეთ პოზიტიურად და უსიამოვნებები და უბედურებები გვერდს აგივლიან.